ძვირფასო მკითხველებო პატარა Warning სანამ კითხვას დაიწყებდეთ. ამ ფიკში ჯიმინს შვილი ჰყავს რომელიც თვითონ შობა. არა ეს არ არის ომეგა ვერსია მაგრამ როგორც იცით ჯიქუქის სამყაროს საზღვარი არ აქვს. აქ მამაკაცებს შეუძლიათ ბავშვის გაჩენა, მაგრამ ყველას არა❤ enjoy!
__________________________________ჯანქუქს ტელეფონის ზარის ხმაზე ეღვიძება, უკვე 10 საათია.
"გისმენ ჰიონ." პასუხობს ბოხი ახლად გაღვიძებული ხმით.
"ნამჯუნი საავადმყოფოშია! გთხოვ იჩქარე!" დაიყვირა ჯინმა.
"უკვე გამოვდივარ!" საწოლიდან ნაჩქარევად დგება, ფეხსაცმლებს ნორმალურად ვერც იცვამს. მისი სახლი გრანდიოზულია, იყო სეულის ერთ ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის შვილი, ჰქონდა თავისი სტილი.
"სად მიდიხარ?" ჰკითხა დედამისმა.
"ნამჯუნთან. შეხვედრამდე. კარგად." უპასუხა და ლოყაზე აკოცა.
"ფრთხილად იყავი." გაუღიმა დედამისმა. სირბილისას ჯანქუქი მამამის შეეჯახა.
"შვილო.."
"ნახვამდის." მოკლედ უპასუხა მან და თავისი ბუნგალო დატოვა.
"კიმ ნამჯუნი რომელ პალატაშია?" ჰკითხა გულამოვარდნილმა.
"ოთახი 103. პირდაპირ და მარჯვნივ." ზრდილობიანად უპასუხა ექთანმა.
"ჰიონ! კარგადაა?" ჯანქუქი კარებს აღებს და ოთახში შედის.
"რა ჯანდაბაა..." ნამჯუნი საწოლზე თაბაშირში გახვეული ფეხით წევს.
"ფეხი მოიტეხე?" გაღიზიანებული ხმით კითხულობს.
"ამის გამო ყვიროდი?" თვალებს ატრიალებს და ნამჯუნს წვენს ხელიდან ართმევს.ნამჯუნმა ჩაიცინა
"ასე სწრაფად არ მოხვიდოდი მხოლოდ მოტეხილობის გამო.""უბრალოდ გეთქვა რომ ჩემი შეშინება გინდოდა." უთხრა თვალებ დავიწროვებულმა.
"ისე როგორ მოიტეხე?" ჰკითხა ჯანქუქმა და წვენი მოსვა."მე... კატის გადასარჩენად დავიხარე და.."
"ბანანის ქერქზე ფეხი დაუცურდა რომელიც თვითონ გადააგდო ვერანდაზე.." ნათლად თქვა სოკჯინმა. ნამჯუნს სირცხვილისგან ყურები აუწითლდა.
YOU ARE READING
ჩემი შვილის მასწავლებელი [JIKOOK]
Romanceპაკ ჯიმინი (27 წლის) მარტოხელა მამაა, რომელიც საკუთარ შვილს მარტო ზრდის. როდესაც ჯიმინი სიყვარულს საბოლოოდ ნებდება ჩნდება ჯონ ჯანქუქი (25 წლის) მისი შვილის მათემატიკის ახალი მასწავლებელი.