3ივლისი
გუშინდელი დღესავით მახსოვს ის დღე როცა ყველაფერი დაიწყო.დილით ირაკლიმ და ნაკომ მომაკითხეს, როგორც ყოველთვის სახლში მარტო ვიყავი.შემოსვლისთანავე დივანზე წამოსხდნენ და ქოთქოთი დაიწყეს.
-5წუთის წინ დავიბანე წარმოგიდგენია და ისე ცხელა ისევ დასაბანი ვარ როშემომხედოს ვინმემ ერთი თვის დაუბანელი ვეგონები.
ნაკო👇🏻
-კაირაა ნაკო მთელი გზა მაგაზე მეწუწუნები მანქანაში კონდინციონერი ხო ჩაგირთე ნინისაც ჩართულიაქ სახლში ამოგვასუნთქე და დაისვენე შენც.
-ნაკო შენ სულ უკმაყოფილო როგორ ხარ გოგო. სიცილით შევეგებე და მეც მათ გვერდით ჩამოვჯექი.
-აბა რას ვაპირებთ მივდივართ ნინ ხვალ საყიდლებზე?
-ხო თუ იკა წაგვიყვანს. და გამომეტყველებით "გთხოვ იკა ხვალ გაგვიყვანე თორე უშენოდ მოვკვდებით" გავხედე. იკა👇🏻-მერამდენედ? უკვე თავი თქვენი მძღოლი და მონა მორჩილი მგონია.
-აუუ იკა ბოლოა მაართლა და თვალი ჩავუკარი ჩუმად ნაკოს.
-ერთი პულტი მომაწოდე რა თქვეგან კაცი ხო ვერაფერს ვერ გაიგებს ტელევიზორს მაინც ჩავრთავ. თქვა და ტელევიზორი იქამდე არ გააჩერა სანამ ლამაზ გოგოებს არ მოკრა თვალი.ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მგონი რაღაც რეკლამა იყო საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი გოგოები პლიაჟზე მიდიოდნენ და რაღაცას არეკლამებდნენ ამდროს ირაკლის ოხვრა გვესმის მე და ნაკოს და სიცილით ვკვდებით ჩვენთვის ჩუმად.
-აუუუ შეხედეთ რა გოგოები არიან თქვენ კი არ გგვანან ერთი აქ მანახა ესეთი გოგოები ეგრევე სამივე თუ არ დავკერო. ყეყეჩობდა ირაკლი სანამ ნაკოს ხელი არ მოხვდა.
-ირაკლი ჩემო ბიძაშვილო შენ სულ დადებილდი ხო? ნინაჩკა გახსოვს სკოლის ბოლო დღეს ბავშვები რო სახლებში ვბრუნდებოდით და სალოც რო ჩვენი გზით მოდიოდა რამაგრა დაკერა არა?ერთი თვალის ჩაკვრა და გოგო ხელებში დაადნა სიცილით კვდებოდა ნაკო.
-აუუ გადი რა შენ ვის რას ეუბნები უკვე ოფიციალურად სკოლა დამთავრებულიხარ და ამხელა ქალს ჯერ შეყვარებულიც კიარ გყოლია რეებს მებჟუტურები.
-ვაიმე იკა ჩუმად იყავი სიცილით გადავხედე ნაკოს ეგ სალო გივიკოს და არარი?
-ჰო და ჩვენი ირაკლი ისეთი დიდოსტატია გოგოების დაკერვაში რეკორდი დაამყარა ალბათ მალე გინესის წიგნში შეიყვანენ "ირაკლი რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ბევრი გოგო დაკერა" დიდი აღტაცებით გამოაცხადა ნაკომ. ის სალო სულ დააფრთხო ამხელა მოზვერი თავზე დაჰყურებდა და გოგოსავით გაწითლებული თავდახრილი ეუბნებოდა თუ გინდა სახლამდე მიგაცილებ და ჩანთას დაგიჭერო. ისე გაწითლდა გოგომ იფიქრა რამე არ დაემართოს და ჯანდაბას სახლამდე მიცილება ჩემით მივალო.ეს კიდე მოგვიტრიალდა და მთელი დღე ჩვენზე იყარა ჯავრი.
-ეეე ნუ აბუქებთ. თქვენც კიდე ისე დამცინით გეგონება ყოველდღე ბიჭებს იცვლიდეთ 18 წლის გოგოები ხართ და შეყვარებულს რო გიხსენებენ სიცილით კვდებით შეყვარებული რა ხილიაო როდის უნდა მორჩეთ? აჰა შენ ტკბილეული და დაგვასვენე უკვე მობეზრებულმა დიდი თეფშით სავსე შოკოლადები დავუდე.
