მოღუბლული ამინდი იყო და როცა სამსახურიდან, სახლში მიმავალ გზას დაადექი, საშინელი წვიმა დაიწყო.
ფეხით იყავი, ავტობუსი კი ასეთ დროს უფრო ნაკლებად დადიოდა, ამიტომ ქურთუკი მჭიდროდ მოიხურე და შენთვის ნაცნობ კაფეს გახედე, ბევრი არ გიფიქრია, სირბილით დაიძარი მისკენ.
კარის გაღებისთანავე გაისმა პატარა ზარის ხმა, რომელიც სპეციალურად იყო დამაგრებული და კლიენტის შესვლას აუწყებდა.
კარი დახურე თუ არა, კაფეში არსებულმა ტემპერატურამ მაშინვე დაიწყო შენი სხეულის გათბობა. შენობაში შენთვის კარგად ნაცნობ, ტკბილ ფუნთუშების სურნელს, ყავის სასიამოვნო არომატი ერეოდა, ეს კი პატარა და მყუდრო კაფეში, ხანგრძლივად დარჩენის გრძნობას გიჩენდა.
ღიმილი არ მოგშორებია, ისე დაკეცე ქოლგა და კარის გვერდზე, სპეციალურად მისთვის განთავსებულ ყუთში ჩადე, შემდეგ კი დაიძარი, ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დაჯექი და ხელები მასზე დააწყვე.
-როგორც ჩანს, წვიმაში მოყევი. -სიცილით მოგიახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი, შენს მოპირდაპირედ ჩამოჯდა და წინ ცხელი შოკოლადი დაგიდო, მეორე ჭიქა კი თავისკენ მისწია.
-იმაში მაინც გამიმართლა, რომ ქოლგა წამოვიღე. -ჩაიცინე და უკვე კარგად ნაცნობ პიროვნებას დააკვირდი. -შენც ვერ მიდიხარ, როგორც ჩანს.
-დღეს წესით ჩემი ცვლა არ არის, თუმცა მეორე მიმტანი დღეისთვის გაენთავისუფლა, ამიტომ მეც აქ გავიჭედე. -ოდნავ ჩაიცინა და ფანჯრიდან გაიხედა. -ცუდია, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს არ გადაიღებს.
-სოკჯინ, მეგონა წვიმა გიყვარდა. -თავი გვერდზე გადასწიე და ისე განაგრძე მასზე დაკვირვება.
-მიყვარს, მაგრამ არა ასეთი. -გაიღიმა და ჭიქაზე განიშნა. -მიირთვი, ამჯერად მე გპატიჟებ, გაგათბობს. -წარბები ასწია და თავის ცხელ შოკოლადს სული შეუბერა. -ამ დროს ერთადერთი კლიენტი ხარ, კაფეში მარტონი ვართ. -შოკოლადი მოსვა და ჭიქა მაგიდაზე დადო. -ჩათვალე ეს ჩვენი პირველი პაემანია. -მის სიტყვებზე ოდნავ გაგეცინა და სწრაფადვე აგიწითლდა ლოყები. -თუმცა, თუ დამთანხმდები, მეორე უკეთესი იქნება. -ღიმილიანი სახით შემოგხედა.

YOU ARE READING
BTS Imagines - ქართულად
Fanfictionაქ დაიდება BTS-ის იმეიჯენები. იქნება ჩემი დაწერილებიც და გადათარგმნილებიც. შეგიძლიათ დააკომენტაროთ ან მომწეროთ კიდეც, როგორი სტილის იმეიჯენი გინდათ, რომ დავდო და მე შევედცები, რომ თქვენი სურვილი ავასრულო💜 დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ💜 სასიამოვნო კ...