ისეთი მწვანე როგორც ჰარის თვალები ...
_____________________________________________chapter 3
Nia's p.o.v
დილით მაღვიძარის გამაყრუებელი
ხმა მაღვიძებს , თვალების გახელა არ მინდა მაგრამ იძულებული ვარ , თვალები გავახილო . თვალებს ვახელ იმ იმედით რომ ჰარი აქ იქნება მაგრამ არა. თვალებს უიმედოდ ვაცეცებ აქეთ - იქით , მალევე ვხვდები რომ თუ არ ავდგები დღესაც დავაგვიანებ სკოლაში. ამიტომ ფეხზე უხასიათოდ ვდგები , და სააბაზანოში შევდივარ , რაც შეიძლება სწრაფად ვწესრიგდები , და ოთახში ვბრუნდები . პირსაცოც შემოხვეული , კარადასთან ვდგავარ და ვფიქრობ რა ჩავიცვა , პირველი შემთხვევა როცა ბევრი დრო მჭირდება ტანსაცმლის ასარჩევად , დღეს მინდა განსაკუთრებულად კარგად გამოვიყურებოდე , რატო ? არც მე ვიცი , რატომ .როგორც იქნა ამოვარჩიე ტანსაცმელი , და ჩავიცვი , მაკიაჟიც გავიკეთე , მართალია არასდროს არ ვიკეთებ მაკიაჟს . მაგრამ დღეს განსაკუთრებულად მინდა ვიყო .
პატარა შავი ჩანთა ავიღე რამოდენიმე , წიგნი ჩავდე . მერე კი დაბლა ჩავედი . ნაილი როგორც ყოველთვის სამზარეულოში , იყო ამჯერად გამზადებულ ყავას მიირთმევდა .
- ტკბილო !
- ვაუუ , ნიაა რა ლამაზი ხარ ! სკოლსში მიდიხარ ესე ?
- ხო , და მადლობა .მის წინ ჩამოვჯექი და არაფერს არ ვამბობდით , ნაილი ტელეფონში იყურებოდა , მე კიდევ მას ვუყურებდი . და ვფიქრობდი როგორ განვსხვავდებით მე და ნაილი . ის უფრო წყნარი და მშვიდი ადამიანია მე კიდევ პირიქით ფიცხი და მოუთმენელი . ხანდახან ვფიქრობ ხო ნაშვილები ხო არ ვართქო .