Mr.styles

1.9K 74 7
                                    

თავი 1
ჰამაკში ვზივარ, ქარი თმებს მიწეწავს, მსიამოვნებს ნიავი რომელიც ქრის, ღამეა... ტკივილი თავს არ მანებებს, ყოველი დღე თითქოს ახლიდან იწყება, ახალი ისტორიით, თუმცა არაფერიც...ჩემთვის ყოველი დღე ერთი და იგივე ნაირად მეორდება. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც დედა დავკარგე და მას შემდეგ რაც მამამ მიმატოვა, ასე უბრალოდ ადგა და მიმატოვა..ვიცოდი, ვიცოდი რომ მას არასდროს ვყვარებივარ, ვიცოდი რომ მისთვის სულერთი ვიყავი. მაგრამ მამშვიდებდა ის რომ გვერდით მყავდა დედაჩემი, სარა, ძლიერი ქალის სახით...მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ყოვე დღე და ღამე იმას ვფიქრობ რა იქნებდა ის რომ ახლა ჩემს გვერდით ყიფილიყო. მე ტესა მილერი ვარ, 18 წლის , ქერათმიანი, ცისფერთვალება გოგონა, გოგონა რომელიც თავის ტკივილზე იშვიათად წერს, მხოლოდ ფურცლებს ენდობა.. 23 ივლისი...დღე როდესაც ჩემთვის უსაყვარლესმა ადამიანმა დატოვა ეს სამყარო, დედამ.
ტელევიზორში გამოაცხადეს რომ ახალგაზრდა, 30 წლის ქალს მანქნა დაეჯახა, ამ დროს მე ძიძასთან ერთად ვიყავი სახლში, სად იყო "მამაჩემი?" სიტყვა მამა, რას უნდა ნიშნავდეს? ყოველთვის მშურდა კეთილი შურით ბავშვების, რომლებთან გვერდით მშობლები ან მამა დაჰყვებოდათ და ბედნიერი სახეებით მოაბიჯებდნენ, სამწუხაროდ ეს ბედნიერება წილად მე არ მხვდა.
მაიკლი, ეგრედ წოდებული მამაჩემი არამზადა ადამიანი იყო, შესაძლოა ახლაც ცოცხალია, მაგრამ მასზე არაფერი ვიცი და არც მაქვს სურვილი ვიცოდე.. მან დედა დააორსულა და მიატოვა, დედაჩემი მისი თამაშის მსხვერპლი გახდა, ის ატყუებდა სარას რომ უყვარდა...ასე არ ყოფილა, გამოიყენა და მიატოვა, მიატოვა სასოწარკვეთილი , ორსული ქალი, რომელსაც არავინ ჰყავდა ჩემსავით. დედას დღიურებიდან ბევრ რამეს ვსწავლობ, იქ ისიც კი ეწერა თუ რა განადგურებული იყო როდსაც მაიკლმა მიატოვა, მაგრამ აბორტზე წამითაც არ უფიქრია, რადგან მას უყვარდა ბავშვები, რადგან ის ძლიერი იყო... დედა მარტო მზრდიდა სანამ ბაღში არ შემიყვანა, შემდეგ კი როდესაც მუშაობა დაიწყო ძიძა დაიქირავა, ის ქალი სამწუხაროდ გარდაიცვალა, ნინა ერქვა, არაჩვეულებრივი ქალი იყო, დედასავით მიყვარდა. დედასთან ბევრი მოგონება მაქვს, რომლებიც ნელ-ნელა მახსენებენ თავს.
ვინ ვარ ახლა? ან რა მიზანი მაქ?
დედას გარდაცვალების შემდეგ ძიძა მზრდიდა , როდესაც 16 წლის გავხდი და ძიძაც გარდაიცვალა განადგურებული ვიყავი, ქუჩაში აღმოვჩნდი, არ მინდოდა იმ სახლში დაბრუნება სადაც ორ საყვარელ ადამიანთან ბევრი რამ მაკავშირებდა, არ მინდოდა იქ დარუნება..
ქუჩაში გავიცანი ლიზა, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ჩემნაირად უჭირდა, ჩვენ მალევე დავმეგობრით და ახლაც ერთად ვცხოვრობთ პატარა ბინაში ქირით..
