Mikrokosmos

1.1K 92 33
                                    

You got me

-მეგონა მოკვდი, - ფრუტუნით წარმოთქვა სიტყვები, მობილური ყურსა და მხარს შორის მოიქცია და ფეხსაცმლის თასმების შეკვრა განაგრძნო.

-მხოლოდ შენს შემდეგ, - მის სიტყვებს ჩაცინება მოყვა და გაიგონა, როგორ აშრიალდა რაღაც მობილურის მეორე მხრიდან. - დავლიოთ?

-ამდენი ხნის შემდეგ, დილის ათ საათზე მირეკავ და პირველად რასაც მთავაზობ, დალევაა? - ფეხსაცმლის თასმების შეკვრას მორჩა და ჩანთას დასწვდა, სახლის გასაღებთან ერთად.

-ხო და დარწმუნებული ვარ, დამთანხმდები კიდეც. - როცა ყურმილის მეორე მხრიდან არაფერი ესმის, ისევ აგრძელებს საუბარს. - რა, არა?

-არა, რადგან უამრავი საქმე მაქვს და შენსავით ცეკვა-სიმღერისთვის არ მცალია, - რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ იღებს პასუხებს.

-ეგ ცეკვა-სიმღერა, ჩემი პროფესიაა, ცნობისთვის, - ბურტყუნით პასუხოობს, თითქოს გაიბუტა კიდეც, ასეთ პასუხზე. - და ნუ ჟმოტობ, ამ საღამოსთვის დავლიოთ.

-როდის მერე გიშვებს ბიგ ჰიტი ასე თავისუფლად სადმე?

-ჩვენს რესტორანში შევხვდეთ, როგორც ყოველთვის, ათ საათზე. - მაინც თავისას აგრძელებს და საერთოდ არ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ყურმილის მეორე მხრიდან მობეზრებულ ოხრას იღებს.

-ჯონ ჯონგუკ... - სიტყვების გაგრძელებაც კი არ დასცალდა, ისე გააწყვეტინა საუბარი.

-რეპეტიციაზე მაგვიანდება, უნდა წავიდე, - კიდევ ერთხელ გაისმა ყურმილში ყრუ შრიალი, თითქოს ახლა ემზადება წასასველადო. - იცოდე, რესტორანში დამხვდი, თორე სახლში მოგაკითხავ და მანდ გამოვთვრები. - მობილური პასუხგაუცემლად გათიშა და გოგონამაც ყურიდან მოიცილა აპარატი.

თავი მობეზრებით გააქნია, კარი გასაღებით გადაკეტა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ავტობუსების გაჩერებისკენ, კიდევ ერთ ლექციაზე რომ არ დაეგვეანებია.

Mikrokosmos - J.JK. 🍂Where stories live. Discover now