ბიბლიოთეკაში ხარ, შენს გარშემო კი სიჩუმეა, მხოლოდ წიგნის ფურცლების ხმა ისმის და იშვიათად სკამის გამოწევის.
ირგვლივ ძველი და დამჭკნარი წიგნების სუნი ტრიალებს, რომელსაც აქამდე, უამრავი ადამიანის ხელი შეხებია. ამ უამრავ წიგნში, ერთი ახალი, თეთრი წიგნი ურევია, რომელსაც აქამდე თითქოს არც არავინ შეხებია, მის სუნს გრძობ და გეღიმება. ყოველთვის გიყვარდა წიგნის სუნი, რადგან ეს შენი ბავშვობის მოგონებებს გახსენებდა, მამაშენის წიგნის მაღაზიიდან.
ახალ წიგნს ეძებ წასაკითხად. ახალ ფურცლებს, ახალი პერსონაჟებით.
თითებს წიგნებს ატარებ და სასრუველ საგანს ეძებ, როდესაც თვალში ერთი წიგნი გხვდება, საინტერესო სათაურით - „ნორვეგიული ტყე".
ხვდები, რომ სასურველი წიგნი იპოვე და ხელს მისკენ წევ და მის გლუვ ყდას ეხები, მაგრამ ამავე დროს ვიღაცის გრძელი და წვრილი თითები, იგივე ნოველას ეხება.
შეშინებული იხევ უკან და მოულოდნელად ეჯახები მაღალ და ძლიერ სხეულს.
უკან სწრაფად ტრიალდები და მაშინვე ხედავ თბილ, მაგრამ დამორცხვებულ ყავისფერ თვალებსა და უხერხულ ღიმილს, ლოყაზე ჩაღრმავებებით.
წინ შენზე მაღალი ბიჭი დგას, შავი თმით და უხერხულ ღიმილით, რომელსაც ცხვირზე სათვალე უკეთია. ჭკვიანს გავს და საყვარელია. წითლდება და ბოდიშს გიხდის, მანამ სანამ ჩაიცინებს შენი სიმორცხვის გამო.
„არა, არა, არაფერია. მეც არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება."
კიდევ ერთი ღიმილი, შემდეგ კი უხერხული სიჩუმე.
შენ ოდნავ ოხრავ, როდესაც ის „ნორვეგიულ ტყეს" იღებს თაროდან და როცა აპირებ, რომ ის დატოვო და წახვიდე, გაჩერებს და წიგნს გიწვდის. თვალები დაბლა აქვს დახრილი, თუმცა მორცხვი ღიმილი მაინც თამაშობს მის სახეზე.
თავს იკავებდი, თუმცა წიგნს მაინც ართმევ, შემდეგ კი ის დაინტერესებული და ცნობის მოყვარე ხმით იწყებს საუბარს.
„ანუ 'ნორვეგიული ტყე'. წაკითხული გაქვს?"
შენ უარის ნიშნად, ოდნავ აქნევ თავს და ქვედა ტუჩს კბენ, შემდეგ კი მას იგივე კითხვას უსვამ.
„კი." ხითხითებს. „ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. ხუთზე მეტჯერ მაქვს წაკითხული. მიყვარს, თუ როგორ ვითარდებიან პერსონაჟები. ავტორის ნაწარმოები, უბრალო და ლამაზია. ძალიან ამაღელვებელია."
შენც ხითხითებ და იმორცხვებ. „თუ ასე ამბობ"
მოულოდნელად სკოლის ზარი ირეკება, რაც იმის მანიშნებელია, რომ უნდა დაშორდეთ და თქვენს კლასებში დაბრუნდეთ.
უცნაური დასასრულია. გინდება დარჩე და ერთი საათის განმავლობაში უსმინო შენს წინ მდგომ ბიჭს, რომელიც გესაუბრება წიგნზე, რომელიც ხელში გიჭირავს.
სკოლაში დაბრუნება ნიშნავს, რომ დატოვო მტვრიანი ბიბლიოთეკა და თბილი, ღრმა და დამამშვიდებელი ხმა.
ბიჭი თვალით კონტაქტს წყვეტს და საბოლოოდ აცხადებს:
„უნდა წავიდე, თორე კლასში დავაგვიანებ."
შენ უბრალოდ თავის დაკვრით ეთანხმები და ისიც გასასვლელისკენ ტრიალდება. რამდენიმე ნაბიჯს ადგამს, როდესაც მხარს შენსკენ აბრუნებს.
„როდესაც წიგნს დაასრულებ, მომძებნე. შეგიძლია მითხრა, შენი აზრი წიგნის შესახებ."
და სანამ გავიდოდა, კიდევ ერთხელ გაჩერდა.
„ჰო და ასევე, ჩემი სახელია ნამჯუნი."
და კიდევ ერთი ღიმილი, ლოყაზე ჩაღრმავებებით, სანამ საბოლოოდ გაუჩინარდებოდა და მოსწავლეების იმ ნაწილს შეერეოდა, რომლებიც თავიანთი კლასებისკენ მიიჩქაროდნენ.
„ნამჯუნი." ამოისუნთქე. შენი პირიდან წარმოთქმული მისი სახელი კარგად ჟღერდა, ისე როგორც მუსიკალური ნოტი, რომელიც ქარში უჩინარდება.
მოულოდნელად გაგახსენდა, რომ ნამჯუნმა შენი სახელი არ იცოდა, თუმა არაუშავს, რადგან მალე მას ისევ ნახავ.
შენთვის გეღიმება, შემდეგ კი შენც გადიხარ ბიბლიოთეკიდან და კლასისკენ მიდიხარ.
-----------------------------------------------
შემდეგი იქნება ჯინზე
YOU ARE READING
BTS Imagines - ქართულად
Fanfictionაქ დაიდება BTS-ის იმეიჯენები. იქნება ჩემი დაწერილებიც და გადათარგმნილებიც. შეგიძლიათ დააკომენტაროთ ან მომწეროთ კიდეც, როგორი სტილის იმეიჯენი გინდათ, რომ დავდო და მე შევედცები, რომ თქვენი სურვილი ავასრულო💜 დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ💜 სასიამოვნო კ...