~წ ე რ ი ლ ი~

593 72 39
                                    


გაფრთხილება: ძალიან დიდი თავია და ვისაც არ შეგიძლიათ დიდი თავების წაკითხვა ნუ წაიკითხავთ (ნუ მე არ გიშლით და წაიკითხეთ თუ გინდათ😁)

13ოქტომბერი        

   <ჯონგუკის თვალთახედვა>

დღეს ცამეტი ოქტომბერია....

წინა წელს,ზუსტად ამ დღეს,ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა...

მე დავკარგე სიცოცხლის სურვილი,დავკარგე სიყვარული,დავკარგე საყვარელი ადამიანი,დავკარგე ჩემი ჯიმინი....

ახლა ჩვენს სახლში,საძინებელ ოთახში ვზივარ და აქაურობას თვალს ვავლებ...

თვალზე ცრემლი მადგება როდესაც ვიხსენებ ამ ოთახში რამდენი ტკივილი მივაყენე იმ ადამიანს ვისთვისაც წესით მხოლოდ ბედნიერება უნდა მეჩუქებინა...

საკუთარ თავზე გული მერევა,მინდა აქვე ახლავე მოვიკლა საკუთარი თავი,მაგრამ იმდენად მშიშარა და სუსტი ვარ რომ ამის გაკეთებაც არშემიძლია...

ამ სახლში გაჩერება აღარ შემეძლო,ყოველი კუთხე,ყოვრლი დეტალი ამ სახლში მის თავს მახსენებს და ეს აუტანელია...

თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ და ფეხზე ვდგები,ყუთში ნივთების ჩალაგებას ვიწყებ როდესაც თაროდან რაღაც ხმაურიანად ვარდება

ძირს ვიხრები და ხელში კონვერტის ვიღებ,ვატრიალებ და ვხედავ პატარა წარწერას ფირცლის ბოლოში

"პაკ ჯიმინი"

გულის ცემა მიჩქარდება როდესაც გონებაში მისი სახელი გაჟღერებას იწყებს

ყუთს მაგიდაზე ვდებ,საწოლს ვუახლოვდები და კიდეზე ვჯდები,კონვერტს ვხსნი და შიგნით რამდენიმე ფურცელს ვაწყდები რომლებიც ციფრებითაა დანომრილი

~ L E T T E R ~ // jikook [სრულად]Where stories live. Discover now