ანდროს სახლიდან შაბათ საღამოს წამოვედით. იმ დღის შემდეგ მე და ანდრო ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. მიხარია ერთმანეთს გულწრფელად რომ ვესაუბრეთ. გულახდილობის მეშვეობით ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა ვითარდებოდა. ანდროს ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში სულ მომღიმარს ვხედავდი. ნახატს რაც შეეხება, ასე მითხრა: "შესაფერისი დრო და მომენტი რომ დადგება, მაშინ გაჩვენებ".
არ მიყვარს ასე რომ იქცევა, ყველაფერს სხვა დროისთვის დებს ხოლმე და მტოცებს ასე მომლოდინეს.ოთხშაბათი საღამოა, მე და ანდრომ ჩემთან სახლში ფილმის ყურება გადავწყვიტეთ.
ბატი-ბუტს ვამზადებდი როდესაც ზარის ხმა გავიგე. კარი გავაღე და ანდრო დავინახე, ხელში ღვინის ბოთლით.
- სალამი.
- გამარჯობა ანდრო, შემოდი.
ანდრომ გამიღიმა და სახლში შემოვიდა. სახლს ათვალიერებდა და ყველაფერს აკვირდებოდა. მისაღებ ოთახში როდესაც შევედით, თაროებზე დაწყობილი ფოტოების დათვალიერება დაიწყო.
- ეს დედაშენია? - ფოტო აიღო და ჩემს პასუხს ელოდებოდა.
- კი.
- ძალიან ლამაზია... გავხარ.
- მადლობა...
- აბა რას ვუყურებთ? - ანდრომ ფოტო დადო და სავარძელში ჩაჯდა, თან მე მიყურებდა და იღიმოდა.
- ფილმი ჯერ არ ამირჩევია, ვიფიქრე ერთად ავარჩევდით, ბატი-ბუტი კი უკვე მზად არის.
- ფილმის არჩევისთვის წინ მთელი ღამე გვაქვს, ახლა კი ჩემთან მოდი.
მის გვერდზე დავჯექი და ფეხები მის მუხლებზე დავაწყვე. თვალებში მიყურებდა და თავისი გრძელი თითებით სახეზე მეფერებოდა... მე კი თვალები დავხუჭე და ხმადაბლა ვუთხარი:
- შენი შეხება...
- ჩემი შეხება რა?
თვალები როდესაც გავახილე ანდროს გვერდული ღიმილი დავინახე.
- მაგიჟებს... ყველაფერს მავიწყებს... - ვუთხარი და ქვემოთა ტუჩზე ინსტიქტურად ვიკბინე.
მან თითები ჩემს ტუჩთან მოიტანა, ცერა თითი გადამისვა, გამიღიმა და მაკოცა. ანდრომ ხელები წელზე შემომხვია, დივანზე ისე დამაწვინა რომ თვითონ ზევიდან მოექცა. ნაზად ყელზე მკოცნიდა, მე კი ხელი მის თმაში მქონდა შეცურებული, ანდრომ ნელ-ნელა მაისური ამიწია, მუცელზე ძალიან ნელა და ნაზად მკოცნიდა, თან მე მიყურებდა. ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ ჩემმა ტელეფონმა არ დარეკა.
- გთხოვ არ უპასუხო.
ტელეფონის გამორთვას ვაპირებდი მაგრამ ირაკლის სახელი დავინახე.
- ირაკლია, ალბათ ხვალინდელ წვეულებაზე უნდა მითხრას რაღაც. აუცილებლად უნდა ვუპასუხო.
ტელეფონი ყურთან მივიდე და თან ანდროს ვუყურებდი, ისეთი სახე ჰქონდა სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- დიახ, ირაკლი ბიძია, გისმენთ.
- ლოლიტა შვილო. ხვალ დილით ადრე მოდი, დახმარება დაგვჭირდება. საღამოს კი წვეულების შესაბამისი ტანისამოსი მოამზადე.
- მოიცა რა? პერსონალის ტანსაცმელი რატომ არა?
- რამდენიმე მიმტანი გვეყოლება, მე და შენ კი საღამოს ტანსაცმელი უნდა ჩავიცვათ, შენ ხომ ჩემი მარჯვენა ხელი ხარ, დაგავიწყდა? - სიცილნარევი ხმით მითხრა ირაკლიმ.
