11👑

715 57 0
                                    

-მშვიდად იყავი და მომიყევი შეგიძლია მენდო.
-დედაჩემი, ის იყო ქალი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და ახლაც მიყვარს, ჩემთვის დღემდე ცოცხალია ჩემს გულში ცოცხლობს, პატარა ვიყავი როდესაც ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა, მას შემდეგ ძიძა მზრდიდა.
-ვწუხვარ, მაგრამ მამაშენი?
-მამაჩემი? სიტყვა მამა უცხოა ჩემთვის... მას არასდროს ვყვარებივართ, დედა დააორსულა და მიატოვა, როდესაც დედა გარდაიცვალა ერთხელ მინახულა და მიმატოვა, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა და არც მინდა მისი დანახვა.
-ძალიან ცუდი, ცუდი ადამიანი ყოფილა.
-ჰო, აი ეს არის ჩემი ისტორია, სხვა რა გაინტერესებს?-ვცადე ცრემლები შემეკავებინა.
-არაფერი, ვწუხვარ და შენით ვვამაყობ, რადგან ამ ამბის შემდეგაც კი ასეთი ძლიერი ხარ.
-ვცდილობ.-ვუთხარი და ძალაუნებურად გავიღიმე.
ჰარიმ მკლავები მომხვია და მკერდზე მიმიკრა.
-ახლა კი ძილის დროა.-ვთქვი და ოთახისკენ დავიძარი, ჰარიც ამომყვა.
-ჩემთან წამოდი, გთხოვ.-მითხრა მან.
-კარგი.
მის ოთახში შევედით, საწოლში შევწექი და კედლის მხარეს გადავბრუნდი, მალევე ჰარის ხელი ვიგრძენი წელზე, თვითონ მხოლოდ მაისური ეცვა, თავისკენ მიმწია და თავიკისერში ჩამირგო, კისერში ნელა და ნაზად მკოცნიდა, შემდეგ კი ვიგრძენი როგორ ჩამარჭო ცოტათი კბილები და კანის წოვა დაიწყო რაზეც ამოვიკვნესე.
-ჰარიიი.
-ჩშშ..-ნაკბენზე ენა ამატარა და მოწყვეტით მაკოცა, ნაკბენი ამეწვა თუმცა მაინც სასიამოვნო შეგრძნება იყო.  მაგრად ჩავეხუტე, ჰარი მიყურებდა და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.
-მაგიჟებ.-მითხრა და ახლაის მოექცა ჩემს ზემოდან, ჩემს ტუჩებს დაეწაფა შემდეგ კი ხელი ტოპის ქვეშ შემიცურა და ტოპი გამხადა, შიშველი
მკერდზე მიმიკრა, საბანი გადამაფარა და მთელი სახე დამიკოცნა მე კი მხოლოდ ვუღიმოდი და თმებზე ვეფერებოდი, ბოლოს  ჩამთვლიმა.
#1კვირის შემდეგ#
დღეს ენდრიუს დაბადების დღეა, ერთი კვირაა მე და ჰარის არ გვიჩხუბია, თავს კარგად ვგრძნობ, გადავწყვიტეთ ენდრიუს სიურპრიზი მოვუწყოთ და ტორტის საყიდლად წავედით , სახლში კი ლიამი დავტოვეთ ენდრიუსთან,იმედია სახსალამათს დაგვახვედრებს ბავშვს.
ენდრიუს თავს ისე ვაჩვენებდით რომ მისი დაბადების დღე დაგვავიწდა.
-ჰარი.-ვეძახი ჩუმად ჰარის, არც კი ვიცი რატომ ვჩურჩულებ, ჩვენ ხომ სახლს უკვე გამოვცდით.
-რა?-მკითხულობს ჩურჩულით.
-ტორტზე რას ვახატავთ?-ვკითხე მას.
-ენდრიუ ფეხბურთზე გიჟდება ასერომ მოედანს.
-კარგი იდეაა.
-რატომ ვჩურჩულებთ?
-არ ვიცი.-ვპასუხობ და მეცინება.
საკონდიტროში შევედით და დიდი ტორტი ვიყიდეთ, რომელსაც ფეხბურთის მოედანი ეხატა და ფეხბურთელი სათამაშო კაცები ჰქონდა. ტორტის ყიდვის შემდეგ ბავშვებს დავურეკეთ რომ ბუშტები და სანთლები ეყიდათ, მე და ჰარი დაახლოებით თხუთმეტ წუთი ველოდებოდით ლუისს, ზეინს, ლიზას დ,ნაილს და ჯენიფერს.
-როგორც იქნა, მოვიდნენ.-თქვა ჰარიმ, მათკენ წავედით და ყველა გადავკოცნეთ.
ჰელიუმის ბუშტები ჰარის ,ჯენიფერს, ნაილს და ლიზას ეჭირათ, მე და ლუისს კი ტორტი, სახლის კარზე დავაკაკუნეთ, ლიამმა გაგვიღო და ჩუმად შევედით სახლში.
ტორტზე სანთლები ავანთეთ და ლიამმა ენდრიუს დაუძახა, როდესაც დაგვინახა სიხარულით ჩამოვიდა კიბეზე და ჩვენს წინ დადგა, თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა, იღიმოდა და ტორტს აკვირდებოდა.
