Untitled Part 7

269 12 13
                                    


მაღალ ქუსლებზე შემდგარი ლამაზმანი ჩემ წამოყენებას შეეცადა მაგრამ მისი გამოწვდილი ხელი თავიდან ავირიდე და ჩემით ავდექი.

გაწვიმდა.აი ისე ტროპიკულ ქვეყნებში რომ იცის უცებ დაასხა წვიმამ და რამდენიმე წუთში გუბეები დააყენა.

როგორც კი წამოვდექი სკოლისკენ წავედი, ფეხი რო არ მტკიოდეს გავიქცეოდი ალბათ მაგრამ ნაბიჯის გადადგმასაც ძლივს ვახერხებ რომ არ ჩავიკეცო.

როგორც წესი ტკივილის ატანა არ მიჭირს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აქტიური ცხოვრების წესი მქონდა და რა თქმა უნდა არა ისე როგორც სხვები მაგრამ ჩემთვის დღიური ვარჯიშის რუტინა 3 საათი ეზოში ფეხბურთის თამაში იყო და თუ არსად მეჩქარებოდა პარკური საუკეთესო იყო დროის გასაყვანად და გასართობად.

თუმცა ახლა პანიკა მაქვს და მთლიანად ვკანკალებ. აზრზე არ ვარ სკოლისკენ რატომ მივდივარ მაგრამ მთავარია ახლა სადმე მარტო ვიყო და დავმშვიდდე. როგორც კი სკოლაში შევედი მეორე გასასვლელიდან გავედი და იმ პარკში შევიყუჟე სადაც სკოლის მწეველი სასტავი იკრიბება ხოლმე მაგრამ ახლა არავინ ზის, ალბათ იმიტომ რომ ჯერ ძალიან ადრეა.მთლიანად ვკანკალებ. სიგარეტი ამოვიღე და კანკალის გამო დამივარდა დავიხედე და მთლიანად სველი იყო. როგორც აღმოჩნდა ბოლო ღერი იყო ავიღე და ნაგავში მოვისროლე. საფულე ჩანთასთან ერთად მანქანაში დამრჩა მაგრამ ახლა უკან მიბრუნების ხასიათზე ნამდვილად არ ვარ. დრამატულად ჩამოვჯექი გრძელ სკამზე.

 ვიღაცამ გვერდიდან სიარეტი მომაწოდა მაგრამ არც შემიხედავს ისე გამოვართვი და ძლივს მოვუკიდე. 

 -გცივა? - ალბათ ბევრს ეწევა, ოდნავ ბოხი გოგოს ხმაა, ნაცნობი მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არასდროს შევხვედრივარ... 

 -არა - გამოწვდილ ჟაკეტს თვალი შევავლე და გვერდით გავიწიე ისე რომ დასაჯდომად ადგილი ჰქონოდა. 

 თავის სიგარეტს მოუკიდა. ღმერთო ამ გოგოს თითებიც კი ტატუებით აქვს სავსე.

  -შეგეშინდა? - ოდნავ ირონიული ტონით მკითხა

 -ხო რავიცი ყოველ დღე არ მეჯახება მანქანა 

 ხელი ხელზე დამადო და ოდნავ მომიჭირა. ვიგრძენი როგორ მომიდუნდა ყველაფერი და აღარ ვკანკალებდი.

Weird...Where stories live. Discover now