- ააა, ახლა უკვე გასაგებია. კარგი ირაკლი ბიძია, კიდევ რამე ხომ არ გინდოდათ?
- არა, არა. ძილინებისა ლოლიტა.
- ნახვამდის.
ანდრო წამოჯდა, სიგარეტის ღერი ამოიღო და მოუკიდა.
- რა ხდება ხვალ?
- არ იცი?
- უნდა ვიცოდე?
- შენი ოჯახი აწყობს წვეულებას... მეგონა შენც იცოდი.
- მოიცა რაა? - თვალებგაფართოვებულმა გაბრაზებული ხმით მკითხა.
- არ ვიცოდი თუ არ იცოდი...
- ვინ მოვიდა შესაკვეთად?
- არ ვიცი, სახელი არ უთქვამს, უბრალოდ მეუხეშა და იმის გარდა რომ აბაზაძეა არაფერი უთქვამს...
ანდრო წამოდგა. ნერვიულად იქით-აქეთ დადიოდა. ბოლოს ცოტახანს ფანჯარასთან ჩუმად იდგა, როდესაც ფანჯრიდან სიგარეტის ნამწვი გადააგდო, ჩემკენ მოტრიალდა და მიყურებდა.
- და ირაკლიმ რა გითხრა?
- დილით დასახმარებლად ცოტა ადრე მოდიო, საღამოს კი წვეულების შესაბამისად ჩაიცვიო.
ანდროს მივუახლოვი და ხელები ჩავჭიდე.
- ყველაფერი კარგადაა?
- არა, ლოლიტა, არაა!
- მომიყევი რა ხდება...
- სანამ ირაკლის კაფე-ბარს ვიყიდდი, მამაჩემთან ამ საკითხზე ვიკამათე. როდესაც ირაკლის ბარისადმი ჩემი ინტერესის შესახებ გაიგო, დააინტერესა რა იყო ასეთი რამაც ჩემი ამხელა რეაქცია გამოიწვია... ჩემი დაბადების დღეც დაემთხვა ამ ყველაფერს და უკეთ რომ გაიგოს რა ხდება, ამ წვეულების მოწყობა გადაწყვიტა...
- ვაიმეე!! ხვალ იუბილარი ხარ და ამას ახლა ვიგებ?!
- კარგი რაა, ჩვეულებრივი დღეა... აღსანიშნავი არაფერია...
- კი მაგრამ წვეულებაზე წასვლას არ აპირებ?
- არა, არაფერი უთქვამთ. რა სასაცილოა არაა? საკუთარ დაბადების დღეზე არ ვარ დაპატიჟებული.
- არ მაინტერესებს, უნდა მიხვიდე!
- არა, დიდი ხანია დაბადების დღეებს აღარ ვიხდი.
- რატომ??
- არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი...
- ანდრო გთხოვ... ყველაფერზე მეუბნები "როცა დრო მოვა მაშინ გაიგებ", "როცა დრო მოვა მაშინ ნახავ"... გთხოვ ახლა მაინც მენდე და მომიყევი რა ხდება.
ანდრომ ღრმად ამოისუნთქა და მითხრა:
- დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ არც ერთი დაბადების დღე არ აღმინიშნავს, არც ამის აღნიშნვას ვაპირებ.
- არ შეიძლება ასე ანდრო...
- შეიძლება...
- ნუ მაბრაზებ!
- რატომ? გაბრაზებული ძალიან სექსუალური ხარ - გამიღიმა, წელზე შემომხვია ხელები და ყელზე მკოცნიდა.
- ანდრო... - მბრძანებლური ინტონაციით ვუთხარი და მისი ხელები მოვიშორე.
ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, ხმას არც ერთი არ ვიღებდით.
- ერთი პირობით...
- რა პირობით?
- ხვალ საღამოს ჩემი პარტნიორი უნდა იყო.
გვერდულად გამიღიმა და პასუხის მოლოდინში თვალები დააწვრილა.
- კარგი. ესე იგი შევთანხმდით.
- ესე იგი შევთანხმდით, ჩემო კუკუშა - სიცილით მითხრა და ვნებიანად მაკოცა.