12

131 10 1
                                    

***

ჯეიკობი მათ გაყვა და დაეწია,ის დასტინმა დაინახა რომელოც მაქსს უილს და ლუკასს ელაპარაკებოდა.

დასტინი:ბავშვებო დაიცადეთ, ჰეი ჰეი..!მაიკ ელ-მან მაიკს და ელს დაუძახა,ისინი ხელჩაკიდებულები უფრო წინ და ცოტა მოშორებითაც მისეირნობდნენ და თან რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. შიგადშიგ კი იცინოდნენ.

-მაიკ დაიცადეთ რა,ჯეიკობიც აქ არის დაველოდოთ.-ისინი ორივე ერთდროულად შემოტრიალდნენ და უკვე ლუკასს და დასტინს შორის მდგარი ჯეიკობი დაინახეს.

უილი და მაქსი კი მათ უკან ნელი და ზანტი ნაბიჯით მოდიოდნენ და როგორც ჩანს ჯეიკობის მოსვლით არც ისე გახარებულები იყვნენ, თან რაღაცაზე ლაპარაკობდნენ სავარაუდოდ ექსკურსიაზე.

ჯეიკობი:ამ გზაზე გამოსეირნება გადავწყვიტე დასათვარიელებლად და აი თქვენც აქ დამხვდით-მან კიდევ ერთი ტყუილით გაიტანა თავი.
მაქსი:ჩვენ კი ვიფიქრეთ მარტო გავისეირნებდით....-ცოტა ხმამაღლა რომ ჯეიკობს გაეგო უთხრა მან ბიჭებს, თითქოს კბილი გაკრაო მას მაგრამ უილმა არ დააყოვნა და მხარი გაკრა და გაგრძელების საშუალება არ მისცა.

ისედაც უილი ზედმეტად აღელვებული იყო ჯეიკობის იქ ყოფნით,რასაც მაიკზე ვერ ვიტყოდით, ან თავს იდეალურად იკავებდა რადგან ამ ექსკურსიის გატარება მართლა კარგად სურდა.

ლუკასი:იცი საიდანღაც მეცნობი.
ჯეიკობი:მართლა?
დასტინი:იცი მეც.
ლუკასი: გამახსენდა, შ-შენ და მაიკმა იჩხუვეთ.-გაკვირვებას ვერ მალავდა ლუკასი.
დასტინი:ჰო ეს შენ ხარ!
ჯეიკობი:აჰჰ მაშინდელზე ამბობთ?
ლუკასი:რატომ იჩხუბეთ?
ჯეიკობი:მისი და ჯეინის პრობლემას მაიკი მე მაბრალებდა და იმ დღეს დაშორდნენ კიდეც და..
დასტინი:და მაიკი შენ გეჩხუბა.
ლუკასი:გზაში დასტინმა მომიყვა რაც მოხდა,მაგრამ ასე სერიოზულად თუ იყო საქმე არ მეგონა.
ჯეიკობი:ლუკას არ ღირს,ეგ უკვე დამთავრდა და ის ორიც ნაჩხუბრებს,მითუმეტეს დაშორებულებს არ გვანან, ხოო??- თავის მოძრაობით მაიკზე და ელზე ანიშნა, რომელთა სიცილიც ესმოდათ და ხან მაიკი დაუძახებდა მათ უკან მდგარ მაქსს და უილს, შემდეგ ერთად იცინოდნენ ხან ელი დაუძახებდა მათ.

ხოლო ჯეიკობი როგორც ერთიშეხედვით ჩანდა ისეთ ხასიათზე სულაც არ იყო,პირიქით,მას ძალიან აბრაზებდა ის რომ მაიკი და ელი შერიგდნენ,ეს საქმეს ურთულებდა.

გარდა ამისა რაც ეს სამი ბიჭი ლაპარაკობდა მთელი დროის განმავლობაში მათ მაქსი უსმენდა,რათქმაუნდა იმის გამო რომ აინტერესებდა და იმის გამოც რომ ჯეიკობს არ ენდობოდა. თავიდანვე არ მოსწონდა თან აღიზიანებდა მისი ბიჭებთან ასეთი სწრაფი 'დამეგობრება'.

ბილიკი ტყის და ტბის შუა გზას მიუყვებოდა,ფეხით ოცი წუთის სავალის შემდეგ კი ბილიკიც სრულდებოდა და ღრმა, გაუვალი ტყე იწყებოდა, ბავშვებიც უკან მობრუნდნენ.

უკანა გზაზე მაიკი და ელი ახლა სულ უკან იყვნენ.

ძალიან კარგ ხასიათზე ხელჩაკიდებულები მიუყვებოდნენ ბილიკს.მათ წინ ლუკასი და დასტინი კვლავ ჯეიკობს ელაპარაკებოდნენ ამჯერად მისტერ კლარკის გაკვეთილის შესახებ,ხოლო მათ წინ უილი და მაქსი რაღაცაზე ძალიან ჩუმად ლაპარაკობდნენ.

როდესაც ბანაკში დაბრუნდნენ სამი დიდი და ერთი პატარა(მისტერ კლარკის) კარავი უკვე გაშლილი იყო და მათთვის(და არა ჯეიკობისთვის) ძალიან ნაცნობი ,საყვარელი და ახლობელი სამი ახალგაზრდა რაღაცაზე ლაპარაკობდა. ძალიან ხმამაღლა იცინოდნენ, პარალელურად თითოეული თავისი ჯგუფისთვის განკუთვნილ საძილე ტომრებს მეორე,ბარგის ავტობუსიდან ეზიდებოდნენ და კარვებში ანაწილებდნენ.

სადილი ორ საათზე უნდა ყოფილიყო იქამდე კი პირველ საათზე დაბრუნებულებს ადგილის დათვარიელებიდან სულ რაღაც ერთი საათი რჩებოდათ ჯგუფის დანარჩენი წევრების გასაცნობად და ნივთების ამოსალაგებლად.
მაიკი ჯეიკობი და უილი ორ გოგონასთან ერთად პირველ ჯგუფში-ჯონათანთან მოხვდნენ,დასტინი და ლუკასი სამ გოგოსთან ერთად მეორე ჯგუფში -სტივთან,ხოლო მაქსი და ელი მესამე ჯგუფში -ნენსისთან განაწილდნენ,
მათ ინგლისურის კლასელ სამ ბიჭთან ერთად.

ბავშვები ერთმანეთს დაცილდნენ და ნივთების ამოსალაგებლად წავიდნენ.მაქსი და ელი სეირნობის შემდეგ რათქმაუნდა კარგ ხასიათზე იყვნენ მაგრამ მაქსს ჯეიკობი მაინც აეჭვებდა.

ხოლო მაიკმა და უილმა სეირნობის შემდეგ შეიტყეს რომ ექსკურსიის განმავლობაში ჯეიკობთან ერთად მოუწევდათ ერთ კარავში ცხოვრება,ეს კი ძალიან დიდ პრობლემას შექმნიდა.

______
A/N Gave a vote and comment.
And for notifications about new chapter, add to library :))))

უსათაურო მოთხრობა (სრულად)Where stories live. Discover now