||🌸||

7 1 0
                                    

წყლის მიყრუებული ხმა წყდება. კარები იღება და სააბაზანოდან ნახევრად შიშველი, ფერმკთალი გოგონა გამოდის. სველი თმები კოსად დაუმაგრებია, თეთრი, ქათქათა ბამბის პირსახოცი კი მის იდეალურ და ნაზ სხეულს მალავს. სველი, შიშველი ტერფებით საწოლთან მდგარ ტუმბოს უახლოვდება და სავარცხელს თითებს შორის იქცევს. თმის სამაგრს ერთი ხელის მოსმით ისვრის ტუმბოსკენ და თავს ძლიერად აქნევს, ისე რომ წყლის წვეთები იატაკს ეხება. სახეს სარკეს უსწორებს და თმას ფრთხილად ივარცხნის. სავარცხელს ისევ ტუმბოზე აბრუნებს და სააბაზანოში ბრუნდება. თმის საშრობს ხელს ავლებს და ცხელი ჰაერი მისი თმის ნაზ რხევას იწყებს. გოგონას ტუჩებზე ფართო ღიმილი შეინიშნება, რასაც ნაცნობი მელოდიის ხმამაღლა ღიღინი მოჰყვება.

|| მიკუ, ძვირფასო. ვახშამი მზად არის. ||

სამზარეულოში მოფუსფუსე ქალბატონი სალათს მაგიდაზე დებს და მაგიდის თავში იაკავებს ადგილს.

|| მეც მოვრჩი. ||

არც გოგონა აყოვნებს პასუხის გაცემას და კიბეებზე სწრაფად ჩარბის. კაბის ნაზი რხევით უახლოვდება მაგიდას და დედის გვერდზე იკავებს ადგილს.

|| აჰჰ, ისევ ეს იისფერი. ||

ქალი მობეზრებული ხმით ამბობს და სალათს მადიანად შეექცევა.

|| დიახ, იისფერი და ისევ იისფერი. ||

მხიარულად უბრუნებს პასუხს დედას და ფორთოხლის წვენს სვამს.

|| როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? ||

|| ჩვეულებრივზე საკმაოდ კარგად. ||
 
იქვე მოთავსებული ომლეტის ჩიჩქვნას იწყებს.

|| ჩემმა თემამ, როგორც ყოველთვის საუკეთესო შეფასება მიიღო. ||

როცა რწმუნდება რომ ომლეტი " მავნეებისგან " სუფთაა, გემრიელად იწყებს მის დაქუცმაცებას.

|| მშვენიერია, თუმცა ერთი რამ არ მომწონს. შენი ხნის გოგონები გასართობად დადიან და ყოველი დღით ტკბებიან, შენ კიი.. ||

|| დედა, ჩვენ ეს თემა განვიხილეთ. არ მსურს მათსავით " გავერთო ". და ცხოვრებით მეც ვტკბები.
ნუთუ რომანების კითხვას და ცეკვას რამე სჯობს? ||

გოგონა იდაყვებით მაგიდას ეყრდნობა და წინ იხრება. მოპირდაპირე სკამს წამით აშტერდება და მზერა დედაზე გადააქვს.

|| ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ მე ამით ვერთობი. თუ პრეტენზიები აქვს ვინმეს ჩემს გემოვნებასთან, სულაც არ მაინტერესებს. ||

დედიდან მზერა მაგიდაზე გადააქვს და სკამიდან დგება. თეფშს და ჭიქას ნიჟარაში აწყობს. თავს ზრდილობიანად უკრავს და სამზარეულოს სწრაფად ტოვებს.

|| რატომ არ შეუძლია ეს თემა დახუროს ოდესმე? იცი რომ არ მიყვარს ხალხის გარემოცვაში ყოფნა.. ის კი სულ ამას მთხოვს. ||

გოგონა მუშტებს კრავს და კიბეებზე ოდნავ ხმაურიათ ადის. კარებს ზურგს უკან ხურავს და საწოლზე ჯდება.

|| არ მჭირდება მე ისინი. მე არავინ მჭირდება.. მის გარდა.
მხოლოდ ის. ||

საწოლზე ზურგით წვება და ფეხებს ჰაერში იქნევს. მარცხნივ, კარადისკენ იყურება და თვალი ერთ წერტილზე უშტერდება. წამიერად ადგილზე იყინება და ტუჩები უთრთოლდება. მარჯვენა ხელის გულს მკერდთან ახლოს, გულთან იდებს და ცრემლები მის აწითლებულ ლოყებს ასველებს.

|| მე მჭირდება ის, სოცოცხლეზე მეტად მჭირდება. ||

ჩამწყდარი ხმით ბურტყუნებს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. მუცელზე გორდება და ლოყით თხელ მატერიას ეხება. თვალებს იმ იმედით ხუჭავს რომ ის აქ, მის გვერდით იჯდება. თავზე ხელს გადაუსვამს და უსაყვედურებს. დატუქსავს სისუსტისთვის. თუმცა, როდია ჩვენი წარმოსახვა რეალური?

' || არასდროს იფიქრო რომ სუსტი ხარ. არასდროს იფიქრო რომ მე შენს გვერდით არ ვარ.||

მოხუცი მამაკაცი მის კალთაში მოთავსებულ მოზარდს აკვირდება და აცახცახებული ხელით თმებზე ეფერება.

|| ჩემო პატარა, ბაბუა ყოველთვის შენთან იქნება. აი აქ, ამ პაწია გულში. ||

გაოფლილ ხელის გულს მის გულზე აჩერებს და მკრთალად იღიმის.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 13, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ʅ๏ˢт ɪη ᴊαρΔη.|❀|Where stories live. Discover now