Suspect

452 17 0
                                    

პოლიციასთან მანქანას ვაჩერებ და გარეთ სწრაფად გადავდივარ. ტელეფონში კიდევ ერთხელ ვამოწმებ საქმის ძირითად მასალას და პოლიციის განყოფილებაში შევდივარ. დეკერს ვესალმები, რომელიც მაშინვე ჩემთან მოვიდა, როგორც კი შიგნით შევედი.

- რა გვაქვს? _ მაშინვე ვეკითხები, როცა მის მომლოდინე სახეს ვხედავ.
- მკვლელობა ძარცვის მიზნით.
- ეჭვმიტანილები არიან?
- კონკრეტული არავინ. სავარაუდოდ ის ვიცით, რომ მაფიის ხელი ურევია ამ საქმეში.
- გასაგებია. გამოძიება კონკრეტულად რომელ მაფიოზზე ან ტრიადის წარმომადგენლზე ეჭვობს?
- რა თქმა უნდა, ლიამ პეინზე. ცნობილი მაფიოზია. ისიც კარგად იცი, რომ ვერაფერს უმტკიცებენ და ამის გამო ყველა საქმიდან სუფთად გამოდის.
- ხო... ეს კი საშინლად მაღიზიანებს. პირველ რიგში მას დავკითხავ. შენ დანარჩენს მიხედე.
- არის, ბოს.

შენობიდან გამოვდივარ და მანქანაში ვჯდები. მაღალი სიჩქარით "LP" კომპანიისკენ მივდივარ.

მანქანას ვაჩერებ და კომპანიაში შევდივარ. დაცვას ჩემი ნიშანი ვანახე, რის შედეგადაც დარწმუნდა, რომ არ უნდა შევეჩერებინე. ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ და ვიცდი. ცოტა ხანში შიგნით შევდივარ და ბოლო სართულზე ავდივარ. ლიფტის კარი იღება და გარეთ გამოვდივარ. დივანის წრიპინა ხმა მაინც ვერ მაჩერებს. კარს უხეშად ვაღებ და მთელი ძალით, დივანის ცხვირწინ ვკეტავ. პეინი მაგიდასთან ზის და საბუთებს ავსებს. რა თქმა უნდა, ჩემმა ასეთმა ქცევამ მისი ყურადღება მიიქცია. მასთან სწრაფად მივდივარ და მაგიდაზე ხელებს ძლიერად ვურტყამ, ოდნავ ვიხრები და მას მკვლელი მზერით ვუყურებ, რის გამოც მის სახეზე ცოტაოდენ შიშს ვხედავ.

- მისმინე, შე პატარა ნაბიჭვარო _ მშვიდად ვეუბნები _  ახლა რაღა ჩაიფიქრე? აქამდე სუფთად ძვრებოდი ყველა საქმიდან, მაგრამ ახლა არ გაგივა. ყოველ შემთხვევაში, ამას მე არ დავუშვებ.
- რას გულისხმობ?
- კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ _ ვიღიმი _ ამ დანაშაულს დაგიმტკიცებ და დანარჩენსაც ამოვქექავ. ამ საქმიდან თავს ასე მარტივად ვერ დაიძვრენ. ციხეში სამუდამოდ გამოგკეტავ.
- ნამდვილად გააფრინე.
- ასე ფიქრობ, არა? _  გამეცინა _ ვნახავ მართალი რომელი ჩვენგანი იქნება.

IMAGINESWhere stories live. Discover now