სკოლა წელს დავამთავრე, ლიზა ჩემზე ორი წლით დიდია, ის ჩემთვის უფროსი დასავითაა...
სამწუხაროდ ვერ შევძლებ სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელო, საჭირო თანხების არქონის გამო. მაგრამ გადავწყვიტე ვიშოვნო სამსახური და ლიზას მივეხმარო ქირის გადახდაში.
დღეს რამდენიმე ვაკანსიას გადავხედე გაზეთებში, რამდენიმე ადგილას დავრეკე, ყველამ ხვალ დამიბარა გასაუბრებაზე, არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა მას, ვის სჭირდება თვრამეტი წლის გამოუცდელი გოგონა...
__
ესეც ასე-ვთქვი და სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედე, მაღალწელიანი , მუხლებამდე სიგრძის კრემისფერი კაბა და ზევით შავი მოკლე მკლავიანი ლამაზი მაისური მეცვა, ფეხზე თეთრი კედები, რადგან ქუსლებზე სიარული ჯერ არ ვიცი,წელამდე სიგრძის თმები მხრებზე მქონდა ჩამოყრილი და დასწორებული, ბუნებრივი მაკიაჟი გავიკეთე და მზადებას მოვრჩი.
-ლიზაა წავედი მე, საღამოს დავბრუნდები.-გავძახე მძინარე ლიზას.
-წარმატებები.-მომაძახა ახალ გაღვიძებული ხმით.
სახლიდან გავედი, ტაქსი სწრაფად გავაჩერე და ერთ-ერთ ვაკანსიაზე კაფე: ჩერი"-ში მივედი, სადაც მიმტანი სჭირდბოდათ, დირექტორთან დაძაბული შევედი და კითხვებს დაბნეული ვპასუხობდი.
ჯანდაბა, არ მიმიღეს, რადგან ჩემს მაგივრად ბევრად გამოცდილი ნახეს...
კიდევ სამ გასაუბრებაზე ვიყავი, უკვე საღამოს ექვსი საათი იყო, არცერთმა არ მიმიღო სამსახურში, თუმცა არც მიკვირდა, ვის რაში სჭირდება ჩემნაირი გოგო, მართალია სკოლაში საკმაოდ კარგად ვსწავლობდი მაგრამ მათ დიპლომი სჭირდებათ .
ბოლოს ხელი ჩავიქნიე, რომელიღაც სკვერში, სკამზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, არაფერი გამომივა, სახლში უნდა დავბრუნდე და ისევ სტატიები ვქექო, დღეს ცუდ ფეხზე ავდექი...
დაახლოებით ათ წუთში სკამიდან წამოვდექი , აცივდა, ხელები მკლავებზე მოვისვი და ღრმად ჩავისუნთქე, ბილიკს გავუყევი რომ გზაზე ტაქსი გამეჩერებინა, მობილურს დავხედე და ლიზასგან გამოტვებული ათი ზარი დამხვდა, სასწრაფოდ დავურეკე.
-აბა რა ქენი?-მკითხა მხიარული ხმით.
-ვერც ვერაფერი, არავინ მიმიღო.
-ნაბიჭვრები, შენნაირ ჭკვიანს ვერსად იშოვნიან, ეგოისტებიარიან და მხოლოდ ისინი უნდათ ვინც მაღალფასიანი სამოსით მიადგებიან და დიპლომით ხელში.
-სახლში მოვდივარ და მერე ვისაუბროთ რა.
-კარგი საყვარელო, არ ინერვიულო, გელოდები.-მითხრა და ყურმილი დამიკიდა.
ტაქსი გავაჩერე და შიგნით ჩავჯექი, მისამართი ვუთხარი და მანქანაც დაიძრა , უკანა სავარძელზე ვიჯექი...თავი ფანჯარაზე მქონდა მიდებული და გარეთ ვიყურებოდი, თან ფიქრებში დავფრინავდი, ეს ფიქრები ერთ დღესაც შორს წამიყვანს.
უცბად მანქანას ვიღაც ურტყავს ხელს და ტაქსი ჩერდება.
