ვნახოთ..

765 80 7
                                    

         Jimin's pov.
       თემინთან კარგი დრო გავატარა მაგრამ იმ წუთებთან რომლებსაც ჯონქუქი მჩუქნის ვერაფრით შეედრებოდა. ქუქი მთელი ღამე მითვალთვალებდა, ისეთი ბრმაც არ ვარ რომ ვერ შემემჩნია როგორ ცდილობდა ყოველ ჯერზე სადღაც გაძვრომას როცა მისკენ შევბრუნდებოდი. ვფიქრობდი, რომ არც გამოჩნდებოდა მაგრამ მან ისევ ჩემ გაასარჩენად ჩაუშვა თავისითავი. სახლში მისულებს ვეღარ გავუძელი და მის ძლიერ სხეულს მოვეხვიე, შემდეგ კოცნა დავიწყეთ და როცა ვიგრძენი როგორ ნაზად უკბინა ჩემ ქვედა ტუჩს დავიბენი, ეს შეგრძნება ჩემთავის უცხო იყო ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ მას მივყოლოდი და პირი გავაღე. მდივანზე დავეშვით როცა სახლში ვიღაც შემოვიდა. ფიქრის დრო აღარ იყო, ჯონქუქს ხელი ვკარი და წამოვხტი, ის კი იატაკზე ეგდო და ადგომას ცდილობდა. სწრაფად ვცდილობდი ტანსაცმელი გამესწორებინა მაგრამ ტუჩებს ვერსად დავმალავდი ისინი სველი და შესიებული იყო, ისევე როგორც ქუქის.

"ჯიმინ! ჯონქუქ! მოვედით" დაიძახა დედამ და ჩვენ მაშინვე შევხედეთ ერთმანეთს. ქუქიმ ჩემსკენ ხელი წამოიღო და საყელო გამისწორა, ამის გაკეთება იქამდე მოასწრო სანამ დედა ოთახში შემოვიდოდა.

"დეე მომენატრე" მაშინვე მივედი მასთან და მოვეხვიე. დედა ჯერ მე ჩამეხუტა შემდეგ კი გეზი ჯონქუქისკენ აიღო. მას ძალიან შეეჩვია ისე უყურებს როგორც საკუთარ შვილს.

"აბაა ხომ არ მოიწყინეთ? რას აკეთებდით ჩვენ გარეშე?" თქვა და ინტერესით სავსე თვალებით შემოგვხედა. მე ვერ მივხვდი რა მეპასუხა, ძალიან დავიბენი ამიტომ რაღაცის ბოდიალი დავიწყე ისე რომ სიტყვებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს, გულში კი ჯონქუქს დახმარებას ვთხოვდი. მგონი ეს გაიგო კიდეც.

  "განსაკუთრებულ არაფერს: სკოლა, სწავლა, ვიდეოთამაშები და ვიდეოთამაშები და ვიდეოთამაშები და-"

  "მივხვდი ჯონქუქ მივხვდი ბოლოს და ბოლოს ეგ ხომ შენი საყვარელი საქმიანობაა" დედამ გაიცინა, ქუქის ლოყაზე უჩქმიტა და ოთახიდან გავიდა.
   ამის შემდეგ დანარჩენებსაც შევეგებეთ, ვისაუბრეთ, ვივახშმეთ, ვიცინეთ და ახლა კიბეებზე ავდივართ გეზით ჩვენი საძინებლებისაკენ. ოთახში უნდა შევსულიყავი როცა უკან ვიღაცის ყოფნა ვიგრძენი, შევტრიალდი და ჯონქუქი დავინახე.

my happy virus (Jikook)Where stories live. Discover now