04.04.2002
' ძვირფასო დღიურო. ეს ჩემი სტილი არ არის,თუმცა მაინც გადავწყვიტე ჩემი ემოციების შესახებ ვინმეს დაველაპარაკო. აჰჰ, ნეტავ იცოდე როგორ მიჭირს სიტყვების შერჩევა. აქამდე, ამ თემაზე არავისთან მისაუბრია. შენ, პირველი ხარ. იცი, მგონი ისე ვერაა რაღაც. დღეს, ბიჭმა მომწონხარო მითხრა. მე კი ვერაფერი ვუპასუხე. არა იმიტომ რომ ცუდი ბიჭია ან მახინჯი, უბრალოდ რეაქცია არ მქონია მის სიტყვებზე. არც გავწითლებურვარ, როგორც შემშვენის და არც გამიღიმია მისთვის მორცხვად. ვუთხარი რომ მოვიფიქრებდი პასუხს. ალბათ, ზის და ელოდება ჩემს წერილს..მე კი ვერა და ვერ მოვაბი თავი სათქმელს. როგორ ვუთხრა,რომ გოგოები მიზიდავს? რას იფიქრებს ჩემზე? უი.. ეს დასკვანა იცი საიდან გამოვიტანე? არ ვიცი. ჩემი თავის მეც მიკვირს. არადა, სულ რაღაც ორი წლის წინ ბიჭს ვეტრფოდი და კუდში დავზდევდი. ღმერთო, რა სირცხვილია.. მგონი, სჯობს ვუთხრა რომ მე არ მომწონს. მიზეზს თუ მკითხვას, ვეტყვი რომ არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. ხო, პასუხი უკვე მოფიქრებული მქონდა. შეგაღონე? მაშ, წავალ. რაც უფრო სწრაფად ვეტყვი, მით უფრო მალე დავმშვიდდები. '
06.05.2002
' ხო, ერთი თვე გასულა ჩვენი ბოლო საუბრიდან.. როგორ ჩაიარა, არა? არაფერი ისეთი. ტყუილად მეშინოდა. ავუხსენი, რასაც კი ვფიქრობდი. მანაც უპრობლემოდ გამიგო და დღეს უკვე მეგობრები ვართ. გესმის? მე, მეგობარი მყავს. ვისაც გულს გადავუშლი. ნუ ღელავ, შენ არ დაგივიწყებ. შენ, ჩემი პირველი და უკანასკნელი მეგობარი ხარ. ჰო, დღეს მისი შეყვარებული უნდა გამაცნოს. როგორც გავიგე, ანიტა ჰქვია. ანიტა და მაიკლი. ლამაზია, არა?
მოგვიანებით ვისაუბროთ.
შეხვედრამდე. '08.05.2002
' ბოდიში, გუშინ ზედმეტად დაღლილი ვიყავი. ხო, როგორც გითხარი მაიკლის, ჩემი მეგობრის შეყვარებული ანიტა გავიცანი. იცი, ძალიან სათნო, ლამაზი, ნაზი გოგონაა. მაიკლს რომ შეეფერება, ზუსტად ისეთი. მოკლედ, ბევრი ვისაუბრეთ. ბოლოს, მაიკლმა სთხოვა ჩვენს სკოლაში გადმოსულიყო. არ ვიცი, მას მისი სამეგობრო წრე უყვარს და შეიძლება ასე ადვილად არ დათმოს ისინი.
ახლა კი წავედი, სამეცადინო მაქვს.
ხვალამდე, მეგობარო. '12.05.2002
'დღეს მე, მაიკლი და ანიტა სანაპიროზე წავედით. მმმ.. როგორი სასიამოვნო ხედია სასიამოვნო გარემოთი. რა ცუდია, ცურვა რომ არ ვიცი. მათ წყალში თამაშს ნაპირიდან ვაკვირდებოდი და მეღიმებოდა. მათი ბედნიერებით, მეც ვხარობდი. ახლა კი ქვიშაში ვწევარ. შენთან საუბრის დროს, დრო და დრო ჩემს წინ ხედს გავყურებ და უთქმელი სიმშვიდით ვივსები. და აი ჩემი სიმშვიდეც ირღვევა. ვინ დაგაცდის განმარტოვებას შენს სიყვარულთან ერთად?! არც არავინ. გავიქეცი, მეძახიან.
ისევ შეხვედრამდე, მეგობარო. '27.12.2002
' ძალიან ვწუხვარ, მეგობარო, ძალიან. ექვსი თვეა არ გვისაუბრია.. აჰჰ, როგორი დიდი დროა.. ამავე დროს საშინელიც. ბოლოს, სანაპიროზე ვსაუბრობდით, არა? ჩათვალე, არც გვისაუბრია. აჰ, რა მოხდა გაინტერესებს, არა? როგორც კი სანაპიროდან უკან დავიძარით სახლის გზაზე, ვიცინოდით და ვერთობოდით. მანქანაში ვცეკვავდით, ვლაყბობდით. წამის მეასედებში მაიკლს ხელი რულზე აუცდა და ჩვენი მანქანა ხეებისკენ წავიდა. არ გაგიჭირდება წარმოდგენა, როგორ დასრულდა ეს მოქმედება. ამ ჩვენმა გასეირნებამ, ორი შეყვარებული პიროვნება იმსხვერპლა. მართალია, ანიტა გადარჩა და კარგადაა, თუმცა ეს მხოლოდ ფიზიკურად. ალბათ, გესმის რასაც ვგულისხმობ.
ექვსი თვე.
ექვსი დაწყევლილი თვე მაიკლის გარეშე.
ჩემი მეგობრის გარეშე.
აჰჰჰ, ანიტაზე არაფერი მკითხო.
მას შემდეგ, სულ სახლშია გამოკეტილი. ხმას არავის სცემს. თვეში ორჯერ თუ მომწერს შეტყობინებას შინაარსით " კარგად ვარ, ძვირფასო. " '