ნაწილი მეოთხე

175 15 17
                                    

კარის ზღურბლს გასცდა თუ არა სუფთა, გაყინული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და შავი ქურთუკი მჭიდროდ შემოიჭირა ტანზე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

კარის ზღურბლს გასცდა თუ არა სუფთა, გაყინული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და შავი ქურთუკი მჭიდროდ შემოიჭირა ტანზე. კიდევ ერთხელ გაწერეს საავადმყოფოდან, მისთვის უკვე ნაცნობი გახდა იქ მომუშავე პერსონალის მონოტორული, "ბედნიერი" დამშვიდობება. ეცინებოდა როცა ჯანმრთელობას უსურვებდნენ, რადგან იცოდა მაქსიმუმ 2 თვე და ისევ ამ თეთრ კედლებსა და ხელოვნურ ხალხს დაუბრუნდებოდა. გოგონასგან განსხვავებით მის გვერდით მდგარი ბიჭი ბედნიერად გამოიყურებოდა... უხაროდა, რომ ოლივია გააღწევდა ამ თითქოს უემოციო, ცივი საავადმყოფოს კედლებიდან და გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ დაბრუნება არც არასდროს მოუწევდა.
- წავიდეთ? - ჰკითხა გოგონას ღიმილით.
- მაინც ვერ ვხვდები ასეთი გახარებული რატომ ხარ. - თვალები მობეზრებულად აატრიალა.
- ჯანდაბა რათქმაუნდა გახარებული ვარ, ყოველდღე გწერენ საავადმყოფოდან?
- ფაქტობრივად კი. - ადრიანმა თავი გააქნია, მაგრამ საბოლოოდ სიცილი ვერცერთმა შეიკავა, სიცილი - ეს ხომ ერთადერთია რაც გვეხმარება თავი დავიძვრინოთ სასტიკი რეალობისგან.
- ექიმო ჰარვერ 59-ე პალატაში გიძახებენ. - 50 წლამდე შავკანიანი ექთანი სირბილით გამოვარდა საავადმყოფოდან და ორ ზრდასრულს ბავშვური დიალოგი გააწყვეტინა.
- ოლივია მე... ბოდიში უნდა წავიდე, მალე დავბრუნდები...- ადრიანი ანერვიულებული მიუტრიალდა გოგოს, რომელსაც წარბიც არ შეუხრია ისე უთხრა, რომ წასულიყო, თავად კი მოსაცდელში დაელოდებოდა.
- საუკეთესო ხარ. - სწრაფად გადაეხვია ბიჭი და ცარიელ დერეფანში ექთანთან ერთად გაუჩინარდა.
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, არ იყო წუწუნს მიჩვეული, თორემ ნამდვილად ეტყოდა მეგობარს იმაზე, რომ წამლების დღიური დოზა თან არ ჰქონდა, ვირუსი კი ჯერ ბოლომდე ვერ მოეშორებინა და მისი იმუნიტეტის "წყალობით" დაახლოებით ნახევარ საათში შეტევა ექნებოდა. თავი გააქნია, ჩანთიდან სახატავი ბლოკნოტი და უბრალო ფანქარი ამოიღო და თეთრი ფურცლის ზედაპირზე ხელის ნელი მოძრაობით დაიწყო შტრიხების გავლება. თითქოს ხელი კი არ მართავდა ფანქარს, არამედ ფანქარი აჩვენებდა მიმართულებას ხელს...

Alone...Where stories live. Discover now