[7] My Own Demon

96 8 5
                                    



მუზა.. როგორი აბსტრაქტული ფენომენია ზოგისთვის.. აი ხელოვანისთვის კი სრულიად რეალური, ხორცშესხმული, ხილული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადამიანური.

"მართლა, მელ? კიდევ რამდენ ხანს უნდა დამაიგნორო? მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დედააფეთქებულ მუზაზე ხმა ამოვიღე? თავადაც იცი, რომ თავს იტყუებ."

"იქნებ თქვენ ცდილობთ ჩემს მოტყუებას?" მხრებს იჩეჩს გოგონა, ნამჯუნის მტევნიდან სწრაფად ითავისუფლებს ხელს და ძმისკენ გახედვის გარეშე უჩინარდება სამზარეულოში.

ბიჭიც  არ ახანებს და განრისხებული მიჰყვება უკან.

"და რა გგონია? რისთვის ეჭიდები ამ სისულელეს? თავი განსაკუთრებული გგონია რადგან გიჟების მსგავსად გეჩვენება რაღაცები? თავი საოცარი მწერალი გგონია? ვის რაში სჭირდება შენი ნაწერები მელ? ვის რაში დასჭირდები, როცა სრულიად დაკარგავ გონებას? ყველა დაგივიწყებს, გესმის? ყველ-"

ბიჭს სიტყვას ლოყის წვა აწყვეტინებს. გაოცებული, თვალებდაჭყეტილი აკვირდება წინ მდგომ, აკანკალებულ გოგონას, რომლის თვალებიც მთელი დედამიწის ემოციებს იტევდა იმ წამს, რომლის მწვანე გუგებიც სხვადასხვაფერ გრძნობად ბრწყინავდა და თითქოს ომს უცხადებდა ცხოვრებას და ადამიანებს.

"არ გაქვს ამის უფლება" ნამჯუნის გასაკვირად, მელის ტონი წყნარი იყო, ზედმეტად წყნარი, აი ისეთი, შიშის ჟრუანტელს რომ მოგგვრის და უკან დაგახევინებს დაუფიქრებლად. ყველაფერს ელოდა ბიჭი, ყვირილს, ტირილს, რტყმას, ჭურჭლის მსხვრევას, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ ემოციებით გაჟღენთილი ხმა და გრძნობების ფერებად აციმციმებული გუგები შერჩებოდა საბოლოოდ. "არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო, როცა არც არასდროს ყოფილხარ ჩემს გვერდით. ხელის კვრა გსურს? დაე გააკეთე ეს! მაგრამ აქვე და ახლავე. არც ჩემს მუზაზე და არც წერაზე არაფრის თქმის უფლება გაქვს, არ შეგიძლია მოულოდნელად გამოჩნდე და ძმის როლი მოირგო, საკუთარ თავს ოჯახი უწოდო, დედაჩვენის მიმართ პატივისცემა მომთხოვო.. რადგან როცა ოჯახი მჭირდებოდა, სწორედ მაშინ მკარით ხელი, როცა გვერდში დგომა და საყრდენი მჭირდებოდა, მხოლოდ მუზა და კალამი გამაჩნდა. მხოლოდ მათ არ მიმატოვეს, გესმის? აქამდე ძალიან კარგად გამოგდიოდა ჩემი დაიგნორება და ისე ცხოვრება, თითქოს არც ვარსებობდი, უბრალოდ გააგრძელე ამის კეთება, რადგან ახლა ნამდვილად აღარ მჭირდები. არც ერთი მჭირდებით."

The museWhere stories live. Discover now