თავი 8

1.3K 98 3
                                    


სკოლაში მისვლისთანავე დირექტორთან ავედი ,
რადგან დღეს  ჩემი პირველი დღეა ამ სკოლაში,
მივედი რომ მივსალმებოდი

-გამარჯობა,მისტერ ბაილ,
როგორ ბრძანდებით ?

-გაგიმარჯოს ჯიმ,მადლობა კარგად,თავად!

-მეც კარგად , არამიშავს.

-ეხლა გამომყევი ჯიმ,
სანამ სკოლას დაგათვალიერებინებდე,
შენს პირველ გაკვეთილზე
მიგიყვან,
ბავშვები გელოდებიან,
ინტერესით კვდებიან,
ძალიან აინტერესებთ ვინაა
მათი ახალი სპორტის მასწავლებლი.

-რათქმაუნდა, მისტერ ბაილ.

-ასე ნუ მეძახი ,უბრალოდ ჯონი დამიძახე

თვალები დაჭყიტა და ჩაიცინა

-კარგი ჯონ,როგორც გინდა

მეც მაშინვე თვალები ვჭყიტე და გავუცინე

-კარგი,კარგი ...წამოდი თორემ დაგვაგვიანდა

ძალიან მომეწონა ეგ დირექტორი მხიარული კაცია,
გავედით კაბინეტიდან და ეზოში გავედით ,
სადაც ბავშვები გველოდებოდნენ,
დირექტორის დანახვაზე ყველა ფეხზე წამოდგა გარდა ერთისა

-გამარჯობა,დირექტორო

ყველამ თავი დახარა, გარდა ერთისა

-გამარჯობათ ბავშვებო,
აი მოგიყვანეთ ახალი მასწავლებელი.

-მოგესალმებით ,
მე ჯიმ ჰომბი ვარ,
თქვენი ახალი მასწავლებელი.

ბავშვებმა თავები აწიეს თუ არა, თვალები გაუბრწყინდათ
ეგრევე მომვარდნენ,
და მომაყარეს უაზრო კითხვები რათქმაუნდა  ამ ყველაფერს გოგოები აკეთებდნენ,
ბიჭები კი მოშორებით იყვნენ და უყურებდნენ მათი კლასის გოგოებს რა დღეში იყვნენ...

-რამდენი წლის ხარ?
-შეყვარებული გყავს?
-ეგ თმა ნამდვილია თუ შეიღებეთ?

მოკლედ იმდენი შეკითხვა  დაგროვდა ,
თავი სკოლის გამოცდაზე მეგონა ,
ამიტომაც მხოლოდ წინა სამს ვუპასუხე...

-20 წლის ვარ, შეყვარებული არ მყავს, ეგ თმაც ნამდვილია.

ამ პასუხების შემდეგ გოგოებმა სულ გარეკეს,
ბიჭებისთვის კი სახანძრო იყო გამოსაძახებელი ,
რადგან მათ ცეცხლს ნაღდად ვერ ჩავაქრობდი...

-ბავშვებო დამშვიდდით და მოუსმინეთ მასწავლებელს,
ჯიმ მე დაგტოვებთ,
აბა შენ იცი!

-დროებით,ჯონ!

ახლა ბავშვებს მივუბრუნდი

-ბავშვებო,ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთი დახვედრა მომიწყვეთ.
ახლა კი მოდით ცოტა გავივარჯიშოთ ,ამ ეზოს რამდენიმე წრე დავარტყათ.

-კარგიი

წამოიძახეს მობეზრებით

ამ დროს კი ვიღაც ,
პუტკუნა გოგო მორბის ჩვენი მიმართულებით ,
ეტყობოდა რომ დაღლილი იყო
და ძლივს ამოიღო ხმა

-ბოდიში....რომ...დავაგვიანე

ამ ბავშვის დანახვაზე დანარჩენებმა სიცილი მორთეს ,
საინტერესოა რა აცინებდათ,
მაგრამ როცა ერთერთმა პირი
დააღო ,
მაშინვე მივხვდი ყველაფერს

-ამან ისევ დააგვიანა,არ გამიკვირდა მიწა რატო ინძრევათქო
ჰაჰაჰა...

მერე ამას ხომ საერთოდ გადაყვნენ,
ამ შტერების შემდეგ გოგოს გავხედე,
ცრემლები მოგორავდა სახეზე,
ძალიან ეწყინა მისი კლასელების დამოკიდებულება
ამან ჭკუიდან გადამიყვანა
ის კი ხმას არ იღებდა ,
ეტყობა რომ კარგი ბავშვია ,
მაგრამ მე ვეღარ მოვითმინე და ამომასხა

მგონი საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ხალხნო
😁😁😁💗💗💗

„ჩემი შეყვარებული ჩემი ბოსია"( დასრულებულია)Where stories live. Discover now