სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი

292 44 13
                                    

არიანა
მას შემდეგ რაც ზეინი სასტუმროს ოთახში განადგურებული ვიპოვე თითქმის ერთი თვე გავიდა. მან ყველაფერი მიამბო იმ დილის შესახებ, ვხვდებოდი ჯიჯი რატომაც მოიქცა ასე, მაგრამ აღიარება არ შემეძლო და არც მინდოდა. თითქმის ერთი თვე გავიდა მე და ზეინი ყველგან ერთად დავდივართ awards-ზეც ერთად ვიყავით.

 თითქმის ერთი თვე გავიდა მე და ზეინი ყველგან ერთად დავდივართ awards-ზეც ერთად ვიყავით

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბ სადაც თითქმის მთელი საღამოს განმავლობაში კამერები ჩვენსკენ იყო მომართული. ფანებმა მალევე აიატაცეს ჩვენი სახელები. ზეინთან გადასვლის შემდეგ კი ყოველ დღე სასტუმროს გარს ერტყა ცნობისმოყვარე ინტრიგანი ჟურნალისტების ჯარი.

ხშირად გვიწევდა ერთმანეთისათვის კოცნა, რა თქმა უნდა ის დიდ ენთუზიაზმს არ იჩენდა, მაგრამ მისი ყოველი შეხება ისეთი სასიამოვნო იყო, თითქოს ჩემი სხეული ნაწილებად იშლებოდა და თავიდან იწყებდა აწყობას. ზეინი ცდილობდა, რომ ჩემთვის განწყობა არ გაეფუჭებინა, ამიტომ არასდროს მახვევდა თავს მის დეპრესიას, უხასიათობას და განრისხებას. თავს საშინლად ვგრძნობდი იმის გამო რაც გავაკეთე, მე ისინი დავაშორე.

ხშირად ვიკეტებოდი ოთახში და ვფიქრობდი დროზე ადრე დამესრულებინა კონტრაქტი. ამის შესახებ ზეინსაც ვუთხარი, მაგრამ მან ამის უფლება არ მომცა, რადგან არ სურდა ის მსხვერპლი რაც გაიღო უაზროდ გაფლანგულიყო. ზეინისთვის ჩემი გრძნობების გამხელა მინდოდა, მინდოდა ცოდნოდა როგორ მიყვარდა და, რომ მისთვის ყველაფერს გავიღებდი თუ საჭირო გახდებოდა კარიერასაც კი დავთმობდი მისი ბედნიერების გამო, მაგრამ არ შემეძლო.

Zigi  came backWhere stories live. Discover now