🌸7

1.5K 108 7
                                    

მაგრამ ის სხვანაირად იყო , იქ ბედნიერი ვიყავი ჩემს ოჯახთან ერთად .....
_____________________________________________

chapter 7
Nia's p.o.v

მზის სხივები მაღვიძებს , ვცდილობ თვალი გავახილო მაგრამ ტირილისგან თვალის ქუთუთოები დამძიმებული მაქვს . ვცდილობ თვალი გავახილო , მაგრამ მიჭირს , დიდი ძალისხმევის შემდეგ , ვახერხებ და თვალს ვახელ . გარშემოს ვათვარიელებ , მაშინვე მახსენდება გუშინდელი დღე , და ტირილი მივარდება . ვცდილობ შევეგუო ამ ყველაფერს მაგრამ არ გამომდის , მაშინვე მახსენდება , მოსიყვარულე მამა , რომელიც ყოველ დილით შუბლზე მკოცნიდა , და მანებივრებსა ყველაფრით , საკმარისი იყო ჩემი ერთი თხოვნა მამასთვის რომ რაღაც მინდოდა , მთას გადადგავდა და მაინც ამისრულებდა ამ თხოვნას . ახლა ? რა იქნება მომავლაში ? ვინ შემისრულებს ჩემს თხოვნას ? ვინ მომესიყვარულება ისე როგორც მამა ? ვინ დამიძახებს პრინცესას ? ამას ხომ მარტო მამა მეძახდა . ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც კარები გაიღო და ოთახში სალი შემოვიდა .
ისიც ჩემსავით იყო , ტიროდა თან ძალიან . მისი ცისფერი თვალები სულ ჩაწითლებული იყო , პატარა ცხვირი აწითლებოდა , ალბათ გარეთ იყო , ლოყები კი ვარდისფერი ჰქონდა . არ შემეძლო მისთვის რამე მეთქვა , ან რა უნდა მეთქვა საერთოდ ?

- ნია ?!
- გისმენ .
- გთხოვ ნუღარ ტირი , ყველაფერი კარგად იქნება . შენ ძლიერი გოგო ხარ .
- არ ვტირი სალი !
- კარგი .
- ჩადი და ჩამოვალ მეც !
როგორც იცით არ მიყვარს გრძნობების გამოვლინება , ამიტომ შევიკავე თავი მასთან . მაინც ჯერ არ ვიცნობ , უკეთ .

სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი შხაპი მივიღე , ჰიგიენური 'პროცედურები ' ჩავიტარე , და ოთახში დავბრუნდი , კარადა გამოვაღე , იმ იმდეით რომ რამე ტანისამოსი მექნებოდა მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ მქონდა , ლოს-ანჯელესიდანაც ისე წამოვედით არაფერი წამომიღია თან , ამიტომ ისევ ძველი ტანისამოსის ჩაცმა მომიწია .

Unforgettable ✅Where stories live. Discover now