15🥰

654 52 1
                                    

#ჰარი#
ძლივს ვუთხარი, გრძნობებში გამოვუტყდი, მე, ჰარი სტაილსმა პირველად ავუხსენი გოგოს გულწრფთელად სიყვარული...ვიცი გულის სიღრმეში მასაც ვუყვარვარ , უბრალოდ იმდენად ვატკინე გული ამის აღიარება არ უნდა, თავსაც იტყუებს.. როგორ მინდა მალე მოგვარდეს ჩვენი ურთიერთობა, როგორ მინდა ახლა ჩემს მკლავებში იყოს ჩემი კნუტი, მან სამყარო სხვა ფრად დამანახა, არ დავუშვებ სხვისი გახდეს, ის ჩემი უნდა იყოს.
დილით გავიღვიძე თუ არა სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავირბინე სადაც ლუი და ნაილი დამხვდნენ, ორივეს მივესალმე და მათთან ერთად დავლიე ყავა, ტესას ჩამოსვლას ველოდებოდი და მალე ისიც გამოჩნდა ლიზასთან ერთად. თვალები ჩაწითლებოდა ტირილისგან, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია, უხასიათოდ იყო მაგრამ ძალით იღიმოდა.
მალე დანარჩენებმაც გაიღვიძეს და ყველამ ერთად ვისაუზმეთ, ტესა თავს მარიდებდა, მისი მესმოდა მაგრამ ასეთს რომ ვუყურებდი ვერ ვუძლებდი, ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები. ამ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მომდევნო დილას კი საუზმის შემდეგ ტესა ფეხზე ადგა.
-ბავშვებო, თქვენთან ძალიან კარგი იყო, ნამდვილად უბრალოდ მე უნდა წავიდე, ხვალ მაინც მივდიოდით, ცუდადარ მიიღოთ, სახლში ყოფნა მჭირდება და განმარტოვება.-თქვა მან.
-რამე მოხდა? -ჰკითხა ლიამმა.
-ისეთი არაფერი, თავს ოდნავ შეუძლოდ ვგრძნობ, დავისვენებ და გამოვკეთდები.-უპასუხა ტესამ.
-მე წაგიყვან.-ვუთხარი მას.
-არა ჯეკი უკვე მოდის, ის მიმიყვანს სახლამდე.
-ჯეკი? კარგი როგორც გინდა...-ვიგრძენი როგორ დამეჭიმა ძარღვები ჯეკის ხსენებისას. დაახლოებით ნახევარ საათში ჯეკი მოვიდა, სანამ წავიდოდნენ ტესა ცალკე გავიყვანე.
-ხვალ პასუხი მჭირდება შენგან ასერომ დღეს კარგად იფიქრე პატარავ.-ვუთხარი მას.
-შემეშვი სტაილს.
-ნუ ჯიუტობ ასე არაფერი გამოვა.
-და რა გინდა რომ გამოვიდეს?-მკითხა და ჩემი ხელი მხრიდან უხეშად მოიშორა.
-მინდა რომ ჩემი იყო, მინდა რომ ერთად ვიყოთ სულ. არაფერი უთქვამს, ბავშვებთან დაბრუნდა ,ყველას დაემშვიდობა და ჯეკის მანქანაში ჩაჯდა.
#ტესა#
იქედან წამოსვლა იმის გამო მინდოდა რომ მარტო დავრჩენილიყავი და მეფიქრა, მძულს როდესაც ჰარისგან გულნატკენი ვრჩები, მძულს როცა მის გამო ცრემლებს ვღვრი და კიდევ უფრო მეტად მძულს ის ფაქტი რომ ოდნავადაც არ შემიძლია მისი შეძულება, თითქოს ჩემს გულს ჩაებღაუჭა.
-რაც მოვდივართ ხმა არ ამოგიღია, უხასიათოდ ჩანხარ, რაიმე მოხდა ბუზღუნავ?
-გრძელი ამბავია.
-მიყვარს გრძელი ამბები.
-რომ მივალთ მოგიყვები კარგი?