-ჰაჰაჰა. გადაიხარხარა იკამ და გამომწვევი თვალებით შემოგვხედა ჩემი გაჩუმება გინდათ? ვერ ეღირსებით მოდი ამ ზაფხულს დაგიმტკიცებთ რომ ყველაზე ბევრ გოგოს მე დავკერავ თქვენ კიდე ისხედით ჩალაგამოვლებულებივით და უყურეთ სპანჯბობებს.
-ვააი ხედავ ნინ რეებს ლაპარაკობს მოდი ვაჩვენოთ ამ მოზვერს კლასი და ერთხელ და სამუდამოდ ჩავაგდებინოთ ჩვენ მეზობელ ლამარაზე გრძელი ენა.
-ჯანდაბას! ერთი ბიჭი როგორ ვერ უნდა გავაბრიყვოთ ამის ჯიბრზე სიცილით გადავხედე შოკოლადით პირგამოვსებულ იკას.
-ვინც პილველი დაკერრრვს იის იგბს.
ძლივს გვითხრა შოკოლადით სავსე პირით.
-რას იგებს ერთი ვიცოდე?
უცბად ნაკომ წამოყო თავი და აღფრთოვანებულმა თავისი იდეა გაგვიზიარა.
-მოკლედ ბავშვებო თან გავერთობით ზაფხულია თან დავადგენთ იკას სიდებილის საზღვარს.ესე მომაფიქრდა რომ თუ იკა მოიგებს და გოგოს დაკერავს ჩვენზე ადრე (ნუ ჩვენ რათქმაუნდა ბიჭებს) მაშინ მანქანით სადმე გაყვანაზე კრინტსაც აღარ დავძრავთ. თუ მე მოვიგებ იცოდეთ ორივე ჩაეწერებით იმ მუსიკის გაკვეთილებზე ხოიცით არა დედაჩემს როგორ უნდა თან თქვენ რო იქნებით გავერთობი. დათუ ნინაჩკავ შენ მოიგებ მაშინ მე და იკა იმ ფუფალა ნანუკას ფართიზე გამოგყვებით.
-თავი ფენტეზის ფილმში მგონია რა დაკერვები აგიტყდათ ვუთხარი და თავით მაცივრის საყინულეში შევყავი სიცხისგან შეწუხებულმა.
-აუ წეღან არამბობდა გოგო იკას ჯიბრზე ვითამაშებო იცოდე დაგვთანხმდი თორე მაგ საყინულის კარებს მიგიხურავ და მერე შენს თავს დააბრალე ნინაჩკავ!
-ნუ მეძახით ამ უაზრო სახელს ნინაჩკა რა არი ნინი მქვია ვაახ! და აღარ მინდა გადავიფიქრე.სანამ აქ მოხვალ კიდე შე მოზვერო ადამიანო იქამდე თავს გამოვყობ ვუთხარი ბურტყუნით.
-მშიშარახარ ნინაჩკა და ყურში ნაკომ იკას რაღაცა გადაჩურჩულა. მართალი იყავი იკა რაა ეშინია ბიჭთან სხვანაირად კონტაქტის სერიოზულად გამომეტყველებით ეუბნებოდა. ვაიმე ახლა რო ავდგები და ორივეს ცხელ წყალს გადავავლებ ამ სიცხეში მერე იძახონ ეშინია ბიჭთან კონტაქტისო ვფიქრობდი ჩემთვის და ნაკოს წესებზე დავფიქრდი.
-მოკლედ ნანუკას ფართიზე გამომყვებით და ერთად ჩავაშხამებთ როგორც მე ჩამიშხამა სკოლის ბოლო დღე, და კიდეევ ნინაჩკას აღარ დამიძახებთ ამიერიდან.
საყინულედანაც კი ვიგრძენი როგორი გახარებულები იყვნენ თავი გამოვყავი და ჩემი საფირმო სახით გავხედე.
YOU ARE READING
უკანასკნელი ნატვრა
Romanceზაფხულის გიჟური დღეები, თავგადასავლები და სიყვარულის ისტორია რომელიც 17წლის გოგოს თავს მოულოდნელად დაატყდება. 3თვიანი გატაცება თუ ნამდვილი სიყვარული? რეაქცია როცა გაიგებ რომ შენი საყვარელი ადამიანი შესაძლოა ის არ აღმოჩნდეს ვინც გეგონა...