💙

155 30 15
                                    

პიანისტი.
არსებობდა ადამიანი, ადამიანი თეთრი კანით, გრძელი ლამაზი თითებითა და შავი, კუპირსფერი თვალებით.
მან ბევრად მეტი იცოდა ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ.
მისთვის არსებობდა ერთი, მუსიკა.
ყოველ დღე, დანგრეულ შენობაში მიდიოდა, მარტოდ მარტო იკეტებოდა და უკრავდა. უცნაური იცით რა იყო? სწორედ იმ ფანჯრის რაფაზე ბიჭს მტრედები ხვდებოდნენ და მის მუსიკას გაფაციცებით უსმენდნენ.
აი სწორედ ეს იყო.
ნიჭიერ ყმაწვილს მხოლოდ მტრედებიღა თუ უსმენდნენ. მასაც ყოველდღე დაჰქონდა მისი მსმენელებისთვის საკენკი, შემდეგ კი ოთახში შედიოდა და დაკვრას იწყებდა.
წამით არ იფიქროთ რომ მტრედები ჭამის შემდეგ სადმე მიდიოდნენ, პირიქით, ცდილობდნენ გამომავალი ხმისთვის უკეთესად მოესმინათ.
ექვსი მტრედი იყო...
ექვსი ქათქათა ლამაზი მტრედი. იქიდან მხოლოდ ერთი იყო განსხვავებული, თვალთან შავი ლაქით.
ადამიანებო, შეგრცხვეთ!
ნიჭიერ ყმაწვილს არავინ უსმენდა, არავის აინტერესებდა მისი ნიჭი.
მუსიკებს თვითონაც წერდა, მაგრამ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მაინც ყველას ერჩივნა.
ღამითაც მოდიოდა.
ღამით კი მთვარე უსმენდა, ექვსი მტრედიც იქ იყო.

როგორ სურს ყმაწვილს სასწრაფოდ გაეცალოს ქალაქს, როგორ სურს სამუდამოდ დაუკრას...
ბიჭი არა და არ წყვეტდა მუსიკის წერას... ყოველ დღე დადიოდა, უკრავდა... წერდა... მტრედებიც უსმენდნენ.

        17 ივლისი, ოთხშაბათი
ყმაწვილი ნელნელა მიუახლოვდა დანიშნულების ადგილს, საკენკი დაყარა  და შიგნით შევიდა, ნოტები დაიწყო და თითები კლავიშებზე დაასვენა.
ფრთების შრიალის ხმა გაისმა და ფანჯრის რაფაზე მტრედები დაფრინდნენ, კვლავ ექვსი მტრედი იყო. ბიჭს ყველა ძალიან უყვარდა მაგრამ მისთვის განსაკუთრებული შავ ლაქიანი მტრედი იყო. ის არასდროს ჭამდა თავისას, სხვებს უთმობდა. როცა სხვები მიდიოდნენ, ის კვლავ იქ იჯდა და ბიჭს ელოდა, სულ იქ იყო.

          18 ივლისი ხუთშაბათი
ბიჭი კვლავ ფორტეპიანოსთან დაჯდა შავლაქიანი კი იქ ელოდა.
იფიქრა... იფიქრა...
მტრედს სახელი დაარქვა
შავ ლაქიანი.
შავ ლაქიანი დაარქვა.
რა უნდა გაეკეთებინა?
გუსტავს ხომ არ დაარქმევდა ან ლუკასს?
შავ ლაქიანს დავუძახებო იფიქრა და "მთვარის სონატა"-ს დაკვრა დაიწყო, მისი საყვარელი ნაწარმოების...
მალე მოფრინდნენ თეთრი მტრედებიც და შავ ლაქიანისგან მოშორებით დაიკავეს ადგილი. შავ ლაქიანი დიდად არ ეხატებოდათ გულზე, ალბათ იმ შავი ლაქის გამო...

            19 ივლისი პარასკევი
უცნაურმა თეთრმა მტრედმა, ბარტყებს საჭმელი მიაწოდა და მუსიკის გაგონების თანავე გამოფრინდა, ტყეები გადაიფრინა... ველები...
უცებ თოფის გამაყრუებელი ხმა გაისმა... ლამაზი, შავ ლაქიანი მტრედი ძირს დაენარცხა.. მოკვდა...
ულვაშებიანმა ბებერმა კაცმა ბოროტულად ჩაიღიმა და ადგილი დატოვა...
ბიჭი ადგილზე მივიდა და თვალში ვიღაც დააკლდა.
ბიჭუნას შეეშინდა იფიქრა, დავუკრავ და მოვაო მაგრამ ამაოდ, მუსიკა დაუკრა, მაგრამ მტრედი არსად ჩანდა, რაფასთან ადგილი მხოლოდ ხუთმა მტრედმა დაიკავა.
ბიჭმა იტირა.
რა დროს მისი ტირილი იყო?!
ის ხომ უკვე 22 წლისაა...
მაგრამ დააკლდებოდა...
დააკლდებოდა პატარა, ლამაზი თეთრი მტრედი შავი ლაქით.
უკრავდა...
სევდიან მუსიკას უკრავდა...
უცებ ნაბიჯების ხმა გაიგო...
ოთახში გოგონა შემოვიდა
თეთრი, ქათქათა კაბით და ასევე თეთრი კანით.
მთლიანად თეთრი იყო, ქერა, ლამაზი თმა ჰქონდა თმაზე კი შავი ბანტი დაესკუპებინა.
-გამარჯობათ.
თქვა გოგონამ, ლამაზი წრიპინა ხმით
-გამარჯობა. შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
-დიახ მე უბრალოდ დაკვრის სწავლა მინდა.
უთხრა გოგონამ.
ყმაწვილმა ჯერ გაიკვირვა, მერე კი დაჯდომა შესთავაზა.
გოგონა მას მიუახლოვდა და მის გვერდზე, სკამზე დასკუპდა.
-ხელი მომეცით
უთხრა ყმაწვილმა და გოგონას ხელი თავისაში დაიჭირა ჯერ ერთ კლავიშს დააწვა, მერე მეორეს, მესამეს, მეოთხეს...
ასე პატარა მელოდია შედგა.
-ახლა თვითონ სცადე გოგონა.
უთხრა ბიჭმა და მისი სკამი გოგონას დაუთმო, გოგონაც ჩამოჯდა და დაკვრა დაიწყო.
ძალიან კარგად უკრავდა გოგონა.

შენობიდან შუა ღამემდე ისმოდა მუსიკა, მალე გოგონა იქიდან უკვალოდ გაქრა
ბიჭს კი უკვირდა მსგავსება...
მსგავსება შავლაქიანსა და გოგონას შორის...
💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜
იმედია მოგეწონათ. ❤❤

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 18, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

პიანისტი(oneshot)Where stories live. Discover now