||🌸||

25 3 0
                                    

|| თუ გსურთ,რომ გაზაფხული მთელი თავისი დიდებითა და სიმშვენიერით შეიგრძნოთ, წელიწადის ამ დროს, იაპონიას უნდა ესტუმროთ. ულამაზესი სანახაობის ბუმი აპრილსა და მაისშია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს აშიგაკას ყვავილების პარკი და ამავე სახელობის კაფე.

აქ მოხვედრა კი საკმაოდ მარტივად, მატარებლითაც შეგიძლიათ, რომელიც პირდაპირ ტოკიოდან მოემართება.

ყველაზე პოპულარული თემა საკურას ყვავილობაა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ხალხს. ის ერთადერთი რამ არაა, რითაც გამოირჩევა იაპონიის ბუნება. თუნდაც, შიბაზაკურას ფესტივალი ავიღოთ. ამ დროს, მილიონიბით იასამნისფერი და ვარდისფერი ფლოქსი იფურჩქნება, რომლებიც თვალისმომჭრელ სანახაობას ქმნის.

მსოფლიოში ცოტა ადგილია, სადაც გაზაფხული ასე ლამაზად მოდის, როგორც ეს იაპონიაში ხდება. ამ ქვეყანას, სწორედ იაპონური ალუბლის, საკურას ყვავილობის დროს უნდა ეწვიოთ. იგი, 27 მარტს "იაპონური საკურის საზოგადოების" მიერ აღინიშნება. ||

ლოყებ შეფაკლული გოგონა მონოლოგს ამთავრებს და ფურცლის ზემოდან ფრთხილად იჭყიტება. აუდიტორიას თვალს ავლებს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.

|| მისის ჰეზელტონ, როგორც ყოველთვის საუკეთესოა. გმადლობთ, შეგიძლიათ ადგილს დაუბრუნდეთ. ||

გოგონა ხელებს ქვემოთ წევს და ლექტორს თავს უკრავს. მერხებს შორის უხერხულად მიაბიჯებს და ბოლო მერხზე ღრმა ამოსუნთქვით იკავებს ადგილს.

|| ისევ მაღალ შეფასებათ იმსახურებთ, მისის ჰეზელტონ. დანარჩენს კი მადლობა შრომისთვის. ||

აი, სამი საათიც სრულდება და ზარის ხმაც ისმის. სტუნდები ფეხზე იჭრებიან და ჩანთებს ხელს ავლებენ. ლექტორს, თავის დაკვრით ემშვიდობებიან და აუდიტორიიდან გადიან. ისევ და ისევ ლოყებშეფაკლული გოგონა ხელს ჩანთას სწრაფად ავლებს და ფეხზე ფრთხილად დგება. მერხებს რიგებს შორის თავჩახრილი მიაბიჯებს და აუდიტორიის კარების უკან უჩინარდება.

გრძელ დერეფანს ღიმილიანი სახით მიუყვება და შენობიდან გარეთ გამოდის. გრილ ჰაერს სწრაფად ისუნთქავს და თვალებს ნაბავს. მხარზე გადაკიდებულ ჩანთას კიდევ ერთხელ ისწორებს და კიბეებზე ხალისიანად ჩარბის. ეზოდან უჩინარდება და სახლისკენ მიმავალ ბილიკს ღიღინითა და ცალფეხზე ხტუნვით მიუყვება. გზად, მარკეტში შედის და სასუსნავებს ყიდულობს.

პარკების ჰაერში ქნევით ნაცნობ სადარბაზოს უახლოვდება და შიგ შედის. ლიფტს, წითელ ღილაკზე დაჭერით იძახებს და სასურველ სართულზე ადის. გასაღებს, ხალიჩის ქვემოდან აძვრენს და საკეტს არგებს. რამოდენიმეჯერ ატრიალებს და სახლში ფეხაკრეფით შედის. კედებს თხელი, გამოყვანილი ტერფებიდან იშორებს და სამზარეულოში შედის. პარკებს მაგიდაზე აწყობს და ფართოდ იღიმის.

|| ყოჩაღ, მისის საკურავ. ||



ʅ๏ˢт ɪη ᴊαρΔη.|❀|Where stories live. Discover now