თავი 2

286 24 18
                                    

გარეგნულად ვერაფერს ვერ შეატყობდით, მაგრამ ბიჭის გული ისტერიულად კიოდა და საკნის კედლობს გამალებით ეხეთქებოდა, იქიდან გამოსვლას ლამობდა. მეტისმეტი აღმოჩნდა ახალგაზრდისათვის დანაშაულის ადგილიდან არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის გატაცება. ყველაზე მეტად კი რაც აწუხებდა, უსუფთაობის სუნი იყო ამ საქმეში.

ასე ხდებოდა მაშინ როდესაც კიმის ზრახვები არ ემთხვეოდა მის სურვილებს. გოგონა ბუხრის წინ დაესვა, მის პირდაპირ დივანზე მოკალათებულიყო და ბავშვს შეჰყურებდა. თითქოს მონადირის როლი სრულად შეეთავსებინა და სახლში მოტანილ ნადავლს უფიქრებს რა მოუხერხოსო.

ეს ის დღე იყო როდესაც მის გეგმებს არ უარსებიათ, ის დღე როდესაც ვოლმუნდი კაშკაშებდა ცაზე და თითქოს გოგონას შემყურე მოქმედებას იწყებდა მასზე. მოთმინებით ნაკლებად გამოირჩეოდა ბატონი კიმი, ელოდებოდა გოგონას დაფეთებულ სახეს როდესაც გამოიღვიძებდა, მაგრამ ახლა მხოლოდ თვალებით ცდილობდა მის შესწავლას, ნამუსი კი სრულებით დაეკარგა როდესაც მისი ატირებული სახის დანახვაზე ოცნებობდა. ბოლომდე უნდოდა შეეთვისებინა უმანკოება რომელიც ახლა კიმის წინ იწვა და ამავდროულად მისგან ყველაზე შორს იყო. კიმ თეჰიონი და უმანკოება ერთ ოთახში. გაგეცინებოდათ ახლა რომ იცოდეთ რას წარმოადგენს.

ფიქრებში ჩამხრჩვალი ვერც კი მიხვდა როგორ გაახილა თვალები უმანკომ და გარემოს დათვალიერება დაიწყო, ბოლოს კი როდესაც კიმის სახეს წააწყდა საბოოლოოდ იფიქრა ან მოვკვდი ან შევიშალეო. უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში "რატომ ვარ აქ" რა მოუვიდათ მის მშობლებს ან რატომ აკვირდებოდა ეს ტიპი გაგიჟებით ახალგაღვიძებულს. ამდენი კითხვებიდან კი მხოლოს ესღა არმოხდა საბრალოს პირიდან.

- წყალი!

თეჰიონმა იქვე მდგომი გრაფინიდან წყალი ჩამოასხა და გოგონას გაუწოდა ისე, რომ ერთხელაც არ მოუშორებია მისთვის თვალი.
უფროსის ფიქრები არ გამართლდა, ვერ დაკმაყოფილდა გოგონას დაფეთებული სახით და ახლა უფრო მოუნდა თავსატეხის ამოხსნა. გოგონას აშფოთებდა ბიჭის უხეში ნაკვთების განლაგება და სრულყოფილება ერთ სხეულში, რომელიც თითქოს სიბოროტით უყურებდა. თავის ძმასაც კი ახსენებდა რომელიც გოგონას საწამებლად ახალ მეთოდს იფიქრებდა. ამის გააზრება საკმარისი იყო რომ გოგონა წამოხტა და პირდაპირ გასასვლელ კარებს ეძგერა. ისე მოჩანდა კიმის უზარმაზარ სახლში, როგორც ერთი პატარა ლიფსიტა ოკეანეში.

ვოლმუნდის ღამესWhere stories live. Discover now