-გილოცაავთ!-დავიყვირეთ ერთად.
-ენდრიუ გილოცავ საყვარელო, ძალიან მიყარხარ.-ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე შემდეგ კი ლოყაზე ვაკოცე.
-ახლა სანთელი ჩააქრე, ძალიან გემრიელი ტორტი ჩანს.-უთხრა ნაილმა, ამ ადამიანის კუჭის ზომა ალბათ გაუგებარია. ენდრიუმ "5"იანის ფორმის სანთელი ჩააქრო და ყველა ერთად მოვეხვიეთ.
-მადლობა ძია, მადლობა ტესა, ბავშვებო...ყველა ძალიან მიყვარხართ.-თქვა მან.
მალე ტორტი გავჭერით და ყველამ მივირთვით, შემდეგ მუსიკები ჩავრთეთ და ვცეკვავდით.
-შეიძლება მადამ?-მკითხა ჰარიმ და ხელი გამომიშვირა, ჩამეცინა და ხელი ჩავკიდე, ერთად ვცეკვავდით ნელ მუსიკაზე, ხელები ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული თვალებში მიყურებდა.
ლიზა და ზეინიც ჩვენსავით ცეკვავდნენ ისევე როგორც ლუისი და ჯენიფერი, ხოლო ნაილი და ლიამი ისევ ტორტს ჭამდნენ. საღამოს ლენაც მოვიდა და ენდრიუს დიდი პულტიანი მანქანა მოუტანა, მალე ყველა გავაცილეთ და სახლში მხოლოდ ჩვენ სამნიდავრჩით.
-ძალიან კარგი დღე იყო, საუკეთესო დაბადების დღე მქონდა.-გახარებულიე ნდრიუ აქეთ-იქით დახტოდა.
-ახლა ძილის დროა ჩემპიონო.-უთხრა ჰარიმ მას.
-ბიძია ჩემთან ერთად დაიძინებთ?-ჰკითხა ენდრიუმ მას.
-რა პრობლემაა.
-ვუუ.-გახარებული ენდრიუ ოთახისკენ გაიქცა.
მე და ჰარის სხვა გზა არ გვქონდა , თუმცა ჰარის ეს არ აწუხებდა, ენდრიუს გავყევით და მისგვერდით მოვთავსდით. ძილის წინ ჰარიმ ზღაპარი წაუკითხა, მალევე ჩაეძინა და ჩვენც მიგვთვლიმა.
მომდევნო დღეს დილით სანამ ენდრიუს და ჰარის ეძინათ პროდუქტების საყიდლად გავედი, სახლში როგორცკი დავბრუნდი ლაზანიეს მომზადება დავიწყე, გამოვაცხე და ამასობაში მათაც გაიღვიძეს. სამივემ ერთად ვისაუზმეთ, ენდრიუ საუზმის შემდეგ ოთახში ავიდა რომ მულტფილმებისთვის ეყურებინა და დიდი ბიჭივით გამოგვიცხადა არ შემაწუხოთო.
ჭურჭელს ვრეცხავდი როდესაც წელზე შეხება ვიგრძენი, რათქმაუნდა ჰარია, მის ძლიერ მკლავებს ნებისმიერისგან გამოვარჩევ, ჩამეღიმა მაგრამ უკან მივბრუნდი, მან კი ენა გამომიყო, გამეცინა და რეცხვა გავაგრძელე.
-ჰარი ჩაწიე ხელები.-ვუთხარი მას.
-რატომ პატარავ?
-ჰაჰ, ისევ პატარავ.
-ჰო, პატარა ხარ.
-ჰარიი.
-კარგი ტესა.-მითხრა და ლოყაზე კოცნა დამიტოვა შემდეგ კი მოსაცმელი აიღო.
-სადმე მიდიხარ?-ვკითხე მას.
-კომპანიაში.-მიპასუხა ჰარიმ, ბოლოს როდესაც მე და ენდრიუ დაგვტოვა...მარტო დარჩენის ცოტა არიყოს შემეშინდა.
-ნუ ღელავ ტესა არაფერი მოხდება გესმის? მალე მოვალ, ძალიან მალე, თუ გინდა მანამდე შენ და ენდრიუს ლიზასთან ან ვინმესთან დაგტოვებთ.
-იქნებ ლენასთან დაგვტოვო, გაუხარდება ჩვენი დანხავა.
-კარგი აზრია.
მე და ენდრიუც მოვემზადეთ და სამივე ჰარის მანქანაში ჩავჯექით, მალე ლენასთან მივედით, ჩვენი დანახვა მართლაც ძალიან გაუხარდა. ჰარი კომპანიაში წავიდა ,მე და ლენამ ენდრიუსთვის ნამცხვარი გამივაცხეთ, ჩვენ კი ყავა დავლიეთ და ბევრი ვისაუბრეთ.
მოსაღამოვდა თუმცა ჰარი არსად ჩანდა, ენდრიუ კი სახლში წასვლას ითხოვდა რადგან ბიძა ენატრებოდა, ვურეკავდი თუმცა არ იღებდა რაც უცნაურად მომეჩვენა და შემეშინდა კიდეც.
---
HBD Mr.Styles👑🥰🖤 ისე დაემთხვა რომ ფიკში ენდრიუს დაბდღეა😂❣

Mr.styles (მისტერ სტაილსი) დასრულებულიWhere stories live. Discover now