-პრობლემა არ არის, ახლა კი მინდა შენს სახეზე ღიმილი დავინახო.-მითხრა და მუსიკები ჩართო, ცოტა ხანში ისეთი ისტორიების მოყოლა დაიწყო მართლაც ვიცინეთ.
სახლში მივედით, ჯეკიც შევიპატიჟე, ჩემი და ლიზას სახლში ვიყავი და არა ჰარისთან.
-საყვარელი სახლია.-აღნიშნა მან.
-ჰო...დაჯექი, წვენს დაგისხავ.
-აბა რა ხდებოდა იქ მომიყევი, რატომ გამოვარდი ადრე.
ჯეკს მოვუყევი რაც ჩემსადა ჰარის შორის ხდება, თუმცა დაწვრილებით და დეტალებში არ მომიყოლია.
-ოჰ ბუზღუნავ, მას მართლაც ძალიან უყვარხარ და უფრო ეტსაც გეტყვი.
-რას?
-შენც გიყვარს ის.
-არა ასე არ უნდა იყოს, როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანი ვინც გულს მტკენს გამუდმებით.
-საქმეც მაგაშია, ჩვენ ყოველთვის იმ ადამიანების გამო ვიტანჯებით ვინც გვიყვარს, ჰარი შენთვის ბევრს ნიშნავს და ამიტომ გტკენს გულს მისი ცუდი საქციელები, მგობი აჯობებს კარგად დაფიქრდე და საკუთარ თავს გამოუტყდე შენს გრძნობებში, შემდეგ კი მას...შენი გადასაწყვეტია, უბრალოდ მე ჩემი აზრი გითხარი.
-მადლობა ჯეკ, ვიფიქრებ.
-ახლა კი უნდა წავიდე ქალბატონო, საქმეები მაქვს, იმედია მალე შევხვდებით ერთმანეთს.
-იმედია.
-დროებით.-გავაცილე და მაშინვე დივანზე დავეხეთქე.
ძალიან დამღლელი დღე იყო, იმოციურადაც... აღარ ვიცოდი რა მექნა, მინდოდა ფიქრებისთვის თავი დამეღწია, ნუთუ ჯეკი მართალია, ნუთუ ჰარიმ მოახერხა და თავი შემაყვარა?... დილით კარზე ბრახუნის ხმა მაღვიძებს, თვალებს ვახელ, დილის ცხრა საათია, ვინ ჯანდაბა აბრახუნებს დილაუთენია. არც კი ჩამიცვავს პიჟამო კაბით ჩავირბინე კიბეზე და კარი გავაღე, კარებში ნაცნობი სილუეტი , ჰარი იდგა.
-ჰარი?
-როგორ ხარ?-სახლში შემოიჭრა.
-აქ რა გინდა?
-მეც ვარ რა, სწრაფად მოემზადე, ენდრიუ უნდა წამოვიყვანოთ და ჩემთან ვბრუნდებით.-მითხრა და სამზარეულოში სკამზე ჩამოჯდა.
-აქ როდის ჩამხვედი, ან ბავშვები სად არიან?-დაბნეულმა მივაყარე კითხვები.
-ბავშვები საღამოს ჩამოდიან ახლა კი ჩაიცვიიი.-ბოლო სიტყვა გაწელა.
ოთახში ავედი და კაბა გავიხადე, ჯინსის ჩაცმას ვაპირებდი როცა ოთახის კარი გაიღო და ჰარი შემოვიდა.
-ჰარიიი!
-ოუუ მე...ბოდიში, უბრალოდ მაინტერესებდა მაცივარი გაფუჭებული გაქვს?-მკითხა მან.
-რადროს მაცივარია, გადი და გამოვალ.-ხელები მკერდზე მქონდა აფარებული.
-კარგი პატარავ.-მითხრა და გავიდა.
-პატარა არ დამიძახო.-მივაძახე ოთახიდან, საპასუხოდ მხოლოდ მისი სიცილის ხმა მომესმა.
