[37] ყუთი.

218 54 0
                                    

საავადმყოფო შემდეგ დღეს დატოვეს. ჰოსოკი ღრუბლებზე მუქი იყო, ჯიმინი ძლივს მაგრამ დადიოდა, ჯონგუკის დახმარებით.  მეორე მხრიდან თეჰიონი მისდევდა. ნამჯუნს ცოტაც და მიჰყავდა მასზე შემოხვეული სოკჯინი, რომელიც ძალგამოცლილიყო. დაღლილობამ მოიგო ბრძოლა და ნახევრად ეძინა. ყველა დუმდა. არავი იცოდა საიდან უნდა დაეწყოთ. არც ის იცოდნენ საჭიროა თუ არა დაწყება.
ყველა დასასვენებლად წავიდა. უფრო სწორად შესვლისთანავე საწოლებზე დაეცნენ და დაიძინეს. საშინელი და დატანჯული დღე იყო. ფეხზე მხოლოდ ჯონგუკი და ნამჯუნი იყვნენ. მაკნე სამზარეულოში იჯდა, ნამჯუნი კი ფანჯარასთან ტელეფონით ხელში აქეთ იქით დადიოდა და მენეჯერს ესაუბრებოდა. როგორც კი დაამთავრა, ჯონგუკის წინ დაჯდა და თვალებში ჩახედა.
- ნამჯუნ ჰიონ, შენ შემთხვევით..- ჩუმად და ანერვიუკად იწყებს უმცროსი,- რეპმონ ჰიონ შენ შემთხვევით არ იცი.. დაგვიტოვა თუ არა რამე შუგა ჰიონმა? მას აუცილებლად უნდა მოეფიქრა რამე, დარწმუნებული ვარ.
- დაგვიტოვა, - რამოდენიმე წამის შემდეგ პასუხობს უფროსი, - დაგვიტოვა . პატარა ყუთი. მან მთხოვა მისი სახლიდან წამომეღო, ახლა კი ჩემს ოთახში დევს. ჯერ არ გამიხსნია.
- შეიძლება ვნახოთ? - კანკალებს.
- რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა შეიძლება.. უბრალოდ ერთად ავიკრიბოთ. როდესაც ყველა კარგად ვიქნებით, კარგი? ვნერვიულობ დონსენ ჯიმინზე და ჰობი ჰიონზე.
- მე ჯიმინზე და თეჰიონზე. - წამოიძახა. - სახე არ ეტყობათ. ჯიმინი საერთოდ გათეთრდა.. თეჰიონი კი, ასე ბოლოს იყო როცა ზაფხულს ბებია გარდაეცვალა..
- ვიცი. მოდი მე და შენ პირობა დავდოთ და ვიზრუნოთ დანარჩენებზე, კარგი? - იღიმის და უმცროსს თმაზე ეფერება.
ორივეს მოუწევს კარგად იშრომოს.

ჰანაჰაკი. [დასრულებული]Where stories live. Discover now