ამის შემდეგ ტემ ხშირად დაიწყო ქუქის კოცნა, ამის გარდა მას არაფერი გამოსდიოდა. იგი დღიდან დღემდე ცუდად ხდებოდა. ქუქი აღარ ეკითხებოდა არაფერს, რადგან კარგად იცოდა რომ ტე არ უპასუხებდა.
ერთხელ, როდესაც ქუქი გასარეცხად ტანისამოსს აგროვებდა, ტეს ქურთუკიდან რაღაც ფურცელი გადმოვარდა. როცა გახსნა ძირს დაეცა, მის ხელში იყო ექიმისგან მოცემული ქაღალდი, რომელშიც ეწერა რომ ტე სიმსივნის ბოლო სტადიაზეა.
ქვეყანა დაინგრა...
ქუქი დუმდა. დუმდა და მისსავით ჩუმ ტეს უყურებდა. მას ეშინოდა, როცა ტე ისევ და ისევ ტვალეტთან მიდიოდა და არწყევდა.
ეხლა ქუქი ხვდებოდა, რას გულისხმობდა ტე იმ საღამოს ხიდზე...
ყოველ ახალ დღეს, ტეს მდგომარეობა უარესდებოდა, ხშირად კარგავდა გრძნობას და აღარც ჭამდა. წამლები აღარ შველიდა...
ზედმეტი ტკივილებისგან, ტე წამოიღრიალებდა ხოლმე, ამით ქუქს ძლიერ აშინებდა, მაგრამ ქუქს უფრო სიჩუმე აშინებდა...
დრო გაჩერდა მაშინ, როცა ტემ თვალები არ გაახილა. ქუქი დიდხანს ვერ იჯერებდა, ჯერ კიდევ თბილ ლოყაზე ეფერებოდა და ევედრებოდა არ დაეტოვებინა იგი მარტო. ტეს ხელი სითბოს დიდხანს ინახავდა... ქუქი ვერ იჯერებდა, ცრემლები კი უკვე დაელია...
ნახევარი წელი ქუქი ტრაურს ატარებდა, ნატრობდა ტეს ზედ მიჰყოლოდა, ვიდრე ეს ტკივილი მთელი ცხოვრება გულში ეტარებინა. ქუქი ტიროდა, მაგრამ ტესთვის მიცემულ პირობას ასრულებდა: იგი არ სვამდა და ძველი ცხოვრებით არ ცხოვრობდა. რამდენჯერ უფიქრია ამ სახლიდან გადასვლაზე, რადგან ყველაფერი ტეს აგონებდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
ერთ დღეს, როცა ქუქი ტეს ნივთებს ათვალიერებდა, ერთ კონვერტს წააწყდა ასეთი წარწერით <<ჯონ ჯონქუქს>>
ქუქს დააჟრჟოლა და ცრემლები წასკდა.
"ჯონქუქ-ა, თუ შენ ამას კითხულობ, ესეიგი მე უკვე მოვკვდი. გთხოვ, არ იდარდო, ჩემს სიკვდილში შენ არ ხარ დამნაშავე, პირიქით მიხარია, რომ იმ დღეს გნახე. იცი? შენ ჩემი თავი მომაგონე, როცა ჩემი დაავადების შესახებ რომ გავიგე, მაგრამ ის ნაბიჯი ვერ გადავდგი... შემიყვარდი, მართლა. როცა ერთმანეთი ვნახეთ, მე უკვე ბოლო სტადიაზე ვიყავი და ექიმები მეუბნებოდნენ, მხოლოდ ორი თვე გაძლებო, მაგრამ ერთი წელი გავძელი, შენ ჩემი ხელი გეჭირა. მადლობა და მაპატიე, მე მაინც დაგტოვე შენ და შენი სამყარო. ვნერვიულებდი, ჩემზე არა შენზე. გთხოვ შემპირდი, რომ ბედნიერი იქნები! მპირდები? ხშირად მთხოვდი, შენთვის ჩემი შემოქმედება მეჩვენებინა, მაგრამ მე მრცხვენოდა. მაპატიებ? მინდა ბოლო საჩუქარი გაჩუქო. ეს ჩემი ბოლო სიმღერაა, სიმღერა რომელიც შენთვის დავწერე. ლამაზი ხმა გაქვს, ჩემთვის შეასრულე, კარგი? ჯონქუქ-ა მიყვარხარ. მადლობა ყველაფრისთვის. "
წერილთან ერთად CD-დისკი და ქაღალდი ტექსტით იდო, იმ დღეს ქუქი მხოლოდ ერთ მუსიკას უსმენდა.
-დღეს მე მინდა შეგისრულოთ ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა, რომელიც აქამდე არასდროს მიმღერია. ეს სიმღერა დაწერა და მომიძღვნა ერთმა არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა. იცით? იგი მოკვდა, მე კიდე ვერ მოვასწარი თქმა, რომ მიყვარს. ტეჰიონ ჩემი გესმის? მიყვარხარ! გესმის? შენს სიმღერას შევასრულებ, შენს ბოლო სიმღერას - ცრემლები მოიწმინდა და ამღერდა, იმ საღამოს იქ მჯდომი ხალხი დარბაზიდან ნამტირალები გავიდნენ...
ტეჰიონმა ასწავლა ცხოვრების დაფასება და იმათი სიყვარულის შეგრძნება ვინც მის ირგვლივაა, ქუქი ამისთვის ტეს დიდ მადლობას უხდის.
/აი ასეთი დასასრულია, სიმართლე გითხრათ თარგმნა ცოტაზე გამიძნელდა, რადგან ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, იმედი მაქ მოგეწონათ, მადლობა წაკითხისთვის/
YOU ARE READING
🔞ბოლო სიმღერა🔞 (ქართული ვერსია)
Fanfiction-დღეს მე მინდა შეგისრულოთ ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა, რომელიც აქამდე არასდროს მიმღერია. ეს სიმღერა დაწერა და მომიძღვნა ერთმა არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა. იცით? იგი მოკვდა, მე კიდე ვერ მოვასწარი თქმა, რომ მიყვარს...