მალე ჩავიცვი და ქვევით ჩავედი, ერთადერთი რაც ახლა მახარებდა იყო ის, რომ ენდრიუს ვნახავდი.
ჰარის ყურადღებას არ ვაქცევდი, არც მის სიტყვებს, დღეს მარტო ყოფნა მინდოდა და ესეც არ დამაცადა, მანქანაში წუწუნით ჩავჯექი და ღვედი გადავიკარი, ჰარიმ მანქანა დაქოქა და გაზს მთელი ძალით მიაჭირა ფეხი, მანქანა ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს, შემეშინდა და ხელით სახელურს ჩავებღაუჭე, თვალები დავხუჭე.
-ჰარი შეანელე, გთხოვ.-ვეუბნებოდი მას.
-ნუ გეშინია ასე უფრო მალე მივალთ.
-ჰარი გთხოვ.
-კარგი რა, ნუ ხარ მშიშარა.
-ჯანდაბა! შეანელე!-დავუყვირე ბოლო ხმაზე.
მანქანა გააჩერა, სწრაფად მოვისენი ღვედი და გადავედი, ღრმად დავიწყე სუნთქვა, თვალებიდან ცრემლები წამსკდა, ბავშვობიდან მეშინია ავტოკატასტროფების, მას შემდეგ რაც დედაჩემი ავარიაში დაიღუპა.
-ტესა...მაპატიე თუ ასე შეგაშინე.-ჰარიმ მიმიხუტა და თავზე მაკოცა.
-ხომ გთხოვდი...
-გპირდები აღარ ვივლი სწრაფად პატარავ.-მითხრა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.
-დედაჩემი გამახსენდა.
-მესმის, ახლა ვხვდები, მაპატიე გთხოვ.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა, მანქანაში ჩავჯექით და ამჯერად ნელა გავაგრძელეთ გზა, დაახლოებით ოც წუთში ლინას სახლში მივედით, კარი მან გაგვიღო და მალე ენდრიუც გამოიქცა, ორივეს ერთად ჩაგვეხუტა.
-ენდრიუ, როგორ მომენატრე.-ვუთხარი და ლოყები დავუკოცნე.
-მეც ძალიან მენატრებოდით.-გვითხრა მან.
ლენამ სახლში შეგვიპატიჟა, ჩაი დავლიეთ და საღამოს სამივე ჰარის სახლში მივედით, სანამ მივიდოდით ჩემთან გავიარეთ ნივთების წამოსაღებად.
ენდრიუს მისვლისთანავე თავის ოთახში ჩაეძინა, ჰარი კაბინეტში მუშაობდა, მე კი სამზარეულოში ვიყავი და იქაურობას ვალაგებდი.
-რას შვრები?-ჰარის ხმა მომესმა.
-ვააგებ როგორც ხედავ.-ხელში ტილო მეჭირა.
#ჰარი#
-გიხდება ეგ ტილო.-ვუთხარი და ჩავიცინე.
-ჰაჰ რა სასაცილოა.-ცდილობდა ზევითა თაროს მისწვდომოდა რაც ნამდვილად სასაცილო იყო.
-მართალია გითხარი რომ პასუხი ხვალ მჭირდებოდა მაგრამ დღეს არ მოგეცა ფიქრის საშუალება ასერომ არ გაჩქარებ ტესა.-ვუთხარი მას.
-ძალიანაც კარგი.
-მოგეხმარები.-ვუთხარი და მასთან მიივედი.
-არ არის საჭ...-სანამ დაამთავრებდა ხელში ავიყვანე რომ თაროს  მისწვდომოდა.-ცოტა სრაფად გადაწმინდე თორემ ასე დიდხანს ვერ გავძლებ.-ვუთხარი და ჩავიცინე, ტილო თაროს გადაუსვა და ჩამოვსვი, მაგიდაზე დავსვი და მასთან მივედი.
------
მეთექვსმეტე  თავსაც დღეს დავდებ❤❤vote 😋 რას ფიქრობთ ჯეკზე 😐💜

Mr.styles (მისტერ სტაილსი) დასრულებულიWhere stories live. Discover now