პირველი შეხვედრა

194 16 4
                                    

როგორც ყოველთვის-ისევ ღამე, ისევ მთვარის შუქზე სეირნობა მუსიკასთან ერთად და ისევ წვიმა მაგრამ არა, ამჟამად არ წვიმს ისე მშვიდად როგორც დაახლოებით 5 დღის წინ წვიმდა.

ხოლო დღეს კი რაღაც უცნაურად ისმის წვიმის მელოდია, თითქოს ცა არის აღელვებული და რაღაცის/ვიღაცის ტკივილს განიცდისო. სულიც კი სასწაულად ამიფორიაქდა ხოლო გულმა კი უცაურად დაიწყო ფეთქვა, თითქოს რაღაცას გრძნობ და რაღაცის თქმას ცდილობს მისი სქელი წვეთებითო.

არასოდეს ვყოფილვარ ასე, ვთვლი რომ წვიმის თითოეული ნაწილი ჩემი სხეულის და ჩემი სუკის ნაწილია, მთლიანად ვეფლობი მის სქელ წვეთებში და იმასაც კი ვივიწყებ რომ მე დედამიწაზე ვვარსებობ, ასე მგონია სამყაროს ვწყდები და ყოველივე იმ მნიშვნელოვანს ვეთიშებირაც ჩემს გარშემო ტრიალებს თუნდაც ამ წამს.

ყოველი წვიმის დაცემისას, რომლებიც ჩემს სხეულზე ეცემიან და გზას ჩემს სხეულზე ნელა და ნაზი მოძრაობით მიიკვლევენ ამ დროს თავს მთლიანად წვიმის ნაწილად ვთვლი დაწარმოვიდგენ თუ როგორ ვიშლები ათას ნაწილად, მაშინ როცა სველი ნაბიჯებით გადათელილ გზაზე ვვარდები და რაღაც ამოუცნობ გრძნობას განვიცდი, თითქოს ყველა ის ტკივილი და ყველა ის დამღლილი დღეები ერთიანად ქრება და სულ სხვა გრძნობა ჩნდება.

ბევრი იმასაც კი გაიძახის, რომ ერთ-ერთი რიგითი გიჟი რომანტიკოსი ვარ, რომელიც წვიმის სქელ წვეთებს თავს აფარებს, თუმცა ყველას არ შეუძლია ის გრძნობა განიცადოს წვიმის დროს რასაც მე განვიცდი. თავს განსაკუთრებულად და ამაღლებულად ვგრძნობ რაც ჩემს სულიერ მდგომარეობას ხაზსს უსვამს.



ნელა აუჩქარებელი ტემბრით, მივყვები ქუჩის სველ გზებს, როგორც ყოველთვის მუსიკებს ვუსმენ და ისევ ჩემს სამყაროში ვინაცვლებ იმ სამყაროში სადაც, არსებობს ლაღი და უმტკივნეულო ცხოვრება, სამყაროში სადაც არავის გაუკვირდება წვიმაში მოსიარულე მარტოხელა ადამიანი, სამყაროში სადაც გიჟად არ ჩაგთვლიან მორწყო ყვავილი მაშინაც კი როდესაც წვიმს. უჩვეულიოა ეს ფაქტი თუმცა ჩემში დიდ ემოციებს აღრძავს.





ისევ იმ ადგილად მივედი, სადაც ჩვეულებრიმ მივდივარ ხოლმე, თავდახრილი სველ ტრასაზე გზას მივიკვლევ და არემარეს თვალს ვავლებ. თვალში მხოლოდ ახალგაზრდა, შავგვრემანი ბიჭის სილუეტს ვაწყდები რომელის სკამზე გადაწოლილა, ყოველივე ამაზე ყურადღება აღარ გავამახვილე და გვერდით ჩუმად მივუჯექი.



გაშოტილი ხელები შარვლის ჯიბეებში მოვამწყვდიე და მზერა ჩუმად ბიჭისკენ გავაპირე. ადვილი მისახვედრი იყო რომ სამყაროს იყო მოწყვეტილი, ალბათ არც ჩემი აქ ყოფნა გაუგია, მკაფიოდ ჩამეცინა მის გადაგდებულ თავზე და მინაბულ თვალებზე გავამახვილე ყურადღება.


თვალის ფოკუსში მხოლოდ მის გამოკვეთილ ყბას და გრძელ წამწამებს ვაქცევ. ვერც კი გავაანალიზე თუ როგორ მივაშტერდი მისი სილამაზით დაბრმავებული. თავი შეუმჩნევლად და ნელი მოძრაობით გავაქნიე და მზერა წინ, უსასრულო სიბნელეს მივმართე.
--------------------
Hiii😍❤ესეც ჩემი პირველი ფიკიი😍❤❤ ვნახოთ ღირს გაგრძელება?❤  სისულელეები ვიბოდიალე ცოტა ვიცი🤣❤ ხო მართლა ეს ფიკი დაწყებული მქონდა ჩემს პირველ აქაუნთზე თუმცა შემდეგ ვიღაც იდიოტმა, ქათმის ტვინამ, დებილმა, გამოტვინებულმა აქაუნთი გამიტეხა და შესვლას ვერ ვახერხებდი ამიტომ აი ახლა აქ ვაგრძელებ❤ იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ ❤😋 გთხოვთ თქვენი აზრები კომენტარებში❤ vote don't forget ❤ LOVE YOU ALL BYEE❤❤

I FEEL IN LOVE WITH A BOY WHO I HATE Where stories live. Discover now