დილას ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებს. ბუზღუნით ძელს ვწევ და საწოლის გვერდით მდგომ ტუმბოზე ტელეფონს ვუწყებ ძებნას. აი ისიც. ხელში ავიღე და ისე ვუპასუხე ეკრანისთვის არც შემიხედავ.
-რა? -ვამბობ უხეშად.
-არ მეგონა ჩემი ხმის გაგონება ასე თუ არ გაგიხარდებოდა. -როგორც კი მისი თბილი ხმა გავიგე მაშინვე თვალები ვჭყიტე და საწოლიდან წამოვხტი.
-ლიამ როგორ მომენატრე! -ვთქვი გახარებულმა და რაღაც მომენტში ნაწყენმა.
-მეც მომენატრე ჩემო გოჭო! როგორ ხარ?
-კარგად დათუჩა. შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. იმედია ჩემს გარეშე არ მოიწყინე.
-რა თქმა უნდა მოვიწყინე. ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალ. -ვთქვი მოწყენილმა.
-ხოდა გაგახარებ და გეტყვი, რომ ჩამოვდივარ.
-რაა? -წამოვიყვირე გახარებულმა-მართლა? აუ რა მაგარია! როდის?
-ხვალ დილას ადრე მოვდივათ.
-აუ რა კარგია. შენ არ იცი რა ბედნიერი ვარ!
-შენ წარმოიდგინე და ვიცი.
-მოიცა და მოვდივართ რატომ თქვი.
-მარტო არ მოვდივარ.
-აბა ვისთან ერთად მოდიხარ?
-მე და ბიჭებს ტურნე დაგვიმთავრდა და შევთავაზე ჩემთან წამოსულიყვნენ, ისინიც დამთანხმდნენ.
-მართლა რა მაგარია. როგორც იქნა ნაილის გარდა სხვებსაც გავიცნობ.
-ხო. მათაც ძალიან უხარიათ შენ რომ გაგიცნობენ. შენ არ იცი ნაილი რა ბედნიერია. ესე თქვა როგორც იქნა მის გაკეთებულ პიცას შევჭამო.
-ჰო როგორც ჩანს ისევ ჩემნაირია.
-კი. ორივეს ისე გიყვართ საჭმელის ჭამა. შენ რომ შეგეძლოს ცოლად გაყვებოდი ის კიდე ცოლად მოიყვანდა.
-მართალი ხარ. კარგი და რამდენი ხნით იქნებიან ჩვენთან?
-თვე ნახევრით
-რაა? თვე ნახევრით ჩვენთან მოდიან?!
-ჰო მოდიან. -თქვა და გაიცინა.
-აი რა ბედნიერი ვარ შენ არ იცი.
-შენ წარმოიდგინე და ვიცი. ხვალ საღამოს მოვფრინავთ.
-კარგი მაშინ გოგოებს დავირეკავ, თქვენი ჩამოსვლის ამბავს ვეტყვი და თან ვთხოვ რომ მოვიდნენ და სახლის დალაგებაში მომეხმარონ.
-კარგი აბა გკოცნი ჩემო გოჭო.
-კარგად ჩემო დათუჩა.
ვუთხარი და გავუთიშე. ესეც ჩემი დღის კარგი დასაწყისი. თქვენ არ იცით როგორი ბედნიერი ვარ. 1 თვის უნახავ ძმას შევხვდები. უი ისე სულ დამავუწყდა ჩემი თავი გამეცნო თქვენთვის. "მე ელეანორა ფეინი ვარ. ლიამ ფეინის და. დიახ არ მოგესმათ, თვით ლიამ ფეინის ჯგუფ one direction -ის ერთ-ერთი წევრის და. ვარ 22 წლის და ვცხოვრობ ნიუ-იორკში. ვარ ინგლისიდან მაგრამ დროებით აქ ვცხოვრობ. დედა და მამა აუტოკატასტროფაში დამეღუპა. მაგ ამბის შემდეგ მე და ლიამს დეიდა გვზრდიდა. მაშინ 13-ის ვიყავი. ვმუშაობ. პროფესიით მოდელი ვარ. Victoria's secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი."ჩავიცვი და გოგოებს დავურეკე. მათაც მითხრეს რომ მალე მოვიდოდნენ. მყავს 4 მეგობარი. ბეატრისი, ჰანა, ელისონი-ელი და ელიზაბეტი-ბეტი. ისინიც მოდელები არიან. ბეატრისი ლიამის შეყვარებულია რაც ძალიან მიხარია. უკვე 1 წელია ერთად არიან. ჰანა ერთ ბიჭთან 3 ან 2 კვირაზე მეტი არ ჩერდება. ის ჩვენგან სრულიად განსხვავდება, მაგრამ მაინც დებივით ვართ. მე არავინ მყავს. 2 ბიჭი იყო ისიც პიარის გამო ვიყავით ერთად. სხვებს არავინ ყავთ. მალევე კარზე ზარის ხმა გაისმა. ქვემოთ ჩავედი და კარები გავაღე, იქ კი გოგოები დამხვდნენ.ჰანას ხელებში პიცის ყუთი რომ დავუნახე ეგრევე სახლში შემოვათრიე. სამზარეულოში გავედით. გოგოები ბარის მაგიდას მიუსხდნენ. თეფშები გამოვიღე და მეც გვერდით მივუჯექი მათ. ძალიან ბევრი ვჭამეთ. მართალია მოდელები ვართ მაგრამ მარტივად არ ვსუქდებით. ცოტა დავისვენეთ შემდეგ კი სახლის ლაგებას შევუდექით. ბეატრისი ბიჭებისთვის ოთახებს ამზადებდა, ელი მტვერს წმენდდა, ბეტი სარეცხს რეცხავდა, ჰანა ფანჯრებს წმენდდა ხოლო მე ნაილის საყვარელ პიცას და სხვა კერძებს ვამზადებდი. მალევე მოვრჩით ყველაფერს. გოგოებს ვთხოვდი ჩემთან დარჩენას მაგრამ უარი განაცხადეს. რომ გავაცილე ცოტა კიდე შევჭამე მერე კიდე სააბაზანოში შევედი და ღამის პროცედურები ჩავიტარე. სააბაზანოდან გამოვედი და ჩემს ფუმფულა საწოლში დავწექი. მალევე კი ხვალინდელი დღის მოლოდინში ჩამეძინა._________
აბა როგორია? იმედია მოგეწონათ💚💚უცებ გადავწყვიტე რომ ახალი მოთხრობა დამეწყო და აი ისიც. 💚💚ვერ შეგპირდევით რომ ყოველ დღე დავდებ ახალ თავს მაგრამ ხშირად დავდებ. გთხოვთ თქვენი აზრი გამოხატოთ რადგან ჩემთვის ძაან მნიშვნელოვანია და კიდევ გთხოვთ რომ დაა-vote-ოთ💚💚წინასწარ მადლობა💚😙❤💚
YOU ARE READING
✨right now✨
FanficHarry styles Georgian fanfiction. ✨The beginning✨-15/8/19 ✨The end✨-