1თავი "გიჟური დღე"

39 5 2
                                    

ბობი-ახლა ამას თუ არ ეღვიძა გავგიჟდები..სულ ამ მძინარას გამო ვაგვიანებთ სკოლაში..
ბობიმ გააღო შუგას საძინებლის კარები და ხედავს მდივანზე კოხტად დაწოლილ შუგას.
ბობი-ნეტა სიზმრებში ისეთ უცნაურ რაღაცეებს ხედავს რაც თვითონაა რეალურ ცხოვრებაში?
ჩაიხითხითა ჩუმად. შემდეგ ბოროტი აზრი მოუვიდა თავში და ჩუმად გაიძურწა ოთახიდან. ზოტახანში ისევ შევიდა ოთახში მოამზადა ტაფები და დაუწყო ტაფების ერთმანეთზე რტყმა😂
ბობი- გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო სკოლაში დავაგვიანეებთ~ გაიღვიძეე~
შუგა- ამან ხო მომკლა რა თავისი ნაგლი აზრებით ყოველდღე რა. გაიფიქრა შუგამ და წამოდგა.
შუგა- ახლა აქედან სამ წამში გამასწარი სანამ ეგ ტაფები თავში არ გირტყი. 1....2...
ბობი- კარგი კარგი ბოდიში წავალ.
გაიძურწა ისევ ოთახიდან და როგორც იქნა შუგამ ამოისუნთქა
შუგა- აბა, ისევ იგივე მოსაწყენი დღეც დაიწყო..
ამოიოხრა და წამოდგა ფეხზე. ჩაიცვა ისე როგორც ყოველთვის ჩვევოდა: შავი ჯინსი, კეტები და ჰუდი. ჩანთა ჩაალაგა და დაბლა ჩავიდა, თავის ნერვების მომშლელ ძმასთან.
ბობი- აბა დღეს რა მოგართვათ ბატონო ძმაო?
შუგა-ერთი შენი ტვინის გემო მაინტერესებს და მეორე ბუს კვერცხების.
ბობი- ახლავე მოგიმზადებთ!
გაიცინეს ორივემ. შემდეგ ისაუზმეს და სკოლაში მიმავალ გზას გაუყვნენ.
6 აუტანელი საათის შემდეგ
შუგა- ააჰ მზის სხივები~
ხელები მზისკენ გაიშვირა.
ბობი-*ამან  მართლა ბუს კვერცხები ჭამა თუ მე არ ვარ სრულ ჭკუაზე?* გაიფიქრა ბობიმ.
ორივე დაბრუნდნენ სახლში. გამოიცვალეს იმეცადინეს, ჭამეს და დაიძინეს. ასე გადიოდა დღეები,კვირეები, თვეები, წლები...და აი დადგა დღე ბოლოზარისა.
ბობი- წამოხვალ!
შუგა-არწამოვალ!
ბობი-შამოხვალ მეთქი!
შუგა-არწამოვალ თქო!
ბობი-ნუ მეწინააღმდეგები წამოხვალ და მორჩა!
შუგა-არ მიყვარს ასეთი რაღაცეები შენც ხომ კარგად იცი?
ბობი- კარგი ჯანდაბას იყავი მარტო სახლში. მე წავალ.
შუგა- კარგი წადი. იცოდე წამითაც არ დააგვიანო თორე...
ბობი-კარგი კარგი ნუ ნერვიულობ არ დავაგვიანებ.
გაემზადა ბობი და წავიდა ბანკეტზე მარტო.
Suga Pov
იმედია არ დაშავდება..
იქნებ უნდა გავყოლოდი?..არა! ის უკვე დიდია და თავს თვითონ დაიცავს! მაგრამ მაინც ხომ პატარა? აააჰ! ეს აზრები უკვე ნერვებს მიშლის! მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს!
ასე ნერვიულობაში შუგას ნელნელა ჩაეძინა სახლის ფანჯარასთან ლოდინით..
2საათის შემდეგ
შუგას გაეღვიძა..ჯერ ვერ მიხვდა სად იყო, რა ხდებოდა..მაგრამ მერე საათს შეხედა და უკვე 12 იყო დაწყებული. ძალიან აფორიაქდა და მაშინვე ბობის დაურეკა..
ბობი- ალიოო~
შუგა-ალიო კიარა თავში ქვა არ გთხარო. სად დაეთრევი ამდენი ხანი? ახლავე სახლში წამოდი თორემ მე მოგაკითხავ და მერე ნახავ რაც მოხდება!
ბობი- ბოდიში ძმაო! ცოტა ალკოჰოლი დავლიე და პატარათი დავთვერი,სხვა არაფერი. იცინოდა ბობი.
შუგა- ახლავე სახლში მოდი. ახლავე!!
ტელეფონმა გათიშა...
20 წუთის შემდეგ, კარებზე კაკუნის ხმაა.
შუგამ კარები გააღო და დაინახა მაგარი მთვრალი ბობი.რაღაცეებს ბოდავდა.
შუგამ წაიყვანა თავის საწოლამდე. დააწვინა და ბობიმ მაშინვე დაიძინა.
შუგა-შენ ხვალ დამაცადე,დამაცადე..

დაკარგული სხვა სამყაროშიWhere stories live. Discover now