[16] ერთი თვე. ან შესაძლოა ორიც.

306 60 2
                                    

-მე ჰანაჰაკი მაქვს. -მხოლოდ სიჩუმე. სიცივე. თავის სიტყვებზე ღელვა. გვიანია. ნამჯუნმა ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო.
-არა.. -ისმის ნამჯუნის აკანკალებული ხმა და ნერვული ღიმილი ეტყობა.- შენ ხომ ხუმრობ. მითხარი, რომ ხუმრობ! - ნამჯუნი იხედება და ცდილობს იპოვოს კამერები, ან გაიგოს კარის უკან ვინმეს ხითხითი. მაგრამ.. ამაოდ. 
- არ ვხუმრობ.. სამწუხაროდ. - მისი ჩაი გაცივდა. ის დგება, იმისთვის, რომ ახალი პორცია გაიკეთოს. 
მისი სტუმარი ხმას არ იღებს. უყურებს თავის მეგობარს. ფიქრები გაუქრა. ვერ აროვნებს, მისი 148 ქულა IQ თითქოს გაქრა. შუგაც ჩუმადაა. 
-რამდენი.. რამდენი ხანია?
-ძნელი სათქმელია.. - მხრები აიჩეჩა. -პირველი სიმფტომები გაჩნდა.. ალბად.. მეთექვსმეტე წლის მარტში.სადღც ასე..
-მეთექვსმეტე წლის მარტში.. მაგრამ.. ეს ხომ 3 წელია?! 
-დიახ, მსოფლიოს რეკორდი: 2 წელი და 10 თვეა. კიდევ ერთი რეკორდი.. - ირონია. ირონია - უგულო ხარ..
-ღმერთო.. - თავს ხელებში რგავს. - ჰიონ, მაპატიე.. მაპატიე, რომ ადრე ვერ შევამჩნიე..  მე უნდა..
- არც უნდა შეგემჩნია.
-მაგრამ შენ ხომ..
-შენ აქ ვერაფრით დამეხმარები. რომ ვკვდები, არავისი ბრალია, გარდა ჩემი. მოდი ამაზე გავჩერდეთ. 
-და.. რამდენი ხანი დაგრჩა? ბოდიში. არ უნდა მეკით...
-ერთი თვე. ან შესაძლოა ორიც.

ჰანაჰაკი. [დასრულებული]Where stories live. Discover now