Meow 13

2.1K 204 43
                                    


— აქამდე ის მე გაგიკეთე, ახლა კი შენ. — ჩიმი გიღიმის მხიარულად და შენს მშვიდ სახეს უყურებს, რომელზეც არაფერი გაწერია, უბრალოდ მის წინ თეფშს დებ ნაბახუსევის საწინააღმდეგო წვნიანით. — რამე მოხდა? — შენი უხასიათობის დანახვაზე ჩიმი ანერვიულებული გეკითხება და ცდილობს რამე ამოიკითხოს შენს თვალებში, თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი გამოსდის.

— არც კი მიკვირს რომ არ გახსოვს გუშინდელი ღამე. — ტუჩებს სწორ ხაზად კრავ და ჩიმის ანერვიულებულ სახეს უყურებ, ხელში მომარჯვებულ კოვზს ისევ მაგიდაზე დებს და თვალის კონტაქტით გპასუხობს. — ყველაფერი ვიცი.

გუშინ ჩიმისთან ერთად იწექი ტახტზე, მის გაურჩეველ ბოდვას უსმენდი და იღიმოდი, თუმცა შემდეგ რაღაც სიტყვების გარჩევა დაიწყე და ყურადღებით მოუსმინე მას, რომელიც ამბობდა რომ არასდროს დაგტოვებდა და არ აღიარებდა სხვა, ნამდვილ პატრონს. რამდენიმე წუთი შოკი გქონდა და გეგონა მოგესმა მისი სიტყვები, შემდეგ დაკვირვებით დაიწყე მოსმენა, ცრემლები ვეღარ შეიკავე იმის გააზრებაზე, რომ ჩიმი ახლა ასეთ მდგომარეობაში შენს გამოა, ვერ ხვდები ის სიმართლეს ამბობს თუ არა. ჩიმის ახლანდელი გამომეტყველებიდან გამომდინარე გუშინ ის სრულიად გულწრფელი იყო, ძალიან არ გინდოდა ამის დაჯერება, თუმცა ის რაც მან თქვა, სიმართლეა.

— რას გულისხმობ..? — სიფრთხილით გეკითხება, ყურში საკუთარი გულისცემა ჩაესმის ნერვიულობისგან და გონია, რომ მან უკვე შენს სმენამდეც მოაღწია.

— იმას რომ არ ვარ შენი ნამდვილი პატრონი. — ტუჩს ძლიერად იკვნეტ, რომ ცრემლები არ წამოგივიდეს, ის ამდენი ხნის განმავლობაში გატყუებდა, შენ კი ის შემოისახლე, შენთან ერთად აძინებდი, ეფერებოდი, ის თითქმის შეგიყვარდა კიდეც, თუმცა ეს ყველაფერი ტყუილი იყო, ჩიმიმ რატომღაც მის პატრონად გაგასაღა, თუმცა ერთი რამ არ გესმის, როგორ შეეძლო შენი აზრების კითხვა?

Chimmy 🐱 (რედაქტირდება) Where stories live. Discover now