-რა მოხდა?-ვეკითხები მძღოლს, რომელიც ჩემსავით დაბნეულია.
მანქანის კარს ვიღაც ტიპი აღებს და სასწრაფოდ მძღოლის გვერდით ჯდება.
-უკაცრავად, შეგიძლიათ სასწრაფოდ მიმიყვანოთ აქვე ახლოს საავადმყოფოში?-მისი მწვანე თვალები, უბრალოდ ძალიან დამაბნეველი იყო, მარწყვისფერი ტუჩები , ხელზე უამრავი ტატუ...
აღელვებული ჩანდა.
-ვერ ხედავ რომ კლიენტი მიზის შვილო?-ჰკითხა მძღოლმა.
-არაუშავს ბატონო, დავტოვოთ, მე არ მეჩქარება.-ვუთხარი მძღოლს, უცნობმა კი გამომხედა და მომაშტერდა.
-მადლობთ.-მითხრა და ღვედი შეიკრა.
-ისედა ხომ მშვიდობაა?-ჰკითხა მძღოლმა.
-მშვიდობას ჩემთან რა უნდა.-უპასუხა უცნბმა.
-რა მოხდა?
-ჩემი დისშვილი კატამ გაკაწრა.
-ამაზე ღელავთ?-ვკითხე მას.
-ის ხომ ოთხი წლისაა.-მიპასუხა თავისი ბოხი ხმით.
ერთი შეხედვით მკაცრი, მშრომელი , ძლიერი ადამიანი ღელავს იმაზე რომ ბავშვი კატამ გაკაწრა.
-შესაძლოა შრატი გაუკეთონ და სხვა არაფერი.
-მაინც ვნერვიულობ.
ცოტათი ჩამეცინა, ვიმეორებ ცოტათი.
-რა გაცინებს? -მკითხა მწვსნეთვალებამ, გაბრაზება ძარღვებზე ეტყობოდა.
-მე..რაღაც გამახსენდა.
-სულაც არ არის სასაცილო ის, რომ ოთხი წლის უდედო ბავშვი მარტოა იმხელა საავადმყოფოში და ბიძამისს ეძებს.
შემრცხვა ჩემი საქციელის, პირველად ვინანე რაღაც, ახლა შევედი მის მდგომარეობაში.
-მაპატიეთ, მე არ ვიცოდი.
-როცა რაღაც არ იცი ენას კბილი უნდა დააჭირო!-მითხრა და ისევ გზას გახედა.
როგორ ბედავს...ასეთი რა ჩავიდინე, მითუმეტეს ბოდიში მოვუხადე.
-გააჩერეთ მანქანა მისტერ.-ვუთხარი მძღოლს.
-მოვედით?
-არა მაგრამ... გააჩერეთ.-ვუთხარი შედარებით ხმამაღლა.
მძღოლმა მანქანა გააჩერა, მწვანეთვალება გაოცებული მიყურებდა.
-გვიანია, ამ დროს არავინ გაგიჩერებს, რაიმე შარი არ აიკიდო, ჯობია შენს ადგილს დაუბრუნდე.
-არ მინდა.-ვუთხარი მას და გზა ფეხით გავაგრძელე.
უცბად ჩემს უკან ნაბიჯების ხმა გავიგე.
-რას დამყვები? მგონი გეჩქარებოდა.
-წინ გაიხედე.-მის თითს თვალი გავაყოლე, საავადმყოფოს წინ ვიყავით.
-აქ ჩემი მეგობარი მუშაობს ექთნად.-ვუთხარი მწვანეთვალებას.
-ძალიან კარგი, ხომ არ გამომყვებოდი? თან ასე გვიან მარტო ვერ წახვალ, როდესაც ენდრიუს წამოვიყვან შენც დაგტოვებ სახლში.
-ჯანდაბას კარგი.-ვუთხარი და უკან გავყევი.
------
იმედია საინტერესო დასაწყისია,  იაქტიურეთ❤❤ კომენტარრბი ჩემი ყველაზე დიდი სტიმულია და ველი მოუთმენლად❤🥰

Mr.styles (მისტერ სტაილსი) დასრულებულიWhere stories live. Discover now