სიყვარული ჩვენია

52 5 4
                                    

ყველგან წვიმს და სველდება ქალაქი
ჩვენი ცრემლები, ეს გალავანი
ხის ფოთლები ჩუმ სიოში,
ავარდნილ ჰაერსა და ნამიან ბალახში.
ჩვენგან შორს კი მზე იმალება,
ზურგს გვაქცევს, სახე ეჭმუხნება,
ცდილობს დაიძინოს, თან გვებუტება
თითქოს ვაწყენინეთ, ყველას ენდურება.
წვიმის წვეთი და ცრემლი კანს ფარავს,
ხმაური ამინდში, ცრემლი ეცემა,
თვალებს ვხუჭავ და დარი არსად ჩანს,
გული მიგრძნობს, რომ წვიმა შეწყდება.
თვალებს ვახელ და სხივი ხელს მიქნევს,
სინათლეს ვეჭიდები და თან მივყავარ,
სინათლე მიკრებს გაფანტულ ფიქრებს,
ვთბები და ვგრძნობ თუ როგორ მიყვარხარ!

-ნინა

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 01, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარული ჩვენიაWhere stories live. Discover now