Meow 15

3K 247 128
                                    


— რა ხდება? — როდესაც ბრუნდები ჩიმის მძინარე სახეს ეჯახები, რომელიც თვალებს ისრისავს.

— არაფერი დაიძინე. — ესვრი სიტყვას და მის გვერდით წვები.

— მომენატრე. — ჩუმად ამბობს, თითქოს არ უნდა რომ გაიგო, შენ კი მისკენ ბრუნდები, თვალს უსწორებ.

— არც არსად წავსულვარ, როგორ მოახერხე?— იღიმი და მის ძილისგან გამსხვილებულ თვალებში იყურები, რომელშიც თხელ ხაზად ჩანს მისი მუქი ფერის თვალები.

— ძალიან მარტივად. — იცინის და ხელს თმაზე გისვამს, გეფერება, თითქოს ფისო ის კი არა შენ ყოფილიყავი.

— მგონი მიყვარხარ. — მისი დაბალი ხმა გესმის ისევ, ჯიმინი თვალებში გიყურებს, ქვედა ტუჩს კბილებს შორის ითავსებს და იმდენად ბედნიერი სახე აქვს, რომ გულმა იმდენად სწრაფად დაიწყო ძგერა, რომ მისი ხმა ჯიმინმაც კი გაიგო.

რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებ მის თვალებს და არ იცი რა თქვა, არ გჯერა იმის რაც გაიგე, გგონია რომ ეს უბრალოდ ერთგვარი სიზმარია, შენ კი გაიღვიძებ და შემდეგ ყველაფერი რეალობას დაუბრუნდება, სადაც ჩიმი შენი ფისო არ არის, შენ კი მისი პატრონი, რისგანაც ტირილი გინდება.

— ასე ნუ ხუმრობ.— ღრმად სუნთქავ და თვალს ხრი, სადაცაა მართლა ტირილს დაიწყებ, ჯიმინის ცივი თითები კი თავს გაწევინებს, მის მუქ თვალებში იყურები, რომელშიც გულახდილობას ხედავ, ჩიმი შენს ცხოვრებაში მგონი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველაფერზე გულწრფელად გესაუბრება, მხარში გიდგას და გამხნევებს.

— არ ვხუმრობ. — სახე წამებში უსერიოზულდება და თბილად გკოცნის ტუჩებში, მისი ახალი ამოსული წვერი პატარაზე გეხახუნება ზედა ტუჩზე, თუმცა ერთადერთი რასაც ამ დროს გრძნობ ბედნიერებაა.

«ჯიმინს მგონი უყვარხარ, და მგონი ის შენც გიყვარს

~~~

ვიცი პატარაა 👉🏽👈🏽 შემდეგი უფრო საინტერესო იქნება. იმედი მაქვს შეცდომები არ არის 😅 კარგ საღამოს გისურვებთ💜

Chimmy 🐱 (რედაქტირდება) Where stories live. Discover now