ფიქციის თემატიკასთან არაფერ შუაშია მაგრამ მინდა ორი სიტყვით ვთქვა, 18ში ვაპირებდი დადებას მაგრამ გადამავიწყდა .
18 დეკემბერს ჯონგჰიონის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა :'(
ჯონგჰიონის მიერ დატოვებული წერილი:
" მე შიგნიდან გავტყდი. დეპრესიამ, რომელიც ნელ-ნელა მჭამდა, საბოლოოდ მშთანთქა.. და ვერ შევძელი დამემარცხებინა ის. მძულდა ჩემი თავი. ვეძებდი პასუხებს, ვკრებდი ჩემს მოგონებებს, ვცდილობდი გავმკლავებოდი, უწესრიგო აზრებს, ვყვიროდი, ვებრძოდი ისტერიას მაგრამ პასუხები არ იყო. თუ არ შემიძლია რომ დავეხმარო თავს რომ ვისუნთქო თავისუფლად, უკეთესია საერთოდ არ ვისუნთქო. ვკითხე ჩემ თავს, ვინ არის ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებელი? მხოლოდ მე. მაგრამ მე სრულიად მარტო ვარ. ადვილია თქვა რომ შენ შეძლებ ამის დასრულებას. მაგრამ აღმოჩნდა რომ მისი დასრულება რთულია. ვცხოვრობდი ამ მომენტამდე მხოლოდ იმიტომ რომ რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. მე ვუთხარი ჩემს თავს რომ ამ ყველაფრისგან გაქცევა მინდოდა. დიახ, გაქცევა მინდოდა. ჩემი თავისგან. თქვენგან. ვკითხულობდი ვინ იყო მანდ? და ეს მე ვიყავი. ისევ მე. ვკითხულობდი რატომ ვკარგავ მოგონებებს. ეს ყველაფერი ჩემი პიროვნების გამოა. გასაგებია. საბოლოოდ, ყველაფერი ჩემი ბრალია. იმედი მქონდა რომ ვინმე შეამჩნევდა ჩემს მდგომარეობას. მაგრამ არავინ იცოდა. არასოდეს შემხვედრიან ამიტომ რა თქმა უნდა, არავინ იცოდა რომ მე აქ ვიყავი. მაინტერესებდა, რატომ ვცხოვრობ.. უბრალოდ.. უბრალოდ. ყველა უბრალოდ ცხოვრობს. და როდესაც ვკითხულობდი "მაშინ რატომ კვდება ხალხი?" პასუხი იყო მარტივი: ისინი უბრალოდ დაიღალნენ.და თუ იკითხავთ, რატომ მოვკვდი მე, გიპასუხებთ "იმიტომ რომ დავიღალე".ვიტანჯებოდი და ვაგრძელებდი ფიქრს ყველაფერზე. არ ვიცოდი როგორ შემეცვალა ტკივილი სიხარულით.მაგრამ ტკივილი ტკივილია.ისინი მეუბნებოდნენ რომ ასე არ უნდა ვყოფილიყავი. რატომ? რატომ არ შემიძლია რომ ჩემით დავასრულო, ისე როგორც მინდა? ისინი მეუბნებოდნენ რომ უნდა გამეგო რატომ ვიტანჯებოდი. მაგრამ კარგად ვიცი. ვიტანჯები ჩემი თავის გამო. ეს ყველაფერი ჩემი ბრალია და იმიტომ რომ უსარგებლო ვარ. ექიმო, ამის მოსმენა გინდოდა?არა, მე არასწორი არაფერი არ გამიკეთებია.როდესაც ის კიცხავდა ჩემს პიროვნებას მშვიდი ხმით, ვფიქრობდი რომ ეს ადვილია ექიმისთვის.უცნაურია რატომ განვიცდი ასეთ ტკივილს. ადამიანები რომლებიც ჩემზე მეტად უჭირთ ჩემზე უკეთ ცხოვრობენ. ადამიანები, რომლებიც ჩემზე სუსტები არიან ჩემზე ბედნიერად ცხოვრობენ. არ ვიცი, შეიძლება ასე არაა. ადამიანები რომლებიც ცოცხლობენ არ არიან ისეთი გაჭირვებულები როგორც მე, არ არიან ისეთი სუსტები როგორც მე.მაგრამ ამის მიუხედავად მეუბნებიან რომ უნდა ვიცხოვრო. ვკითხულობდი ათასჯერ, რატომ უნდა ვიცხოვრო? და პასუხი იყო, არა იმიტომ რომ შენ ასე გინდა. არამედ - იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა. არაფერი თქვათ ისეთი რაც არ იცით. იცით, რატომ ვგრძნობ თავს ცუდად? მე უკვე ბევრჯერ ვთქვი. არასწორია რომ იტანჯებოდე ტკივილის გამო? სხვა რა მიზეზი გჭირდება? რამე უფრო დრამატული? მე უკვე გითხარით. არ მისმენდით? ნაწიბურევის გარეშე ვერ გადავლახე ეს.როგორც ჩანს, ჩემი სიცოცხლე ამ სამყაროსთვის არაა. როგორც ჩანს, სამყარომ არ უნდა იცოდეს ჩემზე.სწორედ ამიტომ ყველაფერი რთულადაა. იყო ცნობილი რთულია. რატომ ავირჩიე ეს გზა? სასაცილოა.გასაკვირია, რომ ამდენ ხანს შევძელი.კიდევ რა უნდა ვთქვა? უბრალოდ მითხარით, რომ მე ყველაფერი სწორად გავაკეთე. ეს საკმარისი იქნება. უბრალოდ თვით, "შენ კარგად მუშაობდი"... და თუ არ შეგიძლია რომ ახლა გაიღიმო, გთხოვ მე ნუ გამკიცხავ. დამემშვიდობეთ "შენ ყველაფერი სწორად გააკეთე, შენ ბევრი რამ გადაიტანე".მშვიდობით."
REST IN PEACE ANGEL <3