jin(part 1)

571 38 4
                                    

   
     უნივერსიტეტის შესასვლელში ვზივარ , და მოუთმენლად ველოდები ჩემს მეწყვილეს რომ ერთად ვნახოთ ლექტორი და ჩვენი მომზადებული პროექტი ვაჩვენოთ. როგორც წესი მე ვიგვიანებ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც მე ველოდები. უკვე ნერვიულობას ვიწყებ, ჯინის დაგვიანება არასდროს მინახავს. ტელეფონში მის ნომერს ვკრიბავ და მოუთმენლად ვუგზავნი შეტყობინებას.

მე: არ მოდიხარ?

ჯინი: 10 წუთი დამაგვიანდება ჩემს გარეშე ადი.

მე:აუდიტორიის ნომერი მომწერე დამავიწყდა.

ჯინი:2087

   ლიფტში შევდივარ და ფიქრს ვიწყებ, რა პრობლემა აქვს ისეთი რომ ამდენი ხანი აგვიანდება და თან არც კი გამაფრთხილა. როგორც წესი სულ მირეკავს ხოლმე შეხვედრამდე და მამოწმებს სად ვარ. აუდიტორიას ძლივს ვპოულობ და მორიდებით შევდივარ.

-მოდი შ/ს , ჯინი სად არის?

-10 წუთი დააგვიანდება..

-რას ნიშნავს 10 წუთი დააგვიანდება, სად არის ?

    საშინელად მკაცრია ეს კაცი , ამიტომ თავში უამრავ რანეზე ერთდროულად ვფიქრობ რომ ჯინი დავიცვა და მისი ჩხუბისგან გადავარჩინო.

-ჩვენი პროექტის ასლების გასაკეთებლად არის წასული და გპირდებით მალე მოვა, მე ვერ მოვასწარი და ეგ წავიდა.

-შ/ს.. უფრო ყურადღებით იყავი. -ამბობს მკაცრად და თავის მაგიდასთან ჯდება. ვიცი რომ მკაცრია მაგრამ მე არ მეჩხუბება, ხანდახან მგონია რომ მოვწონვარ.. მიუხედავად იმისა რომ მოხუცია .

    საათს ვუყურებ , ცოტა დარჩა და ვიცი ძალიან მალე აქ იქნება . მანამდე კი დრო გამყავს რომ ლექტორმა არ ეჩხუბოს დაგვიანების გამო. შუა საუბარში ვიყავი როცა კარი ისე შემოაღეს კინაღამ მოგლიჯეს. ეს ჯინი იყო, რათქმაუნდა .

-მაპატიეთ დამაგვიანდა ვერ..

-ჰო ჩემი ქსეროქსების გამო იყავი წასული, უკვე მოვუხადე ბოდიში.

BTS(imagines)Where stories live. Discover now