თავი 9

135 12 17
                                    


-თეჰიონნ?

მგონი ჯერ კიდევ ზმანებაშია.

-გაიღვიძე? - მგონი იღიმის, თვალები კი არ უჩანს რადგან თმები სულ ჩამოფხატვია.

ბიჭს ხელს ჰკიდებს, ამოწმებს რეალურია თუ არა.
ხელს პირდაპირ გულ-მკერდზე ადებს, შეხსნილი პიჯაკის გამო კი უფროსის მხურვალებას გრძნობს. თეჰიონი ცივი ხელის შეხებისას ალბათ თვალებსაც ხუჭავს.

-აბა, ნამდვილი ვარ?

იბნევა, საოცრად ბედნიერია, აშკარაა რომ ახლა თეჰიონის მაგივრად თავისი ძმა ან მამამისი რომ ენახა, სულაც არ გაახარებდა ასე.

ტყავის სავარძელს ცალი ხელით ეჭიდება და წინ გადაძრომას ცდილობს. თეჰიონი კი მეორე მკლავში ხელს აშველებს რომ არაფერი მოიწიოს. საბოლოოდ ჩაბნელებულ გზას ხედავს რომელსაც ბოლო არ უჩანს.

-სად მივდივართ?

-სახლში...

მალე ჭკუიდან შეიშლება...

-რომელ სახლში თეჰიონ! - უკვე ხმა უკანკალებს.

-სხვა ქალაქში გადავდივართ ედლი. - სულ ცოტახნით დაგტოვე, შენ კიდევ ისტერიკები მოგიწყვია.

-მეგონა რომ...

-არა საყვარელო თეჰიონი ასე ადვილად არ მოკვდება. - იღიმის და გოგონასკენ იყურება.

-წინ იყურე! - ციფერბლატს უყურებს და ტანში ჟრუანტელი ერთიანად უვლის. - და ნელა!

ალბათ არც კი დაკვირვებია რა სიჩქარით ატარებდა მანქანას.

-შენ კიდევ ღვედი შეიკარი!-თეჰიონიც არ აკლებს შენიშვნას, თუმცა უმცროსი უცბად
ემორჩილება და ღვედს წამებში იკრავს.

-რა მოუვიდა სახლს?

-დაიწვა, დარწმუნებული ვარ ახალი უფრო მოგეწონება, ბევრად უფრო მყუდროა!


* * *

ლორა ჯერ კიდევ არ წასულიყო სახლში, ელოდებოდა ბატონის მოსვლას, რომ თვალი სულ ცოტა, ორი წუთით მაინც შეევლო და სახლში გულმოდგინედ ეფანტაზიორა ბიჭის განიერი მხრების მოხვევაზე, ან თუნდაც თლილი თითების შეგრძნებაზე სახესა და ლავიწებზე.

ვოლმუნდის ღამესWhere stories live. Discover now