𝑯𝒐𝒔𝒆𝒐𝒌

331 54 29
                                    


13/01/2014

დროს ვამოწმებ, სამი საათია.
კარები იღება და ის შემოდის, ჩემი მომავალი.
გამარჯობა, ჰოსოკ.

17/01/2014

ჰოსოკი დაიკარგა, აქ არ არის.
სად ხარ ჰოსოკ?
მანიაკური ღიმილი ჩემს სახეს არ ტოვებს, ის მხოლოდ მაშინ იცვლის ფორმას როდესაც ჰოსოკს ხედავს.
ყველა ჩურჩულებს, ჩურჩულს არ წყვეტენ, შეშლილების ხმა მესმის. ჩურჩულებენ რომ ჩემი ჰოსოკი არ დაბრუნდება.
სად არის ჰოსოკი?

20/01/2014

ჩემი ჰოსოკი გამოჩნდა,
იუნგის ჰოსოკი გამოჩნდა.
ასე არ უნდა ავენერვიულებინე.
მან მწარე ყავა შეუკვეთა, როგორც ყოველთვის.
ჰოსოკი დუმდა..

25/01/2014

ჰოსოკი, ის.. ის იუნგის აღარ ნახულობს.
აღარ მოვიდა, არადა მისთვის ყავაც კი მოვამზადე.
ჰოსოკს ხომ ყავა უყვარს, ნუთუ რამე არასწორედ გავაკეთე?

29/01/2014

ჰოსოკი დაბრუნდა!
ვიღაც ბიჭთან ერთად, სქელი ტუჩები და თეთრი თმები ჰქონდა.
მძულს ის ბიჭი, ჩემს ჰოსოკს ხელზე ეფერებოდა და უღიმოდა!

მე მას ცხელი ყავა სახეში შევასხი, ჰოსოკ.. ის ახლა აღარაა ლამაზი ხო?
ჰოსოკი მეჩხუბა.
გული მეტკინა..

2/02/2014

ჰოსოკი გაქრა.
ნუთუ ეწყინა, იმ ბიჭს რომ ყავა შევასხი?.
ჰოსოკი მენატრება.

მე მის საპოვნელად წავედი.
მე ის ვნახე, ისევ იმ ბიჭთან იყო.
ბიჭს სახე დამწვარი ჰქონდა, ჰოსოკი მასთან რატომაა?
ის ხომ ასეთი მახინჯია.
ნუთუ ჰოსოკს მე არ ვყოფნი?

10/02/2014

ჰოსოკი მე მიყურებს.
რა ლამაზი თვალები აქვს.
ჰოსოკ, რა ლამაზი ხარ.
ვიღიმი, სადაცაა პირი გამეხევა ღიმილისგან.

ჰოსოკი კი ისევ მიყურებს.
თვალს არ მაშორებს, თუმცა არ იღიმის.

რატომ არ იღიმი ჰოსოკ?
ნუთუ ჩემს ხელში არსებული თავის გეშინია?..
ვიღიმი.. ვიღიმი..

ჰოსოკი კი ტირის.
ის ტირის.
ჰოსოკმა არ უნდა იტიროს, თუმცა მაინც ტირის.

ჰოსოკის თმებში თითებს ვაცურებ და თავს ძირს ვაწევინებ.
ჰოსოკი კანკალებს, თუმცა არ ცივა..
ჰოსოკ, ახლაც მოგწონს ის?
ვიღიმი და უფლებას ვაძლევ ბიჭის მომძვრალი თავი უფრო ახლოდან შეათვალიეროს.

- ჰოსოკ, ის ახლაც ლამაზია?! - ვღრიალებ და ჰოსოკს ვუყურებ.

ჰოსოკი დუმს..
ის ისევ დუმს.

მე კი ჰოსოკს სახეზე ვეფერები და ტუჩებზე ნაზად ვკოცნი.

რა გემრიელი ხარ ჰოსოკ.

31/12/2019

11:00 PM

სალამი ჰოსოკ,
შენ ცოცხალი ხარ.
მე კი ციხიდან გამოვედი.
არა, გამოვიქეცი.
ისინი შენგან შორს მამყოფებდნენ, მათ ჩვენი სიყვარულის არ სჯერათ.

შენ ხომ გჯერა?..
მითხარი, ხომ გჯერა ჩვენი სიყვარულის?!

შენ არ იღიმი.
ქალაქში უზარმაზარი ნაძვის ხის ძირში დგახარ და სახეზე არანაირი ემოცია არ გაქვს.

ჩემს გარეშე მოიწყინე ხო?.
ჰოსოკ, უნდა გაიღიმო.
დღეს ჩვენი დღეა.

12:00:00

ფეიერვერკების ხმა ისმის,
ახალი წელი დადგა.
ჰოსოკ.. უკვე ახალი წელია.

ერთად ავღნიშნეთ ეს დღე.
მიყვარხარ ჰოსოკ..
გესმის?. მიყვარხარ.

ჰოსოკს ვკოცნი, მის ცივ ტუჩებს შევიგრძნობ.

სახეზე ვეფერები და თმებს უკან ვუწევ, ჰოსოკი არ იღვიძებს.

ის დაიღალა.

ვეფერები,
შემდეგ კი პოლიციელები მოდიან,
ჰოსოკი ხელიდან გამომტაცეს.

მე მის სახელს ვყვირი, ჩემი ჰოსოკი.
როგორ ბედავთ მის ჩემგან წაყვანას!

ჰოსოკს საკაცურზე აწვენენ და რაღაც პარკში ახვევენ.

მე ჰოსოკს ვეღარ ვხედავ.
ჩემი ანგელოზის სახეს ვეღარ ვხედავ.

ის წაიყვანეს.
ვიღიმი.. ვიღიმი... ვიღიმი.
მე ხომ არაფერი დამიშავებია?
ასე რატომ მექცევიან.

ჩემს ჰოსოკს უბალოდ სძინავს,
ის დაიღალა.

დასასრული.

𝑯𝒐𝒔𝒆𝒐𝒌Where stories live. Discover now