გალაკტიონის "თოვლი", ლექსი, რომელიც საუკეთესო გზა გახდა მის და ჩემს ასაღწერად.
"მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა."იისფერი თოვლი არარსებული, მიუღწეველი ფენომენია, ამავდროულად კი სულისშემკვრელად ლამაზი. ის ლამაზ სიზმარს გავს, რომელსაც შორიდან ეტრფი, მაგრამ იცი, რომ ვერასდროს მიიღებ. ის ლამაზ სიზმარს გავს, რომელიც არარეალურია, მაგრამ შენს ლამაზ, იასამნისფერ სიზმარში ერთადერთი რეალობა სწორედ ისაა. იუნგი ჩემი იასამნისფერი თოვლია:)
"ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები."ამ თოვლით, ამ ლამაზი ოცნებით ვივსები და ჰო, ვიცი, რომ ყველაფერი მხოლოდ ილუზიაა მაგრამ არ ვჩივი. უდაბნო უდაბური და მიუდგომელი ადგილი, ცარიელი და უსიცოცხლო, უდაბნო მეტაფორულად სულის სიცარიელეს გამოხატავს, რომელიც ლურჯად მოიხატა და ლურჯი, სიცოცხლისფერი აჩუქა. ლურჯი, უსასრულობის, არა მატერიალური ფერი. ის გულისცემა დაუბრუნა, რომელიც დიდი ხნის დაკარგული იყო. და ჰო.. ის ჩემი ლურჯი ფერია:)
"ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები."სრულიად არ ვარ უკმაყოფილო, არ ვჩივი. მეტიც, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რომ არსებობს, ვიცი, რომ იღიმის, ბედნიერია და ცხოვრობს. იანვარივით ცივი სულის პატრონი, ხელებში, ანუ სულის სარკეში ადვილად პოულობს მის ნამდვილ სახეს. და ჰო, ის მუდამ დარჩება ჩემს გულში, ფერმკრთალი კანით, კატისებრი თვალებით და უსაზღვროდ იასამნისფერი სულით:)
"ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში..."