III

2.4K 119 4
                                    

- აამმ... გამარჯობა - მასთან უფრო ახლოს მივედი, რათა უკეთესად დამენახა მისი სახე. ის ისევ ისე მიყურებდა და თვალებს არ მაშორებდა, თითქოს ჩემი სახის თითოეული ნაკვთის დამახსოვრებას ცდილობდა, თუმცა არა მარტო სახის, არამედ ჩემი სხეულის თითოეულ ნაწილსაც აკვირდებოდა.
- დარჩები ცოტახანი? - მკითხა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. სკამზე დაჯდა და ხელით მანიშნა რომ მასთან მივსულიყავი. როდესაც გვერდზე დავუჯექი, ხმას არ იღებდა, მე კი ამის გაძლება არ შემეძლო, ამიტომ აუტანელი სიჩუმის დარღვევა გადავწყვიტე.
- რატომ მაინც და მაინც მე?
- ვერ მივხვდი რას გულისხმობ.
- რას ვერ მიხვდი?! მაინც და მაინც მე რატომ "ამირჩიეთ", ამ ქალაქში ხომ ათასობით გოგო დადის, თქვენ კიდევ ყველაზე ყველაფერი იცით. უბრალოდ ვერ ვხვდები ამ ათასი გოგოდან მაინც და მაინც მე რატომ დაგაინტერესეთ?
- თქვენ? ანუ უკვე გაარკვიე ვინ ვარ?!
- კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ და კი, გავარკვიე.
- და მაინც რა გაარკვიე?
- აბაზაძე რომ ყოფილხარ ის.
- ანდრო მქვია. შეგიძლია სახელით მომმართო.
- კარგი, ახლა ჩემს კითხვაზე პასუხს ველოდები...
- უბრალოდ დამაინტერესე, ამას რამე ლოგიკური ახსნა არ აქვს.
- უბრალოდ არაფერი არ ხდება, ანდრო - ვუთხარი და მისკენ მივტრიალდი. მის სახესთან ძალიან ახლოს აღვმოჩნდი, ისე ახლოს რომ მისი სუნთქვის ხმაც კი მესმოდა. ის ისევ დაჟინებით მაკვირდებოდა, თუმცა ამ მომენტში ყველაზე დიდი ყურადღება ჩემს ტუჩებზე ჰქონდა გამახვილებული, ხან თვალებში შემომხედავდა, ხან კი ჩემს ტუჩებს უყურებდა.
- კიდევ ერთხელ თქვი ჩემი სახელი რა - ამ მომენტში შევნიშნე რომ თვალებ გაფართოვებული ელოდებოდა მის სახელს როდის ვიტყოდი.
მის ნათქვამზე და ამ საქციელე გამეცინა და თვალები გადავატრიალე, თუმცა მზერა კვლავ მასზე შევაჩერე.
- სისულელეებისთვის დრო არ მაქვს. თუ რამის თქმა გინდა მითხარი, თუ არადა უნდა წავიდე.
- რა ჯიუტი ყოფილხარ - მითხრა და გაიცინა.
- ამის თქმა გინდოდა? კარგი მაშინ, ნახვამდის - ავდექი და წასვლა დავაპირე როდესაც ანდროც ჩემთან ერთად ადგა, ხელი მომკიდა და შემაჩერა.
- არა, ლოლიტა,არა...
- აბა რა გინდა, ვერ ვიგებ - ხმამაღლა ვუთხარი და თვალებში შევხედე.
ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიდექით, ანდრომ მეორე ხელი ჩემს სახესთან მიიტანა და თავისი გრძელი თითები ჩემს სახეზე ჩამოატარა.
მისმა შეხებამ ჩემში რაღაცნაირი გრძნობა გამოიწვია, როდესაც მისი თითები ჩემს ტუჩებს შეეხო, ჩემდა უნებურად თვალები დავხუჭე, თითქოს მინდოდა კარგად შემეგრძნო ყოველი წამი... თითქოს, მინდოდა დამემახსოვრა ის გრძნობა, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი, როდესაც ანდრო პირველად შემეხო.
თვალები როდესაც გავახილე დავინახე მისი გვერდული ღიმილი და უცებ თავზე კონტროლი დავიბრუნე.
- უაზრობაა ეს ყველაფერი - ვთქვი და ანდროს ხელები მოვიშორე.
- რას გულისხმობ? მკითხა და თვალები დააწვრილა.
- შენს საქციელებს ვგულისხმობ - ანდროს გაეცინა, გვერდზე მიიხედა და მერე ისევ თვალებში შემომხედა.
- არ არის უაზრობა. მომეცი იმის საშუალება რომ დაგიმტკიცო ეს.
- ანუ?
- ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს.
- ისედაც ყოველთვის იცი სად უნდა მიპოვო - ვთქვი და გავიცინე.
- ანუ თანახმა ხარ?
- იმ პირობით დაგთანხმდები თუ რამოდენიმე კითხვაზე გულწრფელად მიპასუხებ.
- კარგი - მაშინვე მიპასუხა, რამაც ძალიან გამაკვირვა. სიმართლეს გეტყვით, ვერ ვხვდებოდი ასე ძალიან რატომ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა. ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე იშვიათად გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი ვისაც ჩემთან შეხვედრა ან ურთიერთობა მოუნდებოდა.
სკამზე ერთმანეთის პირისპირ დავსხედით.
- რამდენი ხანი მითვალთვალებდი?
- დიდიხანი არა, რამოდენიმეჯერ შემოვედი იმ კაფეში და დაგინახე, დამაინტერესა ვინ იყავი, ხოლო იმის გარკვევას რომ მხოლოდ ხუთშაბათობით დადიხარ მანდ, არაფერი არ უნდოდა. ხომ არ შეგეშინდა ჩემი? - სიცილით მკითხა.
- ცოტათი - სიცილითვე ვუპასუხე - რამდენი წლის ხარ?
- 24-ის, შენზე მხოლოდ 1 წლით ვარ დიდი.
- ნუ, რა თქმა უნდა ისიც იცი რამდენი წლის ვარ...
- არ გაბრაზდე - გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა.
- ყველა გოგოს ასე ექცევი?
- როგორ ასე? - ღიმილით მკითხა და ლოყაზე ფერებას აგრძელებდა.
- ხომ იცი როგორც, ანდრო...
- ჩემს სახელს ისე სხვანაირად ამბობ, ლოლიტა... ვგიჟდები - ჩემგან ძალიან ახლოს იყო, ისე ახლოს რომ მისი გულის ცემის დათვლაც კი შემეძლო. ერთი ხელით ლოყაზე მეფერებოდა, მეორე კი წელზე შემომხვია.
ხმა არ ამოვიღე, ანდრომ კი საუბარი განაგრძო.
- არა, ყველას არ ვექცევი ასე.
- მაშინ... თანახმა ვარ. შეგხვდები ხოლმე - ვუთხარი და გავუღიმე.

Infected with loveWhere stories live. Discover now