"აჰმ.. ვინ არის?" კითხულობს ბექიონი და წევრებს უყურებს.
"არ ვიცი.. მაგრამ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის აჯობებს თუ კარებს არ გავაღებთ" ამბობს სუჰო და სხვების დამშვიდებას ცდილობს.
"რა?" კითხულობს ლეი და კარებს აღებს.
"ლეი" ყველამ ერთდროულად წამოიყვირა და უეცრად მთელს სახლში სიბნელემ დაისადგურა.
*ბამ* კარის დაგკეტვის ხმამ ყველას ცივი ოფლი დაასხა.
"ეს რა იყო?! ლეი! სად ხარ" ყვირის ტაო.
"ლეიი.. ჰეეიი ვინმეს ფარანი ან მსგავსი არ გაქვთ? ვერაფერს ვხედავ, ზედმეტად ბნელა"ამბობს ჩენი და პაალელურად ცდილობს მისი ტელეფონი იპოვოს.
"გამომართვი" სეჰუნი თავის ტელეფონს აწვდის.
"მადლობა" ანთებულ ფარანს ოთახს ატარებს და უეცრად რაღაცას აცნობიერებს.
"რა?ჩენ რა მოხდა?" პანიკაში ვარდება ჩანიოლი.
"დამშვიდდი" უეცრად საუბარს კრისი იწყებს.
"ლეი.. ლეიი იძებნება" ყვირილს იწყებს ჩენი.
"ააააა" ყვირილს იწყებს ბექიონი
"რა? რა მოხდა?" კითხულობს ლუჰანი და ბექიონისკენ ნელი ნაბიჯით მიიწევს.
"არამარტო ლეი! კიუნგსუ, ჯონგინი, სუჰო, ტაო, სეჰუნი და შიუმინიც არსად ჩანან!" ყვირის ბექიონი.
"რა?როდის?!" კითხულობს შეშინებული ჩენი.
"არ ვიცი.." პასუხობს ბექიონიც.
"არაუშავს ბიჭებო. მთავარია დავმ..." ლუჰანს საუბარს ხელი აწყვეტინებს რომელიც უკან ქაჩავს და ისიც სიბნელეში უჩინარდება.
"იიიაააა, რა ჯანდაბაა" ისევ იწყებს ყვირილს ბექიონი.
"რაღაც ჩვენს მოკვლას ცდილობს!!!" ამბობს ჩანიოლი რომელი ჩენს უყურებს.
"ბიჭებო უკეთესი იქნება თუ ერთად დავრ..." კრისი საუბარს წყვეტს თითქოს და ვიღაცამ ხელი ჰკრა.
"არააა... სიკვდილისთვის ზედმეტად სიმპატიური ვარ.. მიშელეეთ." ყვირის კრისი და სიბნელე სრულებით შთანთქავს მას.
მხოლოდ სამნი სხედან სავარძელზე გვერდიგვერდ ერთმანეთზე აკრულნი.
"მაპატიეთ.. თქვენი დაცვა ვერ შევძელი.." ამბობს ჩენი და ჩანიოლსა და ბექიონს იხუტებს.
"ყველა მიყვარხართ. ჩემვთის ოჯახივით ხართ" ამბობს ბექიონი და ტირილს იწყებს.
"თქვენ და ექსო ყოველთვის ჩემს გულში იქნებით." ყვირის ჩანიოლი და მათ კიდევ უფრო ძლიერად ეხუტება.
ვიღაც კი ამ ყველაფერს სახლის მალული ნაწილიდან აკვირდება...
"ტფფ... მეგონა გამეცინებოდა." ამბობს ჯონგინი და ჩუმად ხითხითებს.
"ჩშშ.." ამბობს სუჰო და ცდილობს არ გაიცინოს.
"ნუ ღელავთ ბიჭებო.. რამდენიც გინდათ იცინეთ" ამბობს კიონგსუ.
"ოთახი ხმა გაუმტარია." ამაყად ამატებს ბოლოს.
"რა შესანიშნავი იდეაა კიონგსუ" საქებარ სიტყვას არ იშურებს შიუმინი.
"რათქმაუნდაა. დამერწმუნეთ მართლა მაგრად გავერთობით" ამბობს კიონსუ და მის სატანსურ სიცილს იწყებს.
"დიდი ვერაფერი" ამბობს სეჰუნი რომელიც ლუჰანს უყურებს ის კი საპასუხოდ მხოლოდ მხრებს იჩეჩს"
დებილობაა... 🙃