Christmas Present

974 22 1
                                    

სწრაფად ვიცვამ შავ მოკლე ქვედაბოლოს, შემდეგ კი შავ გრძელ წინდებს. მუქ წითელ, გრძელმკლავიან მაისურს ვიღებ და ვიცვამ. საწოლთან მივდივარ და ვჯდები. შავ ქუსლიან ფეხსაცმელებსაც ვიცვამ და მაგიდასთან მივდივარ. მობილურს ჩანთაში ვაგდებ და ტყავის ქურთუკს ვიცვამ.

სახლიდან გამოსვლის შემდეგ ტაქსს ვაჩერებ და ჰარის სახლთან მივდივარ. მართალია, ზამთარია, მაგრამ თოვლი არაა. ამის გამო კი მოწყენილი ვარ.

შენობაში შევდივარ და ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ. კარი მალე იხსნება და მეც ლიფტში შევდივარ.

ბოლო სართულზე ავდივარ და ჰარის ბინის კარზე ვაკაკუნებ. კარს მალევე მიღებს და მიღიმის. მეცინება და ვეხუტები.

- პატარავ... _ ჩურჩულებს.
- მომენატრე _ მის ყელში სახეჩამალული ვბურტყუნებ.

ჰარის ეცინება და თავზე მკოცნის. მას ვშორდები და ორივე მისაღებში შევდივართ. ჩანთას დივანზე ვაგდებ და ქურთუკს ვიხდი.

როცა უკან ვტრიალდები, ჰარის ვამჩნევ, რომელიც თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. შემდეგ კი პირდაპირ თვალებში მიყურებს. ამის გამო ვწითლდები, მას კი ეღიმება.

ჩემთან მოდის და წელზე ხელს მკიდებს, თავისკენ ახლოს მიწევს და ჩემკენ იხრება. სახეზე ხელს მადებს და ლოყაზე მკოცნის, შემდეგ ტუჩის კუთხესთან და ბოლოს ტუჩებზე.

გული მიჩქარდება და ვგრძნობ ყველა კუნთი როგორ მიკანკალებს. ჰარის კი ეღიმება. სწრაფად მკოცნის, რის გამოც მსუბუქად ვკვნესი.
ჰარი კოცნას წყვეტს და თვალებში მომღიმარი სახით მიყურებს. მე კი ისევ ვწითლდები. დივანზე ჯდება, მე კი ხელით მანიშნებს, რომ გვერდით დავუჯდე. მეც მის სურვილს ვემორჩილები.

- ლამაზად გამოიყურები _ მეუბნება მოულოდნელად.

მას შევხედე. აი, ამ წამს კი "სიყვარულის თვალებით" მიყურებს. მეღიმება და თავს ვხრი.

IMAGINESWhere stories live. Discover now