ფოტო ატრაქციონების პარკში (2)

299 39 0
                                    

- სად არიან?!სად შეიძლება წასულიყვნენ?! - ფოტოგრაფი აქეთ-იქეთ იხედებოდა.

- რა მოხდა? - ნამჯუნი ფოტოგრაფთან მივიდა.

- ჯიმინი და მაიომი...ჩვენ ისინი დავკარგეთ...

* * *

ერთი საათი უკან

- თქვენ უბრალოდ წყვილი ხართ,რომელიც პარკში სეირნობს. - მათ ხელები ჩაკიდეს.

- შენ ისეთი ცივი ხელები გაქვს,გაიყინე? - ჯიმინმა გოგონას შეხედა.

- ისინი სულ ცივი მაქვს,ჰა-ჰა.

- მაშინ,დღეს მე გაგათბობ ~ - ორივემ გაიცინა.ჯიმინმა მაგრად ჩაკიდა გოგონას ხელი, - ისინი მართლა ყოველთვის ცივია?

- კი,როდესაც სამხატვრო კლუბში ვიყავი,ზაფხულში ჩემი დამსახურებით ყველა გრილდებოდა, - მაიომიმ გაიღიმა.

- ემ? სერიოზულად?ხელები ამისთვის არააა!მითუმეტეს ქალის.უამრავი რომანის ლოგიკიდან გამომდინარე,ხელებზე კოცნიან ან ასე აქვთ ჩაკიდებულნი.და საერთოდ,შენ მათი დახმარებით უნდა დახატო.

- ლაპარაკობ,როგორ ვიღაც ბებერი,სერიოზულად.

- დიახ,გააგრძელეთ,კარგად გამოგდით... - ფოტოგრაფი ამას ჩუმად ამბობდა,მათ ის ვერ შეამჩნიეს.წყვილი საუბრით ძალიან იყო გატაცებულნი,ამიტომ ცოცხალი კადრები გამოდიოდა.თან,მათ ვერ შეამჩნიეს,რომ ასისტენტმა მათ შეჩერება თხოვა,მაგრამ ისინი გზას აგრძელებდნენ და ვერავის ამჩნევდნენ.მხოლოდ რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ,მათ შეამჩნიეს,რომ მათ ირგვლივ ნაცნობი არავინ იყო.ირგვლივ მხოლოდ ბავშვები,კაცები კოსტუმებში,და მოზარდები იყვნენ.

- დავიკარგეთ?

- კი... - ბიჭი ირგვლივ იყურებოდა,მაგრამ ნაცნობს ვერავის ხედავდა,გოგონამ მას უეცრად ხელზე მოქაჩა.

- ნიღაბი უნდა იყიდო, - ისინი მაღაზიაში შევიდნენ.იქ უმრავი სათამაშო იყო,მაგრამ მაიომი ნიღაბს ეძებდა,ხოლო ბიჭი მის გვერდით იდგა და ცდილობდა გამვლელების ყურადღება არ მიექცია.

Paper Hearts | J.JKWhere stories live. Discover now