არსებობს ხსოვნის უკვდავსაყოფი წირვები, კიდევ ღამის ლოცვები და წრეში ლოცვა. ძნელია ა აგერიოს. ღამის ლოცვაზე სანთლები გიჭირავს, თუმცა, ამას ზოგჯერ წრეში ლოცვის დროსაც აჯეთებ. ხსოვნის უკვდავსაყოფ წირვებზე ხალხი სიყყვით გამოდის, მაგრამ რა არის სათქმელი?
საშინელება იყო მისი გარდაცვალება. მით უფრო ყვითმკვლელობა. რომ მცოდნოდა ავაცილებდი მას ამ ცოდვას და მე მოვკლავდი.
-მარი მზად ხარ?-თრიშა მეძახის.
ხუთშაბათის გვიანი საღამოა, ჩვენ კი ბოლო,მწხუთე მსახურებაზე მივდივართ. ეს მგონი ღამის ლოცვაა სანთლებით.
ჩემი საძინებლიდან გამივდივარ, დედაჩემი ელვით იკრავს თავის შავ კოქტეილის კაბას, რონელიც გუდვილში იყიდა, იუნგი რომ გარდაიცვალა. მას პანაშვუდე იცვამდა, მაგრამ ვიცი, ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, როგორც საღამოს კაბას, მე გადმომილოცავს. დედაჩემი ამ კაბაში ძალიან ვნებიანი ჩანს. როგორვ ბევრს ჩვენს ქალაქში გლოვა მასაც უხდება.
-რატიმ არ გაცვია?-მეკითხება იგი
-რაც კარგი ტანსაცმელი მაქვს ყველა გასარეცხია.
-რომელი კარგი ტანასაცმელი?
-რის ჩაცმაც პანაშვიდზე შეიძლება ყველა ჭუჭყიანია.
-აქამდე ჭუჭყი არ გაწუხებდა.ერთმანეთს თვალებს ვუბრიალებთ. რვა წლის რომ გავხდი თრიშამ გამომიცხადა რომ უკვე დიდი ვარ და საკუთარი სარეცხი მე თვითონ უნდა დავრეცხო. ხომ ხედავთ ამას სადამდე მივყავართ.
-ვერ ვხვდები კიდევ ერთს რატომ უნდა დავესწროთ-ვამბობ მე
-იმიტომ რომ ქალაქს ჭირდება აქტიურობა და მოძრაობა.
-ყველაფერს სჭირდება მოძრაობა ქალაქი ახალ სენსაციას ეძებს, თავი რომ გაირთოს.ჩვენს ქალაქში, გზატკეცილზე გამიკრული გახუნებული საგზაო ნიშნის მიხედვით, 1574 ადამიანი ცხოვრობს.
-ათას ხუთას სამიცდაცამეტი-თქვა იუნგიმ როდესაც შარშან შემოდგომაზე ტაკომის კოლეჯში სრული დაფინანსება მოიპოვა-ათას ხუთას სამოცდათორმეტი იქნება შენც რომ წამოხვალ სიეტლში და ბინას ერთად ვიქირავებთ- დაამატა მერე.ახლა კი ათას ხუთას სამოცდაცამეტი დარჩა და ალბათ ასე იქნება სანამ ვინმე არ დაიბადება ან მოკვდება. ხალხის უმეტესობა აქეან არ მიდის. როცა თამი ჰენთოფმა და მეთ ფარნერმა მიატოვეს თავიანთი მეუღლეები და გაიპარნენ, რაც იუნგიმდე ყველაზე ცხელ-ცხელი ამბავი იყო, შორს არ წასულან, არ-ვი პარკში, ქალაქის განაპირას დასახლდნენ.
-უნდა წამოვიდე?-არ ვიცი ამის კითხვით თავს რატომ ვიწუხებ. თრიშა დედაჩემია, მაგრამ ჩემთვის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა. ვიცი ომ უნდა წავიდე, და ვიცი, რატომაც-ჯოსა და სიუს გამო.
ისინი იუნგის მშობლები არიან. თუ იყვნენ. მე გამუდმებით ვუშვებ შეცდომებს ზმნის დროების გამოყენებისას. ნუთუ ადამიანი აღარ უნდა იყოს ვიღაცის მშობელი მხოლოდ იმიტომ, რომ ის განზრახ წავიდა ამ ქვეყნიდან?
ჯო და სიუ გულმოკლულები არიან, თვალები ჩაცვივდათ. ვერ წარმომიდგენია როგორღა უნდა იცხოვრონ. და სწორეს მათთვის ვპოულობ ყველაზე სუფთა კაბას და ვიცვამ. სიმღერის შესასრულებლად მზად ვარ. კვლავ.
არაჩვეულებრივი კეთილგანწყობაა. ხმა კი ანაზრზენი.
___________________
ესეც მეორე თავი ვიცი პატარაა მაგრამ მაპატიეთ თავების ზომას მისი შინაარსობა განსაზღვრავს ასე რომ ზოგი შეიძლება ძალიან დიდიც გამოვიდეს 😊😁 მადლობა ვუნც კითხულობს კარგი იქნება თუ აზრს დამიფიქსირებთ და მეტყვიტ მოსაწყენია თუ საინერესო
YOU ARE READING
მე აქ ვიყავი
Ficção Adolescenteმარი და იუნგი განუყრელი მეგობრები იყვნენ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს სანამ...განგებამ არ გაყარა მოტელის ოთახში განმარტოებული იუნგი ძლიერი ქიმიური ხსნარით თავს იკლავს. მარი გაოგნებული და განადგურებული რჩება. ის და იუნგი ერთმანეთს არაფერს უმალ...