Part 2
Jk pov.
არ შემეძლო დაჯერება, უბრალოდ ვერ ვიჯერებდი იმ ყველაფერს რაც გავიგე.
თავი ერთ უდიდეს სიზმარში მეგონა რომლის ბოლოც ჯერ ამლუცნობია ჩემთვის, სიზმარში სადაც უამრავი ამოუხსნელი საიდუმლოებია ჩამარხული.
უბრალოდ წარმოუდგენელია ეს ყოველივე. არ ვიცი, რა ვიფიქრო გონება დაბინდულმა და ერთიანად დათრგუნულმა.ასე როგორ მოიქცნენ? მე ხომ მათ ვენდობოდი, ისინი ხომ ჩემთვის ძმებივით იყვნენ. იმდენი რამ გამოგვივლია ერთად - უამრავი ტკივილი, უამრავი ბედნიერი დღეები, უამრავი სიგიჟეები.
ნუთუ ამის დავიწყება ასე უბრალოდ შეძლეს.
ვენდობოდი, მათი მჯეროდა შემეძლო მათთვის სიცოცხლე დამეთმო. ახლა კი, თავს იმდენად მარტოსულად და იმედგაცრუებულად ვგრძნობ, რომ საკუთარ თავზეც კი წარმოდგენას ვკარგავ.მხოლოდ ტკივილს, იმედგაცრუებას და უძლურობას განვიცდიდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სული ამომგლიჯეს და ნაფლეთებად მიქციეს, ცოტა მაკლდა დაცემისგან, ცოტაც და წავიქცეოდი.
სამყაროსგან მოწყვეტილს, არაფერი მინდოდა ისე, როგორც მარტო საკუთარ თავთან დარჩენა,არ შემეძლო სახლში გაჩერება. სადმე შორს მინდოდა წასვლა. სადმე სხვა ადგილას. ისეთ ადგილას სადაც ოდნავ მაინც დავმშვიდდებოდი, ადგილას სადაც მხოლოდ მე ვიქნებოდუ, ადგილას სადაც შემეძლებოდა მშვიდად ფიქრი.
ყურსასმენები ავიღე და სახლიდან გავედი. განადგურებული ვიყავი, გარედანაც და შიგნიდანაც.
არ ვიცოდი სად მივდიოდი, მივყვებოდი დაუმორჩილებელ ფეხებს და გულის ინსტიქტებს.თავდახრილმა, ერთ პატარა, მყუდრო პარკს მივუახლოვდი და შორი-ახლოს მდებარე სკამზე ჩამოვჯექი, სიმღერები ჩავრთე და თავი იკან უკან გადავაგდე, თვალები დავხუჭე და ფიქრის დიდ ტალღას მივეცი საკუთარი თავი. ვგრძნობ თუ როგორ ვითიშები სამყაროდან, უსასრულობაში ვიკარგები და ერთიანად ვითიშები.
YOU ARE READING
I FEEL IN LOVE WITH A BOY WHO I HATE
Fanfiction-ჩემი სიძულვილი შენ მიმართ იმდენად ძლიერია რამდენადაც ჩემი სიყვარული შენს მიმართ💔