შეჯიბრი

151 21 21
                                    

-აბა მზად ხართ?!

-მზად ვართ!

-დედა ვუტიროთ კონკურენტებს!

-1,2,3 WE ARE ONE! FIGHTING!-დაიყვირა სუჰომ.


-ახლა კი თქვენს წინაშეა სამხრეთ კორეული ბიჭების ჯგუფი!

19 ბიჭი სცენაზე გამოვიდა...
სიმართლე გითხრათ ამ 19 ბიჭს ყველა შეცდომას უწოდებდა...დარბაზში ყველა ჩუმად იყო და უაზრო სახეები ჰქონდათ,ისეთი თითქოს არ აინტერესებდათ მათი გამოსვლა...

სწორედ ეს დამოკიდებულება აძლიერებდათ მათ!
მათი მიზანი პირველობაა.
ისინი ამას დაუმტკიცებენ ყველას.
ისინი ამას შეძლებენ!

მუსიკა ჩაირთო და ბიჭებმაც დაიწყეს ცეკვა...არა ეს ცეკვა არა ეს ნამდვილი ხელოვნება იყო.

მათი თითოეული მოძრაობა რაიმეს ამბობდა.
ისინი თითოეული მოძრაობით თავის სათქმელს ამბობდნენ.

თითოეულის ემოცია ჩანდა,თითოეულის ტკივილი...დიახ ტკივილი...კი ისინი ერთად ბედნიერად ცხოვრობენ,ბევრი თავგადასავალი გადახდენიათ,შარში ეხვევიან გამუდმებით მაგრამ თითოეულის წარსული სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ ტანჯვით და სიბნელით არის მოცული...ისინი ზუსტად 
იმ ძველ მივიწყებულ ემოციებს აღვიძებდნენ თავიანთი მოძრაობებით...

ცეკვა დაასრულეს და ყველა თავიანთ პოზიციაზე იდგა,ელოდებოდნენ ხალხის რეაქციას და ზუსტად მაშინ წამოდგა ყველა ფეხზე,ტაშის მხურვალე ტალღა წამოვიდა და ზოგი ცრემლებსაც ვერ იკავებდა,იმდენად იმოქმედა მათმა ცეკვამ.

ხალხი გაოცდა,ვერ წარმოედგინათ ეს 19 ბიჭი თუ ასეთი გასაოცრები გახდებოდნენ 2 წლის წინანდელი წარუმატებლობის შემდეგ.

°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°

ბიჭები კულისებში ისხდნენ და დასასრულს ელოდებოდნენ,თითოეული მათგანი ღელავდა.
ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა რადგან ზედმეტად არ ენერვიულათ.
ზუსტად ამ დროს კი ამერიკული ჯგუფი მათ წინ აისვეტა.

-რაიყოთ გეშინიათ რომ წააგებთ?!-მაღალმა ქერა ბიჭმა თქვა.

-ჯორჯ დაანებე თავი წამოდი.-ხელი მოჰკიდა გოგომ.

-დაიცადე,ჯერ არა!გახსოვდეთ ჩვენ ვერასდროს გვაჯობებთ!

-ახლა დამაკავეთ თორემ ამას ისე ვცემ სახლში რომ მივა ვერ იცნობენ...-ჩაიდუდღუნა ჩანიოლმა,რომელსაც ბექიონი აკავებდა.

-ნიკ შემახსენე მერამდენე წელია რაც ვიმარჯვებთ?!

-თუ არ ვცდები 4 წელია.-ცინიკურად ჩაილაპარაკა ბიჭმა.

-ტრაკში შეიტენეთ ეგ თქვენი 4 წელი.-უაზრო სახით ახედა შუგამ.

-დარწმუნებული ვარ შეგეტევათ.-აჰყვა დიოც.

-როგორ ბედავთ!-წამოიჭრა ჯორჯი.

-როგორ და ჭრელად,ვინ ჩემი ფეხები ხარ ჩემს ბიჭებს ასე რომ ელაპარაკები?! გამეჯგიმა აქ ორმეტრიანი პიტალო ხარ! დაიმახსოვრეთ ბოლოს ტრაკზე მოჯდებით! - წინ კრისი დაუდგა ჯორჯს.

-მაგასაც ვნახავთ! წელსაც ჩვენ გავიმარჯვებთ!

-ძმაო შენ დიდი ხანი გეძინა და რამე დაგესიზმრა უეჭველი.-ჩაიცინა ბექიონმა.

-დაიცაა გავიხსენოო ვისი ცეკვა დააკოპირეთ 2წლის წინოო! მგონი ჩვენი ხოო?! -წარბები შეკრა თეჰიონმა.

-ჰო ჩვენი იყო!-დაეთანხმა ლუჰანიც.

-და თქვენ გამო ქორეოგრაფია შევცვალეთ 1 საათში...თქვენ გამო დავმარცხდით...და დღეს სამართალი იზეიმებს! ვნახავთ ვინ მოჯდება ტრაკზე!-თქვა სეჰუნმა და ლუჰანის გვერდით დადგა.

-ახლა კი სცენაზე ვუხმობთ ამერიკულ ჯგუფს! გთხოვთ!-გაისმა ხმა.

-ჯორჯ წავედით!-გოგონამ ხელზე დაქაჩა.

-დაიცადეთ!-ჰოსოკი ფეხზე წამოდგა,იქვე მაგიდაზე ნამცხვრები იდო ამიტომ ერთი აიღო ჯორჯისკენ წავიდა,პირში ჩაუტენა და სანამ ნიკი და
უცნობი გოგო ჯორჯს მიათრევდნენ ქაიმ და ჰოსოკმა ერთად მიაძახეს.-სუკა ბლიად!

-ვნახოთ ვინ მოჯდება ტრაკზე.-ეშმაკურად თქვა ლეიმ.


19 crazy boyWhere stories live. Discover now