7-chapter

258 39 1
                                    

Jimin's POV

როგორც იქნა შაბათია. ნამდვილად მჭირდება დასვენება და, კი....რატომაც არა? შეიძლება ბიჭებთან ერთად სადმე გავიდე.
ამ წუთას გონება ძალიან არეული მაქვს, ამიტომაც აზრების დალაგება მომიწევს. მაგრამ სულაც არ მინდა საწოლიდან ადგომა.

ტელეფონი ავიღე და დღევანდელი რიცხვი ვნახე...10 ოქტომბერი....

''წლის ეს დრო უკვე მოდის არა?'' ჩემს თავს ვუთხარი.

VR-ის მოწყობილობა ავიღე რომელიც მადლობა ღმერთს რომ ახლოს იყო, როცა კაკუნი გავიგე.

''ოჰ, ჰეი.. მეგონა რომ გეძინა'' ნამჯუნმა კარი შემოაღო ''მაპატიე''

''აჰ, არა არაუშავს უკვე უნდა დამეწყო. რამე მოხდა?''

''არაფერი, უბრალოდ უნდა მეთქვა რომ ცოტა ხნით უნდა გავიდე. ვიღაც გოგომ დამპატიჟა და... მოკლედ, მართლა არ მინდა წასვლა მაგრამ...'' ჩაისუნთქა

''არაუშავს, ჰიონ აუცილებლად უნდა წახვიდე. არ იღელვო, მეც მალე მეგობრებს უნდა შევხვდე''

''კარგია, ეგ მართლა ძალიან კარგია... რაც არ უნდა იყოს, ახლა დაგტოვებ. გაერთე!'' ჩაიფხუკუნა და გავიდა. მე კი ჩემი საქმე გავაგრძელე.

''კონცენტრაცია მხოლოდ ამაზე უნდა მოვახდინო.თუ ასე მობიქცევი მალე მოვრჩები''

როცა თამაში დაიწყო ზუსტად იმ ადგილზე გავჩნდი სადაც ბოლოს ვიყავი. ჩემს ოთახში.

ღამე იყო და ძალიან ბნელოდა. მაგრამ ქუჩის განათებების დახმარებით რომელიც ჩემი ფანჯრიდან შემოდიოდა ყველაფრის დანახვა შემეძლო.

საწოლზე დავწექი და ტელეფონი ამოვიღე.

თქვენ გაქვთ 1 წაუკითხავი მესიჯი
ჰეი, რატომ არ მომწერე😡

ორი არჩევანი გაჩნდა. როგორც ჩანს წერის დროს არჩევანები გვაქვს. ეს შეიძლება შეიცვალოს მაგრამ თამაშის შემქმნელებისთვის ეს ზედმეტი სამუშაო იქნებოდა.

Select Ur story(GEO)Where stories live. Discover now