Untitled Part 5

368 14 4
                                    

  *ჰეილის pov*

 დილის 5 საათია და მე ჯერ ისევ არ დამიძინია, ჩემი საფლავის ქვაზეც იმედია ასე დამაწერენ:

ჰეილი

2003-2019

გარდაცვალების მიზეზი: უძილობა wattpad-ის გამო

ან იმსხვერპლა უძილობამ, ან თვიურის დროს ცუდ ხასიათზე დადგა და სიმაღლიდან გადმოხტა ან საერთოდაც-

  -ჰეილი, გაიღვიძე!- მკაცრი ხმით და ნერვიული სიარულით შემოვარდა მამაჩემი ოთახში, თითქოს ჩემ ოთახში გადაუდებელი საქმე ჰქონდეს.-ადექი დღეს ადრე მივდივართ სკოლაში, სასწრაფო სამე მაქვს, მერე ვერავინ წაგიყვანს.

 -ჯერ ერთი მღვიძავს და მეორეც დღეს სკოლაში არ მივდივარ.

 -დღეს არანაირი მიზეზი არ მიიღება, გასაგებია? 

 -ცუდად ვარ და ვერ წავალ.

 -ამჯერად არ მაინტერესებს. ჩემი ძველი მეგობრის, ნიკის შვილი შენ სკოლაში გადმოდის და შენი ტოლია, მამამისმა ისე მოახერხა რომ შენს კლასში მოხვდეს, იმედია კარგად შეეწყობი, რადგან...

 -მოიცა...რატომ უნდა შევეწყო კარგად

 -უბრალოდ იმიტომ რომ ჩემი მეგობრის შვილია?

 -ეს კითხვა იყო?

მამა აშკარად ვიღაცას ხვდება, მაგრამ ჯერ "მიმალავს", გონია ვერ ვხვდები.

-------

-მალე აქ იქნებიან

 -ვინ, ჰენრი?

 -ელენი და ნიკი.

 -ჯანდაბა არ მითხრა რომ მათთან შესახვედრად წამომათრიე ასე ადრე სკოლასთან

 -არ შეგიძლია მამა დამიძახო? უცნაურად ვგრძნობ თავს, ადრე სახელით არასოდეს მომმართავდი ახლა კი მამას ვერავინ გათქმევინებს

 -ასე მირჩევნია

 -როგორც გინდა

ტელეფონი ამოვიღე ვიფიქრე ვინმეს მივწერდი დროის გასაყვანად და იმ გოგოს, ელენის ინსტაგრამი გადავჩხრიკე. ლამაზია და თან კარგი ტუჩები აქვს, ჩვენ სკოლაში ამდენი ტატუ არავის აქვს და საერთოდ, მგონი არც არავის აქვს ტატუ. ნიძლავს დავდებ ქალიშვილიც არ იქნება.

 -ტელეფონი გადადე და გადმოდი ახლოს არიან.-ფანჯარაზე მომიკაკუნა გარედან ჰენრიმ, ღმერთო ეს კაცი ჩემი სიკვდილის მიზეზი იქნება.

 -თუ გაიწევი ალბათ გადმოვალ

მომწონს როცა ვაღიზიანებ, ფაქტიურად სამაგიეროს ვუხდი.

 -გაუღიმე და მიესალმე,არანაირი მწარე სიტყვები როგორც გჩვევია დედაშენივით.

 -მე მამას ვგავარ - ვითომ ხალისით წამოვიძახე

 -და თან ხელის ჩამორთმევა და დიპლომატიური ღიმილი საკმარისი იქნება არა?-ცანცარით გადავირბინე ცალმხრივ გზაზე და ამდენ ცანცარში ვერც კი შევამჩნიე როგორ დამეჯახა მანქანა :)

 -რა ჯანდაბაა! გზაზე არ უნდა გაიხედო სანამ გადახვალ? -ყვირილით გადმოვიდა ვიღაც მაგრამ მაგრად მეკიდა-კიდევ კარგი ვაჩერებდი თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა. კარგად ხარ? გაიარე! ან არ ვიცი...სუნთქვა ხომ არ გიჭირს

 -ღმერთო ასეთი რა დავაშავე! ისედაც სისხლისგან ვიცლები და ახლა ამის ჩხუბს უნდა ვუსმინო! კარგად ვარ! ცოცხალი ვარ! გააგრძელე გზა ხო ხედავ სიარული შემიძლია რა გინდა ხტუნვა და ცეკვა დავიწყო იმის დასადასტურებლად რომ კარგად ვარ?

 -სისხლისგან იცლები? სისხლდენა გაქვს? სად? რანაირად?

 -ხო სისხლდენა მაქვს ფეხებს შორის, რანაირად და ქალი რო გახდები გაიგებ-თვალები გადავატრიალე და შევამჩნიე რომ მამაჩემი ვიღაცას ელაპარაკება... ვიღაც გოგოს ვინც იმ მანქანასთან დგას. ღმერთო სათვალის ტარება უნდა დავიწყო.


-----------------

მოკლ ედ ხალხო ეს არის ახალი თავი დანარჩენის დაწერაც მინდოდა მარა აი მართლა ძაან მეზარება :დდ ვინმეს თუ კარგი იდეები გაქვთ მომწერეთ და გავითვალისწინებ...ან არა... ნუთქვენ სცადეთ და ვნახოთ რაა :დდ

Weird...Where stories live. Discover now