გამარჯობა,მე ლუსი ირვინი ვარ,22 წლის-ვცხოვრობ უფროს ძმასთან-ეშტონთან და მის საუკეთესო მეგობრებთან-ლუკთან,მაიკლთან და კალუმთან ერთად
სიმართლე რომ გითხრათ,ჩემი ბავშვობა არაფრით იყო სხვებისგან გამორჩეული-მშობლების გამუდმებული ჩხუბი და მუდმივი აურზაური-ამის გაძლება ძალიან მიჭირდა,მაგრამ საბედნიეროდ გვერდით ჩემი საყვარელი ძამიკო მყავდა-სწორედ ის დამეხმარა ყველაფრის გადატანაში-როცა სრულწლოვანი გავხდი,მასთან ერთად სახლიდან გავიქეცი და გადავწყვიტე აქ გადმოვსულიყავი
ჩემს ოთახში ვიყავი და დაძინებას ვცდილობდი,მაგრამ უეცრად კარი გაიღო,ოთახში ეშტონმა შემოჰყო თავი და ჩურჩულით მკითხა:
-ლუსი,საყვარელო,შეიძლება შემოვიდე?
როგორც კი მისი ხმა გავიგე,თავი ნელ-ნელა წამოვყავი,თვალები მუშტებით მოვისრისე,ჩუმად დავამთქნარე და ვუთხარი:
-შემოდი,ეშ
ეშტონი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო,როცა მჭირდებოდა-მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ძმაა და ჩემზე ყოველთვის ისე ზრუნავდა,როგორც ეს უფროს ძმებს სჩვევიათ-მას შემდეგ,რაც ნაძირალა მამაჩვენი ჩვენი ცხოვრებიდან წავიდა,ეშტონი მე,ლორენს,ჰარის და დედას გვერდიდან არ მოგვშორებია
დიდხანს ვიჯექი ისე,რომ არაფერი მითქვამს-ვცდილობდი აცრემლებული თვალები დამემალა,მაგრამ არაფერი გამომივიდა-მაშინვე შემომხედა და ღიმილით მკითხა:
-ჰეი,რატომ ტირის ჩემი ლამაზი დაიკო? ყველაფერი რიგზეა?
-ეშ
-გისმენ,ჩემო ლამაზო-რაშია საქმე? შემიძლია შენი დახმარება?-ცნობისმოყვარე გამომეტყველებით მკითხა და ფართოდ გამიღიმა
-დედა ძალიან მენატრება-შეგიძლია დაურეკო და სთხოვო,რომ ჩვენს სანახავად ჩამოვიდეს?-თითქმის ჩახლეჩილი ხმით ვკითხე და ნერვიულად ჩავახველე-მას კი გაეღიმა,შუბლზე მაკოცა და მითხრა:
