შენთან ვარ

865 93 50
                                    

Jungkook's pov.
ჯიმინის წასვლიდან უკვე 3 საათი გავიდა ის კი არ დაბრუნებულა არც კი დაურეკავს.. რა თქმა უნდა ვერც დარეკავდა ჩემი ნომერი არ აქვს ახხ. ნეტა როდის დაბრუნდება? ხომ კარგად არის? ვინმე თუ ხელს დააკარებს არ ვაცოცხლებ. მორჩა! ასე გაძლება აღარ შემიძლია. რამე უნდა გააკეთო. ტელეფონს ხელი მოვკიდე და ჰოსოკს დავურეკე.

"ჰოსოკ თეჰიონის ნომერი გაქვს ხო?"

"თეჰიონი? ეგ ვინ არის?" ამ იდიოტს მართლა გონია რომ ვერ ვამჩნევ როგორ უყურებს თეჰიონს.

"გეყოფა ჰოსოკ, თავს ნუ იდებილებ უბრალოდ მითხარი ნომერი. მჭირდება"

"კარგი მაგრამ რაში?"

"ეგ შენი საქმე არ არის"

"ეიი ასე ნუ მელა-"

"უბრალოდ ნომერი მომწერე! სასწრაფოდ" სიტყვის დამთავრება არ ვაცადე ისე გავთიშე ტელეფონი. მეორე წუთს კი შეტყობინება მომდის მისგან. ნომერი მაშინვე ავკრიბე და დავრეკე. თეჰიონი ტელეფონს არ იღებდა, მე კი რეკვას არ ვწყვეტდი. საბოლოოდ აიღო კიდეც.

"გი.. სმენთ" ტელეფონის მეორე მხრიდან თქვა მან. ეტყობა მთვრალია წესიერად ვერც კი ლაპარაკობს.

"ჯიმინი სად არის?"

"ვინ? აა ხოო ჯიმინი ის.. ის და მოიცა შენ ვინ ხარ?"

"მნიშვნელობა არ აქვს მითხარი ჯიმინი სად არის!?" რაც შემეძლი მკაცრი ტონით ვუთხარი მას.

"არ ვიცი წეღან ბართან იჯდა ეხლა კი არსად არ ჩანს" მითხრა თეჰიონმა.

"ბართან მიდი" ლამის ვუბრძანე მას.

"რატომ?"

"მაგის დედაც! უბრალოდ მიიეთრიე მაგ დედამოტყნულ ბართან!" ვუღრიალე ბოლო ხმაზე. უკვე მოთმინების ფიალა მევსებოდა.

"კარგი ხოო. რა ბრაზიანი ხარ"

"ტელეფონი ბარმენს მიეცი და არსად არ წახვიდე" მეორე მხარეს მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა შემდეგ კი როგორც იქნა თეჰიონმა სადაც ვუთხარი იმ ადგილას მიაღწია.

my happy virus (Jikook)Where stories live. Discover now